x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ვაშინგტონიდან საფრთხის შემთხვევაში რუსული რაკეტებით მთელს ევროპას დავფარავთ- აცხადებს რუსეთის ელჩი ამერიკაში
image
რუსეთის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ ევროპულ ქვეყნებში ამერიკული რაკეტების განლაგებით დაზარალდება მარტო ბრიუსელი, ეს არ შეეხება ვაშინგტონის უსაფრთხოებას.

რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სტიმსონის ცენტრში განაცხადა: -იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონიდან იქნება რეალური საფრთხე, რუსეთი მთელს ევროპას დაფარავს რუსული რაკეტებით.

დიპლომატის თქმით, თუ ამერიკელები თავიანთ გამშვებ რაკეტებს ევროპული ქვეყნების ტერიტორიაზე განათავსებენ, მოსკოვი იძულებული გახდება განათავსოს რაკეტები საპირისპირო მიმართულებით, რადგან, დასავლეთის ქმედება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის უსაფრთხოებას.

ამ მხრივ, ანტონოვმა მოუწოდა ბრიუსელს ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ მოვლენების ასეთი განვითარება. ელჩის განცხადებით, ამით დაზარალდებიან მხოლოდ ევროპის ქვეყნები.


ვაშინგტონის მიერ საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულების გაუქმება, წამგებიანი იქნება მხოლოდ ამერიკისთვის.

რუსეთის სახელმწიფო მეთაურმა, ვლადიმერ პუტინმა, ფედერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ნათქვამ გზავნილში, დასავლეთს ურჩია, სამხედრო ხასიათის ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე, განიხილოს და გამოიტანოს ყველა შესაძლო შედეგი.

პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ რუსეთის უშიშროების უშუალო საფრთხის შემთხვევაში, მოსკოვი იძულებული იქნება რაკეტები გაუშას, არა მარტო, იმ ტერიტორიების მიმართულებით, საიდანაც ეს საფრთხე იქმნება, არამედ, ამგვარი გადაწყვეტილების მიმღებ დისლოკაციის ცენტრებზეც.

0
327
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
327
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0