x
ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ინოვაციური მოდელები

image

ეროვნული უსაფრთხოების განმარტება ყველა დისციპლინას სუბიექტურად ესმის. მაგალითად, ეკონომიკური სექტორი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სიძლიერე ეროვნული უსაფრთხოების პირდაპირპროპორციულია, სამოქალაქო სექტორი მას მოიზრებს საზოგადოებრივი ჩართულობის პოზიტიურ შედეგად, სამართლებრივი სექტორისთვის კი ეს კონსტრუქციულ ნორმათაა სისტემაა.ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა ზემოთხსენებული და სხვა მიმართულება მართებულად ხსნის, რადგან ეროვნული უსაფრთხოება, სწორედ, სხვადასხვა დამოუკიდებელი ინტეგრალებით შედგება. კვეთის საერთო წერტილი შემდეგში მდგომარეობს- თუ ერთი სექტორი მაინც გამართულად ვერ წარმოებს სახელმწიფოში, ეროვნული უსაფრთხების სისტემაც ხელოვნური იქნება.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეროვნული უსაფრთხოება წარმოადგენს ბაზისს, რომელზედაც სხვა მიმართულებები სტრუქტუირდება, შიდა და გარე სტაბილურობის დაცვა, რომლის წარმატებულად შესრულება ქვეყნის მნიშვნელობას განაპირობებს რეგიონსა და საერთაშორისო ასპარეზზე.

ეროვნული უსაფრთხოება, როგორც სისტემა, დინამიური და დროში ცვლადია, რადგან ის საფრთხე რაც გასულ საუკუნეში კონკრეტული ქვეყნისთვის პრიორიტეტული საფრთხე იყო, შეიძლება დღეს სხვა რეალობა იდგეს. არსებობს ორი ძირითადი განმარტება, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას თვალსაჩინოდ ხსნის:

  • ეს არის იდეა, მიმართული სახელმწიფო საიდუმლოებების დაცვასა და ჯარის სიძლიერეში, იმ მიზეზით, რომ ყველა მოქალაქე იყო უსაფრთხოდ.“[1]
  • ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია, ეკონომიკური, პოლიტიკური, სადაზვერვო და დიპლომატიური მექანიზმების გზით.“[2]
  • ორივე განმარტებიდან ჩანს, რომ ხელისუფლების სამივე შტო გადამწყვეტ როლს თამაშობს ეროვნული უსართხოების ჩამოყალიბებაში. ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ იმ ძირითად პრინციპებსა, რომელზედაც ეს უკანასკნელია დაფუძნებული.

    ცალსახად, მეცნიერები ვერ ასახელებენ თუ რომელი მიდგომაა საუკეთესო, რადგან ყველა მოდელი დამოუკიდებელი, სპეციფიკური და მხოლოდ იმ გარემოშია ოპტიმალური, რომელშიც კონკრეტულ ქვეყანას უწევს თვითმყოფადობა.აგრეთვე, მეცნირული თვალსაზრისით, უსაფრთხოების მოდელის დანერგვა მტკიცედ ესადაგება ნიკოლო მაკიაველის და ჟან-ჟაკ რუსოს შეხედულებას. მაკიაველი ფიქრობდა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო სიახლის იმპლიმენტაციისთვის საჭიროა განვიხილოთ აწმყო და მომავალი, როგორც ობიექტები და საზოგადოება, როგორც სუბიექტი.ისევე, როგორც ჟან-ჟაკ რუსო უსვამს ხაზს იმას რომ „სოციალური კონტრაქტის“ გათვალისწინებით საზოგადოება თმობს თავისუფლების ნაწილს. ეროვნული უსაფრთხოებას სწორედ ამ გამოწვევების წინაშე დგას - მოერგოს საზოგადოებრივ მოთხოვნებს ისე, რომ არ შეილახოს ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.ეროვნული უსაფრთხოების სისტემა შეიძლება პროგნოზული ბუნების იყოს, კერძოდ, სოციუმისთვის მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდებში არ არის მოსალოდნელი რაიმე სახის საფრთხე.

    ეროვნული უსაფრთხოების ზოგადი მოდელი შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:

  • უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაძლიერება, რაც თანხვედრაშია ეროვნული უსაფრთხოების მოთხოვნებასა ან საპოლიციო პოლიტიკასთან;
  • სახელმწიფოს გაძლიერება (State-Building);
  • სამოქალაქო სექტორის მაქსიმალური ჩართვა უსაფრთხოების პოლიტიკაში, რათა მნიშვნელოვნად ამაღლდეს სამოქალაქო კონტროლის მაჩვენებელი;
  • დემოკრატიული კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერება, განსაკუთრებით სამხედრო ან გარდამავალი ტრანსფორმაციისას, როცა სახელმწიფო მმართველობის მონოპოლიზაციას განიცდის;
  • სახელმწიფო და უსაფრთხოების სექტორის ლეგიტიმურობის გაძლიერება;
  • საჯარო საკითხებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა;
  • უსაფრთხოების სექტორის ისეთ მოწესრიგების შექმნა, სადაც რესურსები მიზანმიმართულად მიემართება საზოგადოებისთვის პრიორიტეტულ საფრთხეებზე;
  • კონფლიქტების პრევენცია ან/და პოსტკონფლიქტური სიტუაციის რეკონსტრუქცია, მათ შორის, სამშვიდობო ხელშეკრულებების გაფორმება და სტანდარტების დაცვა.
  • ეროვნულ უსაფრთხოებაზე დაწერილი წიგნები ყოველთვის მაგალითად იშველიებენ ისეთი ქვეყნების გამოცდილებებს, რომლებიც წამყვან როლს თანამაშობენ მსოფლიო წესრიგში. ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ჩამოყალიბება მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შედეგია. მათი გარემოება მკვეთრად განსხვავებულია განვითარებადი ქვეყნების გარემოებისგან - მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის შემდეგ, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს არ უწარმოებიათ თავდაცვითი ომი საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე, სამხედრო აქტები მიმდინარეობდა ასობით მილის დაშორებით. ასობით მილით დაშორებული სამხედრო შეცდომა კი სამხედრო შეცდომად რჩებოდა და ვერანაირად ვერ შეარყევდა ეროვნული უსაფრთხოების სისტემას.ასეთი სახის გამოცდილება კი არ მოდის თანხვედრაში ისეთი ქვეყნის რეალობასთან, როგორიც საქართველოა. საქართველო, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს კრებსით სახელს, რომლის ქვეშ მოიაზრებიან ის სახელმწიფოები, რომლებიც ომში არიან და ომის პირობებში უწევთ განვითარება.

    ეროვნული უსაფრთხოების მოდელების განხილვას ვიწყებთ პოსტაბჭოთა ქვეყნის, ესტონეთის მაგალითზე. ესტონეთი, ზემოთხსენებულ მოდელს განიხილავს ორ ქვეკონტექსტში - ეროვნული თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის.[3] ძალთა ბალანსი ასე ნაწილდება - პრემიერ-მინისტრი იქვემდებარებს სამთავრობო უსაფრთხოების კომიტეტს, ხოლო პრეზიდენტი ეროვნული თავდაცვის საბჭოს. სწორედ ამ ორი უწყების მონაცემის საფუძველზე დგება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და დოკუმენტი. კომპეტენციათა გამიჯვნა ხდება შემდეგნაირად, სამთავრობო უსაფრთხოების კომიტეტი[4]:

    • განიხილავს და აყალიბებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკას რესპუბლიკის მთავრობისთვის;
    • ხელმძღვანელობს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, ეროვნული თავდაცვის სტრატეგიული დოკუმენტებისა და ეროვნული თავდაცვის სამოქმედო გეგმის მომზადებას;
    • კოორდინირებას უწევს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობას ეროვნული თავდაცვის დაგეგმვაში, განვითარებასა და მართვაში;
    • კოორდინირებას უწევს უსაფრთხოების სააგენტოების საქმიანობასა და სამხედრო დაზვერვას;
    • აანალიზებს და აფასებს ეროვნული უსაფრთხოების მდგომარეობას;
    • პრიორიტეტიზაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციას;
    • ახორციელებს რესპუბლიკის მთავრობის კანონით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებს.

    ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, აქტორების მხრივ, ესტონეთი ვარიაციული. ყველაზე დიდი მიღწევა გახლავთ „სამოქალაქო დაცვის“ (Civil Protection) ხელშეწყობა. ეს უკანასკნელი ეფუძნება იმ იდეას, რომ სახელმწიფომ უნდა დაეხმაროს მოქალაქეს თავად შეძლოს საკუთარი თავის დაცვა და განსაკუთრებულ შემთხვევებში დაეხმაროს სხვასაც. იგი შემუშავებულია 2018 წლის 15 თებერვალს, მთავრობის მიერ დამტკიცებული „სამოქალაქო დაცვის კონცეფციის“ საფუძველზე. „სამოქალაქო დაცვა“ ეხება სოციუმის ყველა დონეს - თემებს, ადგილობრივ თვიმმართველობას, მეწარმეებს და სამოქალაქო სექტორს. ეს გახლავთ ერთგვარი კომუნიკაციის ფორმა, რომლითაც საზოგადოება და მთავრობა თანხმდება თუ როგორ გაუმკლავდება კრიზისს.

    ესტონეთი ეროვნული უსაფრთხოებაში დიდი როლი უჭირავს ციფრულ სოციალურ უსაფრთხოებას, “ელექტრონული ესტონეთის“ ფარგლები იყო ორ ნაწილად მიღწევები და სამომავლო გეგმები. განვიხილოთ ის მიღწევები, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან იკვეთება[5]:

    1.ელექტრონული მმართველობა - მოქალაქეს შეუძლია მიიღოს ელექტრონული გადაწყვეტილებები, მათთვის მოსახერხებელ დროში და ადგილას, რადგან საჯარო მომსახურების 99% მოქალაქეთათვის უკვე ხელმისაწვდომია ელექტრონული სერვისებით. ხშირ შემთხვევაში, არ არის საჭირო ფიზიკური გამოცხადება სერვისის მიღებისთვის;

    2.ციფრული ID - წარმოადგენს ფაილების ნუსხას, რომელიც მოთავსებულია 2048 ბიტიან ჩიპში და ატარებს გამაფრთხილებელ ღილაკს, რაც კრიტიკულ სიტუაციაში ამარტივებს მოქალაქის კომუნიკაციას უსაფრთხოების სამსახურთან;

    3.საზოგადოებრივი უსაფრთხოება - უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს საშუალება აქვთ დისტანციურად განსაზღვრონ უბედური შემთხვევების ადგილის, რომლებიც 5 კილომეტრის რადიუსში, ხოლო სასწრაფო დახმარების რეაგირებს 10 წამში. ესტონეთის პოლიცია აღარ არის ნებადართული ავტომანქანების გაჩერებაზემ ტექნიკური შემოწმებისთვის, რადგან ყველა შესაბამისი მონაცემები ხელმისაწვდომია მათი საბორტო კომპიუტერით. ამან პოლიცია 50-ჯერ უფრო ეფექტური გახადა;

    ზემოთხსენებულ მიღწევებს ემატება, ელექტრონული რეზიდენცია, ელექტრონული ჯანდაცვა, ბლოკჩეინი და „X-Road”, რომლის მიზანია ყველა საგზაო მონაცემის განთავსება მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომ ბაზაში.რაც შეეხება მომავალ გეგმებს, ესტონეთმა ამბიციური გეგმა წარუდგინა საზოგადოებას, რომელიც მულტისექტორული თვალსაზრისით ყველა სფეროს ეხება.განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • კიბერუსაფრთხოება - ესტონეთი განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების ციფრულ შინაარსზე გადასვლას და შეიმუშავა გეგმა საერთაშორისო კიბერსამართლის ნორმების განახლებით, რომლის მიზანია კიბერშეტევების, კიბერტეტორიზმის თავიდან აცილება და მოსახლეობის პერსონალური, მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაცვა. უახლეს კიბერუსაფრთხოების სტრატეგიას დაემატა მიმართულება, „ციფრული უწყვეტობის უზრუნველყოფა“, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული მმართველობის ჩარჩოებში ე.წ. სარკისებურ და სარეზერვო მონაცემთა შექმნას.პროექტის ფარგლებში გამოიყენება “ოფ ვებ-გვერდები“, სადაც განთავსდება მოქალაქეთა დუბლირებული პირადი მონაცემები, საკუთრების დამადასტურებელი საბუთები, დიპლომები და ა.შ. პროექტის სატესტო რეჟიმის ნიმუშია “გარაჟი 48“, რომელიც ეხმარება სტარტაპერებს სამეწარმეო სამართლებრივი მხარის მოწესრიგებასა და სისტემატიზაციაში. აგრეთვე ჩამოყალიბდა ახალი ხელოვნური ინტელექტის მქონე მონაცემთა ბაზა, რომელიც აგენერირებს საქვეუწყებო სტრუქტურების, პოლიციის ოქმების, საპარლამენტო საქმიანობის და ჯანდაცვის პოლიტიკის დოკუმენტებს;
  • მონაცემთა საელჩო - იგივეა რაც ვირტუალური საელჩო და წარმოადგენს ესტონეთის მთავრობის ე.წ „ქლაუდ“ სისტემის გაფართოებას, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს გააჩნია სერვერული რესურსები თავისი ტერიტორიული საზღვრების გარეთ. ეს არის ინოვაციური კონცეფცია სახელმწიფო ინფორმაციის გატარებისთვის, რომელსაც როგორც წესი, სახელმწიფო ინახავს თავის იურიდიულ საზღვრებში. ეს რესურსები ესტონეთის სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარება და ექნება არა მხოლოდ მონაცემთა ავტომატური სარეზერვო სისტემა, არამედ კრიტიკული სიტუაციაში რეაგირების ფუნქცია.
  • საბოლოოდ, 10 წლის განმავლობაში ესტონეთის რაციონალურმა პოლიტიკამ და საზოგადოებრივი ჩართულობის მაღალმა მაჩვენებელმა სახელმწიფო აქცია მნიშვნელოვან აქტორად თავის რეგიონში.რუსეთის მხრიდან სისტემური კიბერშეტევების ფონზე, ესტონეთმა შეძლო შეექმნა ეროვნული უსაფრთხოების სტაბილური გარემო და მიესალმება გამოცდილების ღიაობას იმ ქვეყნებისთვის, რომელიც რუსული აგრესიის მსხვერპლია.


    [1] https://www.ldoceonline.com/dictionary/national-security

    [2] https://www.definitions.net/definition/national+security

    [3] ‘’National Security and E-Governance innovations – Estonia“, David Shakarishvili, https://wordpress.com/post/deadpoolandliberty.wordpress.com/47

    [4] https://www.riigikantselei.ee/en/supporting-government/coordination-national-security-and-defence-management


    [5] https://e-estonia.com/

    0
    37
    შეფასება არ არის
    ავტორი:დავით შაქარიშვილი
    დავით შაქარიშვილი
    37
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0