x
ანტიკური ლიტერატურის ქალთა სახეების ჯოისისეული რეინკარნაცია
image

საუკუნეების თავსატეხად ქცეული ჯოისის „ულისე“ მრავალმხრივ იქნა განხილული, ჰომეროსის „ოდისეასაც“ კი დაუკავშირეს, იპოვეს არაერთი პარალელი თუ ანალოგია, თუმცა ტრადიციულად გაგებული სიუჟეტი არ წარმოადგენს მწერლის ძირითადი სათქმელის გამოხატვის საშუალებას; იგი მის დრომდე არსებულ ხელოვნების თითქმის ყველა ნიმუშს ეხება და მკითხველიც იწყებს ავტორისეული აღქმის ძიებას. გამოკვეთილ სახეთა შორის ჩემი ყურადღება მიიქცია, თუ როგორია ანტიკური ლიტერატურის ქალთა სახეების ჯოისისეული ინტერპრეტაცია, აღქმა და ახალი შტრიხების წინ წამოწევა.

ავტორი დასაწყისში ბატონი დიზის პირით გვთავაზობს საინტერესო შედარებას. ჩამოთვლის რა უარყოფითს, რაც ახასათებს მის თანამედროვე სამყაროს „საქონლით ვაჭროაბა ჩვენში... ევროპის ხანძარი, სოფლის სამინისტროს გასაოცარი გულგრილობა..“ იყენებს ე.წ საინტერესო პარალელს - კასანდრას, ქალს, რომელიც უკეთესი არ იყო, რაც უნდა ყოფილიყოო. ისმის კითხვა - რატოომ მაინცდამაინც ის? მოგეხსენებათ ბერძნული ლიტერატურის მიხედვით იგი აპოლონის მიერ წინასწარმეტყველების ნიჭით დაწყევლილი ქალია, რომლის არავის არ სჯერა, თვით გადამწყვეტ დროსაც არ დაურჯერეს, როცა არწმუნებდა ტროელებს - „ტროა დაინგრევა და ათენას ტაძარს პატარა აინტი შებილწავსო. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ დაუკავშირდა ეს ქალი რადიკალური ცვლილებების უარყოფითად გარდაქმნას; იგი აგამემნონის სიკვდილის ერთ -ერთი მიზეზიც ხომ გახდა; იყო საყვარელი, მოჰქონდა მაცდური ბედნიერება, რომლის დასასრული საპირისპირო შედეგს იძლეოდა, როგორც ელენე, ქალი, რომლისთვისაც აიღეს ტროა და რომელსაც ათეული წლების განმავლობაში გმიდა მათ უკან მათი ოჯახებიც ეწირებოდნენ, ქალი, რომელიც ერგებოდა იმ გარემოს, რომელშიც უწევდა ყოფნა, ეპუებოდა რა ბედს, ანგრევდა სხვათა მომავალს. შესაბამისად დიზის ბედბიერებაზე საუბრისას ელენეც ახსენდება და მასზეც იმავეს ამბობს, რაც კასანდრაზე - „ქალი, რომელიც იმაზე უკეთესი არ იყო, რაც უნდა ყოფილიყო.“ პირველად მან მიაყენა უცხო ტომის ხალხი სამშობლოს ნაპირებსო. ავტორი მის უკვდავ სახეს ევასთანაც კი აკავშირებს - ქალმა მოუტანა ქვეყნიერებას ცოდვაო. ამ მხრივ საინტერესოა ევრიპიდისეული მეტაფორული გარდაქმნა, ქალი სახელად ჰარმონია, რომელიც იქცევა გველად. განა რა იყო ელენეს ცოდვა? ეს ხომ ის პერიოდია, როცა უყვართ რამდენიმე და მეტიც, ღმერთების ჩარევით სიყვარულის ობიექტებს მალე იძენენ თუ ივიწყებენ. ელენესაც ხომ აფროდიტეს წყალობით შეუყვარდა პარისი. ეს ხომ უცნაური არააა, ერთ-ერთი „მავედრებელ ქალთაგანიც“ ხომ იქცა მის „მსხვერპლად“. ქალღმერთის ძალას შემდგომშიც უსვამს ხაზს ჯოისი : „ შეიძლება კაცმა ბიბლიოთეკის მუზეუმში ნახოს. მრგვალ დარბაზში დგანან შიშველი ქალღმერთები საჭმლის მონელბას შველის, არ ენაღვლებაათ ვინ უყურებს“ .

მეორე მხრივ, კი გავიხსენოთ უკვე მეტად ტრივიალრი გამოთქმა, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, აფროდიტემ სილამაზის კონკურსში გასამარჯვებლად და ვაშლის მოსაპოვებლად, რომელიც ერგებოდა ყველაზე ლამაზს, ცოტა იქალღმერთა და ძვირფას საჩუქრად შეფუთული მიართვა პარისს ელენე, რომელიც შემგომაც ინარჩუნებს ამ მდგომარეობას და ხდება ტროასა და ათენის ბრძოლის ფორმალური მიზეზი. როგორც ჩანს, სიმბოლოები და რომანტიკული ჟესტები იმ დროშიც უყვარდათ, აბა, თანამედროვეებს კი არ მოგვიგონია. აღსანიშანია, რომ ელენეს სახე იმდენად ძლიერია გოეთესთან ათასწლეულების მერეც კი ჰპოვა გაგრძელება გრეტხენის სახით; მეფისტოფელი ეხმარება ფაუსტს მოხიბლოს ლამაზი და უცოდველი გოგო - გრეტხენი, ვისი ცხოვრებაც სრულიად იცვლება, როცა მისგან აჩენს ბუშ ვაჟს („ფაუსტი“)


ვფიქრობ, შესაძლოა კლასიცისტური ტენდენციებისკენ გადახრა იყო მიზეზი იმისა, რომ ჯოისი ასე რადიკალურად უდგება ამა თუ იმ საკითხს, თუმცა ამ მიმდინარეობის წარმომადგენელთაგან განხვავებით კი არ ცდილობს, დაეყრდნოს ანტიკური ლიტერატურის ფაბულას, გვთავაზობს რა მის თავისებურ აღქმას, თითქოს ცდილობს შექმნას წინა ანტიკური.

ქალთა სახეებს, როგორც ცოდვათა წყაროს, რომელსაც კიდევ უფრო ამძაფრებს განზოგადებისკენ სვლა - კაცობრიობის ცოდვის სათავედ საშოს სახავს და ცდილობს გამოეყოს სხვებს - „მეც, ბნელცოდვილ საშოში ჩამალული, კი არ ჩამსახეს, შემქმნეს. კაცმა ჩემხმიანმა და ჩემთვალებამ და დანაცრულსუნთქვიანმა ქალის მოჩვენებამ, ისინი ეხუტებოდნენ ერთმანეთს და შორდებოდნენ, ასრულებდნენ მაჭანკლის ნებას.

ჩნდება კითხვა - იქნებ იმის თქმა სურდა ავტორს, ცოდვები მშობლებიდან გადადის, ცხოვრება კი ტრაგედიის „დამსახურებული სასჯელის“ მოდელს მიყვება? თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თუ მსჯელობის ამ ხაზს მივყვებით შეიძლება იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ ყველა დაბადებული ცოდვილია; აღნიშნულში კი „მედეას“ ზოგიერთი ინტერპრეტაცია დაგვარწმუნებს, რომლიც მიხედვითაც მისი შვილები იღებენ საზღვაოს მშობლებთა ცოდვათა გამო. თითქოს არსებობს ცოდვები, რომლებიც გადადის მამიდან შვილზე, ცოდვები, რომლებიც დედის საშოდან საფლავამდე დაგვყვება, დანაშაული, რომლის გამოც გვაზღვევინებ ცხოვრება, მაგრამ ჩვენ იმდენად ვერ გაგვიცნობიერებია აღნიშნული, გვიკვირს, რა დავაშავეთო, როგორც კაფკას ბატონ ჟ - ს.

თუმცა მიუხედავად ქალისადმი ასეთი დამოკიდებულებისა, ჯოისისთვის დედა მნიშვნელოვანი ფიგურაა. რომანში ვხვდებით სიზმარს, რომელშიც მეტად განიცდის დედის ვერგადარჩენას, მას, ანტიკურობიდან ერთგულების სიმბოლოდ ქცეული, ძაღლით კი დაეძებს.

დედისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ბოლოსკენაც იკვეთება :

„დედის ღატაკ სასიკვდილო სარეცელთან მივიჩქაროდი მხიარული პარიზიდან, ნავმისადგომში მის ხელს შევეხე. ხმა ლაპარაკობს, აქამდე უცნობი სითბო.“

როგორც ჩანს, ქალი ცოდვების გამოსყიდვას შვილები მოვლინებით იწყებს - ბადებს ცოდვას და ამით ამცირებს საკუთარს, რასაც ნათელს ხდის ის, რასაც დედალოსის ცოლზე ვკითხულობთ ნაწარმოებში :

„თითქმის ყოველ წელს იბადებოდა ბავშვი. ასეთი წესი აქვთ მაგათ რჯულს, თორემ ღმერთი აღსარებას არ ათქმევინებს საბრალო ქალს, ცოდვებს არ შეუნდობს“. როგორც ფსევდო - დემოსთენე იტყოდა - „ჩვენ გვყავს მეუღლეები, რომლებმაც უნდა შვან ჩვენთვის კანონიერი შთამომავლობა.“

ალბათ დედის როლით ქალის ასეთი გამართლება, განაპირობა რაღაც მხრივ „მედეამ“, შვილების მკვლელმა ქალმა, რომელმაც კავკასიურ ცნობიერებაში პირველმა დააყენა სისხლისმიერ კავშირზე წინ ის სულიერ - ხორციელი აღმაფრენა, რომელსაც სიყვარული ჰქვია. ეპოსში ხომ გუნდის კორიფევსი, თითქოს ამართლებს მას :

„საშიში და უკურნებელი ხდება ის რისხვა,

რომელიც მოყვასს მოყვასებთან წაჰკიდებს შუღლით“.

თითქოს რისხვა იქცევა სენად, რომელიც ჩვენ გვმართავს, პირიქით მობრუნება ხომ დიდი ძალისხმევის შედეგად თუა შესაძლებელი - რთულია მართო რისხვა და მისი მეშვეობით დადებითისკენ მოაბრუნო შენი ცხოვრება, რის მცირე შტრიხსაც ვხვდებით სოფოკლესთან, როცა ჰერაკლეს ცოლს არ მოიცავს შურისძიების გრძნობა, როცა გაგებს მისი ქმრისა და იოლესს სასიყვარულო კავშირის ამბავს.

აღსანიშნავია, რომ ჯოისი ქალთა ბუნების წვდომას კიდევ უფრო ღრმად ცდილობს : „ქალები მიუკარებლები არიან, სანამ არ მიეკარები . ლამაზი და კალთამიხდილი ქალი რას გაუყვიაო. თავს იკავებენ და მზად კი არიან ჩაგბარდნენ.“ აღნიშნულზე ისევ ელენე გვახსენდება, რომლის გულსაც და კალთასაც მარტივად ხსნის მწერალი.

„ქალს ქონის გაპობილი სახე უბზინავს ბამბაზის თავსახვევიდან. მგზნებარე გულები“ -ქალის მაცდურ ბუნებას ამგვარად გამოხატავს ჯოისი. ის აღნიშნავს, რომ მონაზონები არ ხმარობენ ქონს, ანუ ისინი, რომლებსაც უიღბლო სიყვარული ერგოთ, რომლებსაც დიუმას ცხოვრების ორი გზის - სიკეთისა და სიყვარულის პირველი ერგოთ. სწორედ ამიტომაც გამოიგონეს „ეკლიანი მავთული“, რომ მიუკარებლობის მომდევნო ფაზა დანებება აღმოფხვრან.

ჯოისი როგორც მამაკაცი კიდევ უფრო უღრმავებდა იმ ძალას, რომლებიც ქალებს აქვთ, შესანიშნავ მეტაფორასაც გვთავაზობს :

„ნუ ჭამ ბიფშტექს, თუ შეჭამე იმ ძროხის თვალები აღარ მოგასვენებენ უკუნითი უკუნისამდე“. ავტორი შესაბამისად „აგამემნონის“ ტრაგედიის დეტალებსაც უღრმავდება;

„ყველაფერი ჩაოხრდა. უდანაშაულოდ მსჯავრდებული. მკვლელობა. მკვლელის ხატი მოკლულის თვალებში. ბაღში ნაპოვნი კაცის თავი . ქალს ტანთ ეცვა. როგორ ეწვია სიკვდილი. კიდევ ერთი დანაშაული.გამოყენებული იარაღი . მკვლელი ისევ თავისუფლად დადის . კლიტემნესტრას მაგალითზე ქალთა ზოგად შეფასებასაც გვთავაზობს - „ქალებთან სიფრთხილეა საჭირო. ერთხელ ნიფხავჩახდილს თუ მიატანე, აღარასოდეს გაპატიებენ.“

გვახსენდება ესქილეს „მავედრებელი ქალებიც“, რომლების პირველსავე საწორწინო ღამეს დახოცავენ ქმრებს.

ქალთა ასეი დაუდობლობას შემდეგშიც კვეთს ავტორი; „ქალის ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე, თუკი საერთოდ გინდა, რომ დაორსულდეს. ქალები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. ლოგინში მოჩვენებების შესახებ უამბე, რომ დაიძინოს“. კონტრასტის ხერხის გამოყენებით ჯოისი საპირისპირო თვისებების გამოკვეთით გვიხატავს საკუთარ დამოკიდებულებას.

თუმცა მხოლოდ მგრძნობელობის ჩახშობა და დაუნდობლობა როდია საკმარისი ისეთი „მისიით“ შესასრულებლად, როგორიცაა შურისძიება; ფულს აგროვებენ ქუდიანი ქალები, ქოლგები მოაქვთ, იქნებ იწვიმოსო, რომლებსაც ასე აფასებს პროფესორი მაკჰიუმი : „ბრძენნი ქალწულნი“.

მიუხედავად ყველაფრისა, ქალთა მშვენიერება სასიხარულოდ რჩება ჯოისისთვის - „მწიფე მსხალი ან ქალების პუნში, ცხელი, მაგარი და ტანჯული.“ ეს ხომ ის მაცდურებაა, რომელსაც თან მშვენიერი განცდები ახლავს. მეტიც, იმდენად დიდად აქვს აღქმული ქალის ძალა ცალხელა მრუშის ქანდაკებასაც კი გარშემომყოფთა ყურადღების ცენტრში აყენებს.

„ნელსონის სვეტთან ოცდაოთხ მწიფე ქლიავს ყიდულობენ გოგონასაგან, შაშხის მერე წყურვილის მოსაკლავად.“ წყურვილის მოკვლის ობიექტის გამყიდველადაც კი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ჰყავს წარმოდგენილი.

მეორე მხრივ, ქალი ცოლის ამპლუაში წარმოდგენილი ჰყავს, როგორც პოლიგამიისთვის ბოლოს მომღებად („პოლიგამია, რომელსაც ქალი მოუღებს ბოლოს“), რაც თითქოსდა „გილგამეშის ეპოსის“ გამოძახილია, რომელშიც ენქიდუ საყვარლის შამხათის შუალობით გილგამეშს მონოგამიას აზიარებს. იგი შემდგომ, არაფრის დიდებით, არ თანხმდება თვით ქალღმერთ იშთარის შემოთავაზებას, გახდეს მისი საყვარელი.

ბოლოს საინტერესოა, რამ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა ჯოისისეული მსგავსი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისთვის?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცალსახად არ გამოვა, თუმცა ჰესიოდეს დიდი წვლილი მართლაც მიუძღვის. მის შემოქმედებაში ხომ გასაკუთრებით იჩენს თავს ქალთმოძულეობა. როგორც იგი იტყოდა, ენდო ქალს, იგივეა, ენდო ქურდს.

ასევე, საყურადღებოა ქსენოფობის „ეკონომიკაში“ წარმოდგენილი დიალოგი კრიტობულესა და სოკრატეს შორის.

სოკრატე - „არსებობენ ადამიანები, რომელთაც შენ ნაკლებად ესაუბრები, ვიდრე შენს ცოლს?“

კრიტობულე - ასეთები ძალიან ცოტა არიან.

ასე გამოიყურება ანტიკური ლიტერატურის ქალთა ჯოისისეული რეინკარნაცია, მისი მოკლე მიმოხილვა, თუმცა მრავალი ასპექტი ჯერ კიდევ ღიად რჩება და განხილვას საჭიროებს.




გამოყენებული ლიტერატურა :


ნანა ტონია - „ქალი ანტიკურ სამყაროში“;

რისმაგ გორდეზიანი - „ბერძნული ლიტერატურა“

ჯოისის „ულისე“- ყიასაშვილის თარგმანი


0
55
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ რაქვიაშვილი
მარიამ რაქვიაშვილი
55
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0