x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ბელგიელი მილიარდერი სასქესო ორგანოს გადიდების ოპერაციის დროს გარდაიცვალა
imageპარიზში, ბელგიელი მილიარდერი ეჰუდ არი ლანიადო(Ehud Arye Laniado) სასქესო ორგანოს გადიდების ოპერაციის დროს გარდაიცვალა.



სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა გახდა, რომელიც მამაკაცს გენიტალიებში ინექციის შეყვანის შემდეგ დაეწყო. მედიკოსები 65 წლის მილიარდერის რეანიმაციას შეეცადნენ, თუმცა უშედეგოდ.



კომპანია Omega Diamonds, რომელსაც ეჰუდ არი ლანიადო ხელმძღვანელობდა, დაადასტურა მისი გარდაცვალება. მას სამშობლოში, ისრაელში დაკრძალავენ.


ეჰუდ არი ლანიადომ ქონება ძვირფასი თვლებით ვაჭრობით დააგროვა. ის ერთ-ერთი ცნობილი ექსპერტი იყო დაუმუშავებელი ალმასების შეფასებაში. 2015 წელს მილიარდერმა აუქციონზე 12, 03 კარატიანი ბრილიანტი „ჟოზეფინას ცისფერი მთვარე“ 48, 4 მილიონ დოლარად გაყიდა.



ამასთანავე, მის მფლობელობაში იყო ყველაზე დიდი "პენტჰაუსი" მონაკოში, რომლის ფასიც 35 მილიონი ევროა.


მიუხედავად სიმდიდრისა, მილიარდერი ძალზე ნერვიულობდა სიდაბლის გამო, როგორც გარდაცვლილის მეგობარი იხსნებს. "ის სიმაღლეზე ფიქრს მხოლოდ იმ დროს წყვეტდა, როდესაც ბუღალტერი, მისი თხოვნით, ინფორმაციას კითხულობდა საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელიც დღეში რამდენჯერმე ხდებოდა".

image


0
462
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
462
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0