x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ნახეთ, რას წერს ინგა გრიგოლია ვახო სანაიაზე
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ასევე ჟურნალისტ ვახო სანაიაზე წერს.

მისი თქმით, სანაია დიდი ხნის მანძილზე უმტკიცებდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს დააბრუნებდა პოლიტიკაში ივანიშვილი, თუმცა მას არ სჯეროდა.


"ვახო სანაიას სულ ვაღიარებდი, მაგრამ საბოლოოდ ავწიე ხელები, რომ წინასწარმატყველია და პოლიტიკური პროგნოზების ღმერთი. კარგა ხანია, მიმტკიცებდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შემოიყვანდა უკან, პოლიტიკაში ივანიშვილი და შანსი არაათქო, თავს ვდებდი გილიოტინაზე, გამორიცხულიათქო და ვოტ!თუ გსურთ მომავლის გაგება, მიმართეთ სანაიას!"


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი გახდა.


ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.


მისივე ინფორმაციით, ღარიბაშვილმა თანამდებობაზე გია ვოლსკი ჩაანაცვლა.


imageimage


0
3094
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
3094
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0