x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
პოლიტიკაში დაბრუნების რა მიზეზს ასახელებს ირაკლი ღარიბაშვილი?
image
საქართელოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი დღეს პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართელოს" პოლიტიკური მდივანი გახდა.

ტელეკომპანია "პირველის" ეთერში მან თვა:-"საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მე დავტოვე თანამდებობა და არ დაგიმალავთ, რომ ჩემი გული და გონება ყოველთვის იყო კონცენტრირებული იმ პროცესებზე, რაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობდა.

ბუნებრივია, მე ვღელავდი, რადგან გარკვეული პრობლემები ჩამოყალიბდა ამ პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ ისაუბრა და რის გამოც ის დაბრუნდა პოლიტიკაში. სწორედ ეს მიზეზები და პრობლემებია ძირითადად, რის გამოც მეც დავბრუნდი პოლიტიკაში.

ბუნებრივია, ყველაფერი კარგად რომ წასულიყო და წარმართულიყო პარტიის თავმჯდომარე არ დაბრუნდებოდა პოლიტიკაში და არც მე. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მისია იქნება, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად, ჩვენი პარტიის, ჩვენი დამფუძნებლების, წინა მოწვევის პარლამენტის წევრების, პირველი თაობის თანაპარტიელების და ახალი თაობის შეკავშირება, უფრო მჭიდროდ და მეტი კოორდინაციით. ეს იქნება ჩემი მთავარი მისია და ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა


დღეს ჩვენი მთავარი მიზანი არის პარტიის გაერთიანება და მისი გაძლიერება, - განაცხადა “ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0