x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ყველაზე საშინელი ციხე, რომელსაც ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს უწოდებენ
გიტარამა

გიტარამა – ასე ჰქვია ციხეს, რომელიც აფრიკულ სახელმწიფო რუანდაში მდებარეობს. მას მეორენაირად "ამქვეყნიურ ჯოჯოხეთსაც" უწოდებენ.


ეს ციხე თავდაპირველად 400 ადამიანზე იყო გათვლილი, თუმცა 1994 წელს განხორციელებული გენოციდის შემდეგ მასში მყოფ პატიმართა რაოდენობამ 7500 პირს გადააჭარბა.


დღეს ამ ციხის ფართობის 1 კვადრატულ მეტრზე 4 პატიმარი მოდის და თითქმის ყველა მათგანი ჰუტუს გენოციდში მსჯავრდებული პირია.



გიტარამას სახურავი არ აქვს. ამიტომ პატიმრები დაუცველები არიან ამინდის ჭირვეულობის წინაშე.


ამ აფრიკულ ციხეში ზოგი პატიმარი წყლით სავსე გუბეში ფეხებს დღეების მანძილზე აჩერებს, რის შედეგადაც ნეკროზი ვითარდება და თითები, ძვლები, კანი და კუნთოვანი ქსოვილი ზედ ალპებათ და კიდურების ამპუტირება ხდება ხოლმე საჭირო.


გიტარამაში ხშირია ასევე შემთხვევები, როცა პატიმრები კბენენ ერთმანეთს და ამ ნაკბენი ჭრილობებით ხვდებიან ჰოსპიტალში.


აქ საკვები იმდენად მცირე რაოდენობითაა, რომ პატიმრები ხშირად ერთმანეთს ჭამენ...ცოცხლად.



გიტარამაში დღეში საშუალოდ 10 ადამიანი იღუპება. აქ 7500 პატიმრიდან 500 არის ქალი, 171 არასრულწლოვანი, 50 კი ჩვილი, რომლებიც ქვეყნიერებას სწორედ აღნიშნულ საპატიმრო დაწესებულებაში მოევლინნენ.

გიტარამა

0
502
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
502
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0