x
მეტი
  • 19.06.2019
  • სტატია:91356
  • ვიდეო:340904
  • სურათი:453332
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სათნოების სახლს ესტუმრნენ

image

.

დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა (კლასის დამრიგებელი: ოლიკო კიკილაშვილი) სათნოების სახლში გეგმით გათვალისწინებული თემა „ჩვენც დავბერდებით" განახორციელეს.

.

მოსწავლეებმა ბენეფიციარებთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მოუსმინეს და გულთან მიიტანეს მათი გულისტკივილი.

.

„ისინი მათ დახმარებასაც დაჰპირდნენ, სახელდახელოდ მომზადებული კონცერტიც გამართეს, წაიკითხეს ლექსები, იცეკვეს და ააცეკვეს მასპინძლები. ეს დღე განსაკუთრებული იყო არა მარტო მათთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც, რადგან მათ ისწავლეს თანადგომა და უფროსების პატივისცემა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

.

ამას გარდა, რამდენიმე კვირის წინ დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მეშვიდე და მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების თანამშრომლებმა თემაზე - „ჩვენ ვიცავთ ბუნებას“ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრის პირველ ეტაპზე მოსწავლეებმა ვაშლოვანის შესახებ პრეზენტაცია ნახეს და მის უნიკალურობას და ბიომრავალფეროვნებას გაეცნენ.

.

სკოლის აღსაზრდელებმა ასევე სტუმრების დასმულ კითხვებს უპასუხეს და თავადაც საინტერესო შეკითხვები დაუსვეს პრეზენტატორებს. მეორე ეტაპზე კი მოსწავლეებმა ბუნების დაცვის თემაზე ნახატები შექმნეს.

.

image

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0