x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რუსული პომპეზურობა:ჟენევის ავტოსალონში პუტინის დაჯავშნილი ლიმუზინი წარადგინეს
image

ჟენევის ავტოსალონში შედგა რუსული ლიმუზინის Aurus-ის პრეზენტაცია, ამჯერად ლუქსი-კლასის ავტომობილი მხოლოდ ქვეყნის უმაღლესი პირებისთვის არ იქნება, მისი შეძენა უკვე ყველას შეუძლია(უფრო სწორად იმათ, ვისაც ძალიან ბევრი ფული აქვს). დღეისთვის გაყიდულია 150 ცალი რუსეთში, საფრანგეთში, ესპანეთში და არაბეთის გაერთიანებულ საეიმიროებში.


ჟენევის ავტოსალონში ოქროსფერი ავტომობილის პრეზენტაცია განახორციელა Aurus("ოქროს" ნიშნავს)-ის გენერალურმა დირექტორმა, გერჰარდ ჰილგერტმა: "ვფიქრობ, რომ ეს ავტომობილი გახდება ლუქსი ბრენდი მსოფლიოს ყველა ბაზარზე".

ჟენევის ავტოსალონში გამოიფინა სედანი Aurus Senat S600 და ლიმუზინი Senat Limousine L700.


Aurus-ის შექმნა ანუ პროექტი ”კორტეჟი” მთლიანად 12 მილიარდი რუბლი დაჯდა. პუტინის ახალი ავტომობილის სხვადასხვა ვერსიები აწი უკვე ჩვეულებრივი მომხმარებლისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

პრეზიდენტის ავტომობილის 4 ვარიანტი გამოდის: სედანი, გრძელი ლიმუზინი, SUV და მინივენი. 2018 წელს სულ 250 ცალი დამზადდა, 2020 წლამდე კი 4000 ეგზემპლარის წარმოებაა დაგეგმილი.

ავტომობილში სუპერ-თანამედროვე ტექნოლოგიებია დანერგილი, რომლის შექმნაში რუს ინჟინრებთან ერთად გერმანული კომპანია Porsche Engineering-იც იყო ჩართული.



0
291
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0