x
image
alex999
Mediator image
Mediator image
რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ ყოველდღიურად ერთ ბროწეულს მიირთმევთ

ბროწეული - არის ბროწეულისებრთა ოჯახიდან, ფოთოლმცვივანი ეკლიანი მცენარე. აქვს კიდემთლიანი ტყავისებრი ფოთლები, რომელთაგან ზოგი დიდია, სურისებრი; ნორმალურად განვითარებული ნასკვი, ბუტკო და სამტვრე აქვს, იძლევა ნაყოფს. ბროწეული ნიადაგისადმი ნაკლებმომთხოვნია, ველურად იზრდება მცირე აზიის, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთის, ირანის, ამიერკავკასიის მთიან რაიონებში. საქართველოში ბროწეული გაშენებულია უმთავრესად კახეთში, ქართლში, იმერეთსა და აჭარაში. ბროწეულის წვენი შეიცავს: 8-19% შაქარს, 0, 3-9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს.


image



შენიშვნა: - სანამ გადაწყვეტთ დღეში 1 ბროწეულის მირთმევას, გაითვალისწინეთ, რომ დიაბეტიანებისთვის არ არის რეკომენდებული, გარდა ამისა, თუ ხართ ალერგიულები, ამ შემთხვევაშიც უნდა მოერიდოთ. შესაძლებელია დღეში მხოლოდ ერთი მუჭის ჭამა. თუ ფიქრობთ, რომ ჯანმრთელი ხართ და უფრო ჯანმრთელად გინდათ ყოფნა, მაშინ ჩვენი რჩევები გაითვალისწინეთ.


image







ყოველდღე რეგულარულად 1 ბროწეულს თუ შეჭამთ, თქვენი ორგანიზმი რამოდენიმე დღეში სრულიად გათავისუფლდება ზედმეტი ტოქსინებისგან. ეს პროცესი შარდის გამოყოფით სრულდება.


უფრო ძლიერი იმუნური სისტემა გექნებათ! ბროწეული შეიცავს C, E, K -ვიტამინებს და მინერალებს: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი და რკინა. განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში დაცული იქნებით ვირუსების და გაციებისგან. თუ უკვე გაცივდით და არ გშველით მედიკამენტები, მაშინ სცადეთ ყოველდღე ერთი ბროწეულის ჭამა.


საჭმლის მონელების სისტემაზე დადებითად მოქმედებს, ასევე როგორც სტაფილო. თუ მჟავა გაწუხებთ, მაშინ ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ მიირთვათ.


image




ანტიოქსიდანტური ეფექტით, ბროწეული ზრუნავს თქვენს კბილებსა და პირის ღრუზეც. დღეში მირთმეული 1 ბროწეულის საშუალებით, პირის ღრუში დაგროვებული ბაქტერიებისგან გათავისუფლდებით.


ყოველდღე 1 ბროწეული მომავალში სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ. ბროწეული ეხმარება სისხლის მიმოქცევას, აჩქარებს და ასევე ასუფთავებს სისხლძარღვებს.



რეგულარულად ბროწეულის მოხმარებით შეამცირებთ კიბოს, გულის შეტევის, ინფარქტის და ინსულტის რისკებს.


image



გისურვებთ ჯანმრთელობას!




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>





19 ფოტო, რომელიც თქვენში ძლიერ აღელვებას გამოიწვევს!

image




50 საკვები მომავლისთვის, რომელიც გარემოსა და ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია

image




ფოტოგრაფმა 100 წელს გადაცილებულ ადამიანებს გადაუღო ფოტო, შემდეგ კი ახალგაზრდობის ფოტოებს შეადარა

image




ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... (II ნაწილი)

image




ვინ იყო რეალურად ყველასთვის ცნობილი "ლოლიტა"? - სალი ჰორნერის ტრაგიკული ამბავი

image




საფეხბურთო სამყაროს 25 ისტორიული დერბი და საინტერესო დეტალები მათ შესახებ!

image




ბერენ საათი - თურქი მსახიობი, წარმატებული კარიერით!

image




ერთადერთი ციხე, საიდანაც გაქცევა ვერავინ მოახერხა - 15 რეალური ფაქტი ალკატრასის ციხის შესახებ!

image






0
645
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
645
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0