x
image
ლურჯი თოლია
3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთაც მარტივად უყვარდებათ

image

ყველამ ვიცით, რომ სიყვარული არის პროცესი. ზოგი კი წლების მანძილზე ყალიბდება, ზოგისთვის რამდენიმე დღე კმარა.
ეს ზოდიაქოს ნიშნები არ უშინდებიან ახალი ურთიერთობების დაწყებას. გულახდილად რომ ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია ყველამ ვისწავლოთ ცოტა რამ ამ ნიშნებისგან. შეყვარება არის ამაღელვებელი და ცოტა სარისკო - კარგი, ძალიან სარისკოა - მაგრამ ეს ისეთი საოცარი გრძნობაა და ყველა იმსახურებს მის განცდას.

ეს ზოდიაქოს ნიშნები ძლიან რომანტიულები არიან და ხელმძღვანელობენ გულით და არა გონებით.

1. ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)

ტყუპების წარმომდგენელი სწორედ ისაა, ვინც ყველას მარტივად და სწრაფად გაიცნობს წვეულებაზე. რადგან მას აქვს მკვლელი სოციალური უნარები, მას მარტივად შეუძლია მოხიბლოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელი.

მას არ მოსწონს მარტო ყოფნა და თუ თქვენ მოახერხებთ ამ მუხტის შენარჩუნებას, მისი სითბო დიდხანს გაგრძელდება და მალე გადაიზრდება მხურვალე სიყვარულში.

2. კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)

კირჩხიბს აქვს თავისი სამყარო და თუ ვინმე მას გამოაფხიზლებს და დააბრუნებს დედამიწაზე, მას მაშინვე შეუყვარდება. მას აქვს ძლიერი წარმოსახვითი სამყარო და ვინც მასში შეაღწევს, ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდება. მას ნამდვილად არ აქვს ლოგიკური აზროვნება, როცა საქმე სიყვარულს ეხება და მისი ემოციები მას სიყვარულის ცეცხლში გაახვევს.

3. სასწორი (23 სექტემბერი - 22ოქტომბერი)

ტყუპების მსგავსად, სასწორის სწრაფად შედის ურთიერთობაში ადამიანებთან, რადგან სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს. ის არის მშვიდობიანი და სამართლიანი და ცდილობს დაინახოს ყველაში კარგი. ის ძალიან სოციალურია და ადვილად პოულობს საერთო ენას საპირისპირო სქესთან.

0
164
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0