x
image
თორ ნიკე
Mediator image
თამთა გოდუაძე 2019 წელს ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით იმღერებს
თამთა გოდუაზე 2019 წელს ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით იმღერებს


თამთა გოდუაძე საქართველოში დაიბადა 1981 წელს. აქვე დაამთავრა სკოლა, გათხოვდა, გაჰყვა ბიზნესმენ შმაგი ხაჭვანს, დედა გახდა, შეეძინა ლამაზი გოგონა - ანა ხაჭვანი და ქმართან გაშორების მერე დედასთან წავიდა, რომელიც საბერძნეთში ცხოვრობდა. სწორედ იქ მიჰყვა თავისი ბავშვობის გატაცებას და მუსიკალური კარიერის აწყობაზე ზრუნვა დაიწყო თავდაპირველად ბერძნულ პოპულარულ შოუში, სუპერ აიდოლში მონაწილეობით. ძალიან კარგმა გარეგნობამ, ნიჭიერებამ და სითამამემ მალევე მოაპოვებინა დიდი პოპულარობა საბერძნეთში. დღეს უკვე მას არაერთი მუსიკალური ალბომი და მთელ ბალკანეთში ცნობილი ჰიტი ეკუთვნის. ხშირად იწვევენ ტელეპროექტებში, შოუებში, სარეკლამო გადაღებებზე. საბერძნეთში მას ქართველ ლედი გაგად ან რიანად მოიხსენიებენ ხოლმე თამამი სტილის, კოსტუმების და შოუების გამო. თამთამ მონაწილეობა მიიღო ორჯერ საბერძნეთის ევროვიზიის შესარჩევ კონკურსზე, მაგრამ ვერცერთხელ გავიდა ფინალში. საბოლოოდ კი გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო კვიპროსის შესარჩევ კონკურსზეც, სადაც წარმატება ხვდა წილად და 2019 წლის ევროვიზიაზე კვიპროსის სახელით იასპარეზებს. ევროვიზია ამ წელს ისრაელში, ქალაქ თელ-ავივში ჩატარდება. პირველი ნახევარფინალი იქნება 14 მაისს, მეორე ნახევარფინალი - 16 მაისს და საბოლოო - დიდი ფინალი 18 მაისს, სადაც გამარჯვებულიც გამოვლინდება. (დიდი ალბათობით სწორედ თამთა სიმღერით - "Replay")





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია


2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ

5. ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია)



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
194
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0