x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გლდანში გაზის გაჟონვით ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა
image

წუხელ გლდანშის მე-3 მიკრორაიონში გაზის გაჟონვის შედეგად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ხოლო მეორე ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო ბრიგადები, დეტალებს სამართალდამცველები არკვევენ.



როგორც გაირკვა, ახალგაზრდა მამაკაცები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, გაზის მილი ცენტრალურ სავენტილაციო სისტემას იყო მიერთებული, რის გამოც გაზმა ქვედა ორ სართულზეც გაჟონა, სადაც კიდევ 2 ადამიანი მოიწამლა.

112-ი სწორედ პირველ სართულზე მცხოვრებმა ცოლ-ქმარმა გამოიძახა, ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურს ბინაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დახვდა, ამათგან ერთი გარდაცვლილი იყო, ხოლო მეორე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.



კომპანია ყაზტრანსგაზი მორიგ განცხადებას ავრცელებს:


"კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისი აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს, სასწრაფოდ ჩახსენით ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები (კალონკები) და გაზგამათბობლები, ასევე, ნუ გამოიყენებთ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კლავთ თქვენს კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეებს. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას.


სტატისტიკის მიხედვით, CO-თი მოწამვლის და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ, სადაც თავად არ ცხოვრობენ, რაც დანაშაულია".


შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.



შეგახსენებთ, ერთი კვირის წინ სანზონაში გაზის ნამწვის გაჟონვას ახალგაზრდა ქალ-ვაჟი შეეწირა.

ხოლო იანვარში ქეთევან წამებულის ქუჩაზე გაზის ნამწვისგან 7 ადამიანი გარდაიცვალა.ორივე უბედური შემთხვევა ნაქირავებ ბინაში მოხდა.

0
35
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0