x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ემუქრება თუ არა კავკასიის რეგიონს ძლიერი მიწისძვრა და შეუძლიათ თუ არა კავკასიელებს მშვიდად ძილი?

image

ადამიანების უმეტესობა ბუნებრივი კატასტროფებზე ვლაპარკობთ მომხდარის შემდგომ. მაგალითად, ოსური კარმადონის ხეობის კოლაკის მყინვარის გადაადგილება ტრაგედია გახდა. ეკონომია მშენებლობისას, შენობების სეისმური გაძლიერების ნაცვლად, ეს უკვე არის სხვა საუბრის თემა.

პროფესორი ვლადისლავ ზაალიშვილი ხელმძღვანელობს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკური ინსტიტუტის ვლადიკავკაზის სამეცნიერო ცენტრის ფილიალს. ზაალიშვილი მოუყვა "კავკაზ.რეალის" ემუქრება თუ არა კავკასიის რეგიონს ძლიერი მიწისძვრა და როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან.


image


- ვლადისლავ ბორისოვიჩ, რამდენიმე კვირის წინ, ოსეთში მოხდარმა მიწისქვეშა რყევებმა საზოგადოება შეაშფოთა. უნდა გვეშინოდეს თუ არა?

- ისტერიკა არ დაგვეხმარება, ცივი გონებით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. მაღალმთიან რაიონებში მიწისძვრები ისეთი ბუნებრივია, როგორც ყოველდღე წყალის დალევა.

რას ნიშნავს კავკასიის მთების მახლობლად ცხოვრება? ჩვენი ტერიტორია მუდმივად მოძრაობს ჩრდილო-დასავლეთით. იქ კი ძლიერი რუსული ტექტონიკური ფილებია, აღმოსავლეთ ევროპის პლატფორმის ნაწილი.

ამ მიზეზით, ჩვენი მთები იზრდება 18-20 მილიმეტრით წელიწადში. ეს ყველაფერი დეფორმაციის შედეგია. თუ მთების მატერიალური მასალები გაიზრდება, მიწისძვრა მოხდება. დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია. სანამ ის ცოცხალია, ყოველთვის იქნება მიწისძვრა. ისინი, სხვათა შორის, ახდენენ დაგროვილი ენერგის გამოფრქვევას. თუ ენერგია არ იქნება, მაშინ ეს იქნება დიდი შეშფოთების მიზეზი.

- ანუ, ჩვენ ვცხოვრობთ სეისმურ ზონაში?

- რა თქმა უნდა. შედარებით რომ ვთქვათ, 1000- წელიწადში ერთხელ ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე რვა ბალიანი მიწისძვრა ხდება, ხოლო 2500 წელში ერთელ ძლიერი 9 ბალიანი მიწისძვრა. ბოლო დროს საკმაოდ დესტრუქციული მიწისძვრა ვლადიკავკაზში მოხდა 1929 წელს.

- შეიძლება თუ არა ნგრევის და მსხვერპლის თავიდან აცილება?

- მთავარი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ სწორად აშენებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაცული იქნეს დასაშვები სიმაღლე, გამოიყენონ საჭირო რაოდენობის მასალა და აგურის ნაცვლად, თანამედროვე სამშენებლო მასალები.

დღევანდელი სამშენებლო ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა შენობები აშენდეს პრაქტიკულად ნებისმიერი გრუნტის ნიადაგზე და ნებისმიერ ზონაში. ცუდი კედელი შეიძლება ხუთნახევრიანი ბალის მიწისძვრის დროსაც დაინგრეს. უნდა გვესმოდეს, რომ ძლიერი და დამანგრეველი მიწისძვრა ორი სხვადასხვა რამ არის. თანამედროვე იაპონური ქალაქები პრაქტიკულად არ ინგრევა, თუმცა, ტრემერები მუდმივად არის.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სეისმური რუკების შედგენა, რაც საშუალებას იძლევა გამოიყოს ზონები სეისმურობის მიხედვით.

ჩრდილოეთ ოსეთი არის ერთადერთი სუბიექტი რუსეთში, რომელშიც ყველა ქალაქში სეისმური მიკროზონის რუკებია. ეს იმას ნიშნავს, რომ რუკა გვიჩვენებს ისეთ ტერიტორიებს, სადაც მოსალოდნელია შვიდი, რვა, ცხრა ბალიანი მიწისძვრები.

სეისმური რისკების რუკების წყალობით, შეიძლება შემუშავდეს რეკომენდაციები : - რომელი სახლები უნდა გაძლიერდეს და რომელი დაინგრეს. თუმცა, რესპუბლიკამ ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა ფული რისკების რუკების ზონების მომზადებაზე (საჭიროა შვიდი მილიონი )


image

- შესაძლებელია მიწისძვრის პროგნოზირება?

- დიახ, რუკები აჩვენებს, სად და როგორ მოხდება მიწისძვრა. მაგრამ არსებობს კითხვა - როდის.

1975 წლის 4 თებერვალს ეს პროგნოზი ყველაზე წარმატებული იყო ჩინეთში. მილიონიანი ქალაქის მოსახლეობა ევაკუირებულ იქნა ჰეიჩენგსკის ძლიერ მიწისძვრამდე ერთი დღით ადრე. იქ მხოლოდ 200 ადამიანი გარდაიცვალა - მათ, ვინც გადაწყვიტეს დაბრუნებულიყვნენ საკუთარ სახლებში, რადგან, მაშინ ძალიან ციოდა. ამ დროს ქალაქი მთლიანად განადგურდა.

1976 წლის 28 ივლისს იმავე ჩინეთში მოხდა გაუთვალისწინებელი ტანშანის მიწისძვრა, რომლის დროსაც სხვადასხვა შეფასებით, 200-დან 600 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.

მიწისძვრებს მრავალი წინამორბედი ახასთიაებს:- სეისმოლოგიური, გეოფიზიკური, ჰიდროგედინამიკური და ა.შ. მაგალითად, მაგნიტური ველის ცვლილებები, ჭაბურღილების წყლის დონის გაზრდა, ამ დროს ფრინველები, გველები განსხვავებულად იქცევიან. მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მიწისძვრა ძლიერი იქნება.

- რას იტყვით ვულკანური ამოფრქვევის შესახებ? ძინავთ თუ არა ყაზბეგს და ელბრუსს?

"გაგიკვირდებათ, მაგრამ დღეს ჩვენ არ ვიცით გარკვეულწილად, ჩამქრალია თუ არა ყაზბეგის ვულკანი. უმეტესობა განიხილავს ელბრუსს, როგორც მძინარე ვულკანს.

რაც შეეხება ყაზბეკს, საჭიროა შესწავლა. სხვათა შორის, მიწისძვრა შეიძლება გახდეს მაპროვიცირებელი პოსტ-ვულკანური მოვლენების.

ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ ინსტრუმენტულ მონიტორინგის სისტემას საშიში ბუნებრივ და ტეხნოლოგიურ პროცესებზე. მაგრამ აქ ყველა ინფორმაცია გადადის ხელოვნურში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევიძინეთ სატელიტური ანტენები, გამარჯვებული პროექტის მიხედვით, ჩვენ არ გადაგვიხადეს 1 მილიონ 200 ათას რუბლი. ფონდში მათი ჩართვისთვის საჭირო თანხები.

ჩვენ თანხებს ვითხოვთ მეექვსე წელია. ჩვენ გვაქვს ანტენა კოლაკის მყინვარზე ინსტიტუტის სახურავზე, მაგრამ სატელიტური კომუნიკაციების ჩართვაა საჭირო. ახლა მთამსვლელები ადიან მთებში, იღებენ ფლეშ-დისკზე და მოაქვთ აქ. ჩვენ შეგვეძლო ეს ყველაფერი, ყველა მოძრაობა დაგვენახა მონიტორზე რეალურ დროში და გაგვეფართოებინა ინსტრუმენტულ მონაცემთა ბაზა.

- როდის შეიძლება ველოდოთ კოლაკის მყინვარის გადაადგილებას?

1969 წელს მოხდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის სპეციალური ექსპედიციის ორგანიზება. მეცნიერთა ჯგუფის კვლევის შედეგად კოლაკის მყინვარის გადაადგილების განმეორებადობა მოხდება 67, 5 წლის მერე.

1834, 1902 და 1969 წლის ცვლილებების გათვალისწინებით., მყინვარების მომდევნო მოძრაობა მხოლოდ 2036 წელს არის მოსალოდნელი.

- კიდევ რისი უნდა გვეშინოდეს?

- კიდევ უფრო სახიფათოა დევდორკის მყინვარი, რომლის შედეგებიც შეიძლება ასჯერ უფრო ტრაგიკული იყოს, ვიდრე კოლაკის მყინვარის.

ეს შეიძლება გამოიწვიოს მდინარე თერგის არხის შესაძლო გადაკეტვამ და მომდევნო ტალღის ფორმირებამ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ვლადიკავკაზს და თერგის გასწვრივ დასახლებულ პუნქტებს. ამგვარი განვითარება არ განხორციელდა ქართული მხარის მიერ მშენებარე ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბში წყლის წარმოშობის გამო, ამის ერთ-ერთი ტრაგიკული მაგალითია 2012 წელს რუსეთის შავიზღვისპირა ქალაქ კრიმსკში მომხდარი კატასტროფა.

0
786
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
786
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0