x
ზიგმუნდ ფროიდი-საინტრესო ფაქტები და გამონათქვამები

image
ზიგმუნდ ფროიდი ყველასათვის ცნობილი ფიგურაა განსაკუთრებით ფსიქოლოგიისა და ფსიქიატრიის სფეროში.მასზე უამრავი წიგნია დაწერილი და ფროიდის ცხოვრების დეტალები საკმაოდ საიტერესოა ბევრი ჩვენგანისთვის.
1856 წლის 6 მაისს ქალაქ ფრაიბერგში დაიბადა ზიგმუნდ ფროიდი. ის იყო მოაზროვნე და ფილოსოფოსი, რომელმაც 20 ს-ის მსოფლმხედველობაში გადატრიალება მოახდინა. ფროიდმა თავის „დოქტრინას" წარუმძღვარა სიტყვები: „მეცნიერულმა აღმოჩენებმა 3 უდიდესი დარტყმა განაცდევინა კაცობრიობის ამბიციებს. ეს აღმოჩენებია: კოპერნიკი(სამყაროს ცენტრისტული იდეის მსხვრევა), დარვინის თეორია (ღვთაებრივი წარმომავლობის გაბათილება) და ჩემი ფსიქოანალიზი''. ზიგმუნდ ფროიდის ბიოგრაფია, გარეგნულად ნაკლებ სენსაციური და გამორჩეული, ძალიან განსხვავდება მისი შინაგანი ბიოგრაფიისაგან, რომელიც დრამატულობის ყველა ნიშანს ატარებს.გარდაცვალებამდე ათი წლით ადრე მან ედუარად ბერნაის განუცხადა, რომ მისმა ცხოვრებამ გარეგნულად მშვიდად და უშინაარსოდ ჩაიარა და მხოლოდ მცირეოდენი თარიღებით შეიძლება შემოიფარგლოს.
ფროიდმა თითქმის მთელი ცხოვრება, 78 წელი, ვენაში გაატარა, ქალაქში, რომლის მიმართ ის ერთდროულად სიძულვილსაც გრძნობდა და სიყვარულსაც. როდესაც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იძულებული გახდა ვენა დაეტოვებინა, ფროიდი წერდა: ”გათავისუფლების გამო აღტაცების გრძნობას ძლიერი მწუხარება ერთვის, რადგანაც საპყრობილე, საიდანაც გავთავისუფლდი, ჯერ კიდევ ძალიან მიყვარს. ”
ფროიდი დედაზე ისე წერდა, რომ ნაწერებიდან გამომდინარე ფროიდს კი არ უყვარდა დედა, არამედ დედას უყვარდა ის, მისი ნიჭიერი შვილი: ”როდესაც დედის უდავოდ გამორჩეულად საყვარელი შვილი ხარ, მაშინ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებ დამპყრობლის გრძნობას, წარმატების იმ რწმენას, რომელსაც არც თუ იშვიათად მართლად მოაქვს წარმატება”.
ფროიდი მამის შესახებ: ” მამას ხშირად დავყავდი სასეირნოდ, რათა ჩემთვის სამყაროს შესახებ თვისი შეხედულებები გაეზიარებინა. ასე მაგალითად, იმის საჩვენებლად, თუ რამდენად უკეთეს ეპოქაში გავჩნდი მასთან შედარებით, შემდეგი რამ მიამბო: როცა ახალგაზრდა კაცი ვიყავი, ერთ შაბათს, სწორედ იქ, სადაც შენ დაიბადე, ლამაზ ჩაცმული, თავზე ბეწვის ქუდით მივსეირნობდი, ამ დროს ერთმა ქრისტიანმა ჩამოიარა, ერთი დარტყმით ქუდი ჭუჭყში გადამიგდო და თან მომაძახა: ურია, ჩადი ტროტუარიდან! მერე შენ რა ქენი? – მე მანქანების სავალ ნაწილზე გადავედი და ქუდი ავიღე. – იყო მშვიდი პასუხი. ” ფროიდმა მამისებურ მშვიდ თავმდაბლობას ვერასოდეს მიაღწია. იგი ყოველთვის ამაყად და აგრესიულად აღიარებდა თავის ებრაელობას, მაშინაც კი როცა ”უმკაცრეს ათეისტად” იქცა.
თუთუნის სიყვარულმა გამოიწვია ის რომ ფროიდმა ცხოვრების განმავლობაში 30-მდე ოპერაცია ჩაიტარა სიმსივნეების ამოსაკვეთად.მან თამბაქოს მოწევა 20 წლიდან დაიწყო. 1923 წელს, როცა ექიმმა პირის ღრუში სიმსივნე აღმოუჩინა, ყბის დიდი ნაწილი მოაჭრა. შემდეგი 16 წლის განმავლობაში კი მას დამატებითი 33 ოპერაციის გაკეთება დასჭირდა.ბოლო წლები იგი ატარებდა ხახის პროტეზს, მაგრამ მაინც არ წყვეტდა სიგარის წევას.პირად ექიმს ევთანაზიის გაკეთება სთხოვა.1939 წლისათვის ფროიდი უკვე იტანჯებოდა არაოპერირებადი პირის ღრუს სიმსივნისგან. ცნობილია სიტყვები, რომლებიც ფროიდმა პირად ექიმს უთხრა: „ეს მხოლოდ ტანჯვაა და უაზრობა.“ ამის შემდეგ ექიმმა მას, ფროიდის ქალიშვილის თანხმობით, მორფის სამი ამპულა გაუკეთა და სამუდამოდ დააძინა.როცა მან ექიმისგან შეიტყო ამ მძიმე სენის შესახებ, ასეთი კითხვით მიმართა მას:ვინ მოგცათ უფლება ამის შესახებ გეთქვათ ჩემთვის?-ექიმს ამაზე პასუხი არ გაუცია.image

ერთი პერიოდი ფროიდი ფიქრობდა რომ კოკაინი მაგიური წამალი იყო.
1880-იან წლებში ფროიდი დაინტერესდა იმ დროისათვის არც ისე ცნობილი წამლით, რომელსაც გერმანელი სამხედრო ექიმები იყენებდნენ. მან შექმნა დოზები მეგობრებისა და საკუთარი ცოლისთვისაც, მოგვიანებით კი გამოაქვეყნა ნაშრომი: „კოკაინის შესახებ“, მაგრამ როცა ფროიდმა კოკაინი მის ერთ-ერთ ახლო მეგობარს იმისთვის გამოუწერა, რომ მას თავი დაეღწია მორფისთვის და ტკივილებიც არ ეგრძნო, აღმოაჩინა რომ ის სანაცვლოდ კოკაინზე გახდა დამოკიდებული. ამის შემდეგ მან შეწყვიტა კოკაინის ქება, თუმცა რაღაც პერიოდის განმავლობაში კვლავ იყენებდა მას დეპრესიასთან საბრძოლველად.
ფროიდის წიგნი: „სიზმრების ინტერპრეტაცია“ თავიდან კორმერციულად წამგებიანი აღმოჩნდა.წიგნი, რომელსაც ფროიდმა საკუთარი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაყოფი უწოდა 1899 წელს გამოიცა და პირველი ექვსი წლის განმავლობაში მხოლოდ 351 ეგზემპლარი გაიყიდა, მეორე გამოცემა კი 1909 წლამდე არ დაბეჭდილა.
ნაცისტებმა ფროიდის წიგნები დაწვეს და ის ავსტრიიდან განდევნეს
მიუხედავად იმისა, რომ თავად ათეისტი იყო, ფროიდი ებრაელების ოჯახში დაიბადა, ამიტომაც ის ნაცისტების ანტისემიტური პოლიტიკის ერთ-ერთ სამიზნედ იქცა. მისი წიგნები 1933 წელს დაწვეს, ამ მოვლენაზე ფროიდმა სარკასტული კომენტარი გააკეთა: „ეს აშკარა პროგრესია, შუა საუკუნეებში ალბათ პირადად მე დამწვავდნენ, ახლა კი მხოლოდ ჩემი წიგნებით შემოიფარგლნენ.''
მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ ფროიდი გარდაიცვალა, მისი დები კი ვიენაში დარჩნენ, სადაც ისინი ნაცისტებმა დააკავეს და საკონცენტრაციო ბანაკებში გადაიყვანეს, აქ ისინი გარდაიცვალნენ კიდეც.
ფროიდი გველთევზების სექსუალურ ცხოვრებას სწავლობდა.ვენის უნივერსიტეტში ყოფნისას იგი ზოოლოგიის შესწავლით იყო გატაცებული. ერთ-ერთმა პროფესორმა მას გველთევზების სექსუალური ცხოვრების შესწავლა დაავალა, რასაც ფსიქოანალიტიკოსი დიდი მონდომებით შეუდგა.
მძარცველებმა ფროიდის ფერფლის მოპარვა სცადეს.გარდაცვალების შემდეგ მისი ფერფლი ძველ ბერძნულ ვაზაში მოათავსეს, რომელიც მას ბონაპარტმა აჩუქა. ვაზა ლონდონის კრემატორიუმშია განთავსებული და პოლიციის ცნობით 2014 წელს მისი მოპარვა სცადეს.image
ფროიდს საკმაოდ საინტერესო გამონათქვამები ჰქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, შემოგთავაზებთ რამდენიმეს:
“სამყაროს შექმნის გეგმაში არ შედიოდა ადამიანის გაბედნიერება'';
“სანამ საკუთარ თავს დეპრესიის დიაგნოზს და დაბალ თვითშეფასებას დაუსვამთ, დარწმუნდით, რომ იდიოტებით გარემოცული არ ხართ'';
“მასებმა არასოდეს იცოდნენ ჭეშმარიტების წყურვილი რა არის. მათ სჭირდებათ ილუზია, რომლის გარეშე სიცოცხლეც არ შეუძლიათ'';
“ადამიანები გაცილებით მორალურები არიან, ვიდრე ისინი ფიქრობენ და გაცილებით ამორალურები, ვიდრე ამის წარმოდგენა შეუძლიათ'';
“ჩვენ სამყაროში შემოვდივართ მარტო და ასევე მარტო ვტოვებთ მას'';
“ბევრის მოყვარული იცნობს ქალებს, ერთის მოყვარული შეიცნობს სიყვარულს'';
“ყველა ნორმალური ადამიანი სინამდვილეში ნორმალურია ნაწილობრივ'';
“ერთადერთი ადამიანი ვისაც თავი უნდა შეადაროთ ეს არის, ის ვინც იყავით ადრე და ერთადერთი ადამიანი ვისზე უკეთესიც უნდა იყოთ ეს არის ის ვინც ხართ ახლა'';
“სინამდვილეში ადამიანთა უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან იგი პასუხისმგებლობას მოიცავს. ადამიანთა უმეტესობა კი გაურბის პასუხისმგებლობას'';
“იმ მომენტში, როდესაც ადამიანი დაიწყებს არსებობასა და ცხოვრების ღირებულებებზე ფიქრს, შეგიძლიათ, რომ იგი დაავადებულად ჩათვალოთ''
“ჩვენ ისე დაუცველები არასოდეს ვართ, როგორც მაშინ, როდესაც გვიყვარს და არასოდეს - ისეთი უიმედოდ უბედურები, როგორც მაშინ, როცა სიყვარულს ვკარგავთ'';
“ჩვენ ერთმანეთს შემთხვევით არ ვირჩევთ… ჩვენ ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში.'';
ეს საინტერესო ადამიანი და მნიშვნელოვანი ფიგურა 1939 წლის 23 სექტემბერს გარდაიცვალა ლონდონში.როგორც ვნახეთ, მისთვის ცხოვრება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მისი მეცნიერული შემოქმედება ცხოვრების ბოლომდე გრძელდებოდა.













0
395
2-ს მოსწონს
ავტორი:აბრამიშვილი ანი
აბრამიშვილი ანი
395
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0