x
image
ანა ბეჟაშვილი
"ნიკორას" წინ იყინება ქუჩის ძაღლი, თანამშრომლებმა ყუთი გადაუგდეს !.."

image

ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის დამფუძნებელი თიკო კვალიაშვილი
სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, მაღაზიათა ქსელ "ნიკორას" თანამშრომლებმა, ქუჩაში მცხოვრებ მიუსაფარ ძაღლს ერთადერთი თავშესაფარი, ყუთი გადაუგდეს.

თიკო კვალიაშვილი მაღაზიის თანამშრომლებს არაჰუმანურ მოპყრობაში
ადანაშაულებს.

"-Nikora • ნიკორა თქვენს ბაკურიანის ფილიალის წინ იყინება საცოდავი ქუჩის ძაღლი. ჩემმა მეგობარმა დაუდო ყუთი და თქვენმა “ჰუმანურმა'' თანამშრომლებმა გადაუგდეს!
ასე აპირებთ კლიენტების მოზიდვას?
სირცხვილია!
არც ვაკის ფილიალის წინ არ დაგვადგმევინეთ სახლი
ასეთი მიდგომით შორს ვერ წახვალთ" - წერს თიკო კვალიაშვილი.

image




0
733
1-ს მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
733
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0