x
image
alex999
Mediator image
ერთადერთი ციხე, საიდანაც გაქცევა ვერავინ მოახერხა - 15 რეალური ფაქტი ალკატრასის ციხის შესახებ!

ალკატრასის კუნძულზე განთავსებულ ციხეს უამრავი მნახველი ჰყავს. ციხეს განსაკუთრებული ისტორია აქვს. 1933 წლიდან 1963 წლამდე ამ ციხეში ყველაზე ცნობილი ამერიკელი დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს. მათ შორის იყვნენ: ალ-კაპონე, გან კელი და რობერტ სტრაუდი.


The Chive-მა დეტალურად აღწერა ალკატრასის ციხის შესახებ რეალური ფაქტები, რომელსაც დღევანდელ სტატიაში ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ.



15 რეალური ფაქტი ალკატრასის ციხის შესახებ:

image





1 - 1933 წლამდე ალკატრასის ციხე ნაკლებად დაცული იყო. გარდა ამისა, პატიმრები კუნძულზე დასაქმებულებს შვილების აღზრდაში ეხმარებოდნენ.

image




2 - ალკატრასი ერთადერთი ციხეა, სადაც მუდამ ცხელი წყალი მოდის. ამის მიზეზი რა თქმა უნდა, თავაზიანობაა არაა - ცხელ წყალზე მიჩვეულებს გაქცევის მცდელობისას ცივ წყალზე არც ისე კარგი რეაქცია ექნებათ.
image




3 - ატლანტაში დაპატიმრებულ ალ კაპონეს არ ჰქონდა სირთულეები ციხეში, რადგან მცველებს ფულს უხდიდა. როდესაც ის ალკატრასში გადაიყვანეს, მიხვდა, რომ ცხოვრების ყველაზე რთული ეტაპი იწყებოდა.

image




4 - პატიმრობის პერიოდში, ძალიან ბევრი ადამიანი გაგიჟდა ამ ციხეში. ზოგმა თავი მოიკლა, ზოგმა კი, სცადა მაინც სიკვდილი.

image




5 - ალკატრასში ქალი არ არსებობდა! დაწყებული მცველიდან, დამთავრებული ექიმამდე, ყველა მამაკაცი იყო. ზოგიერთ პატიმარს 20 წლის განმავლობაში ქალის ხმაც კი არ გაუგონია!


image




6 - პატიმრებს პირდაპირ ალკატრასში არ აგზავნიდნენ! მხოლოდ ის პატიმრები ხვდებოდნენ ამ ციხეში, რომლებიც ცუდი ყოფაქცევით გამოირჩეოდნენ. გამოდის, რომ ალკატრასში ძირითადად ჭკუის სასწავლებლად აგზავნიდნენ.

image




7 - ალკატრასის საკნები სიდიდით კარადას ოდნავ თუ აღემატებოდა. წარმოიდგინეთ, ამ პატარა ფართში ასევე საწოლი, საპირფარეშო და აბაზანა იყო ჩამონტაჟებული.

image




8 - მსჯავრდებულებს თვეში ერთხელ ჰქონდათ უფლება, რომ ოჯახის წევრებს შეხვედროდნენ.

image




9 - 1945 წელს ჯონ ჯილსმა მოახერხა სხვა უნიფორმის ჩაცმა და ციხის ტერიტორიიდან გაპარვა. გზაზე სატვირთო ავტობუსში ავიდა, რომელმაც პატიმარი ანგელას კუნძულზე ჩაიყვანა, ჩასვლისთანავე ციხის დაცვამ ჯილსი დააკავა და დააბრუნა ალკატრასის ციხეში.

image




10 - ოფიციალური ინფორმაციით, ალკატრასიდან ვერავინ მოახერხა გაქცევა: 36 კაცმა სცადა, აქედან 23 დააკავეს, 6 მოკლეს და 5 გადაიკარგა (სავარაუდოდ დაიხრჩვნენ)

image




11 - ალკატრასიდან უკანასკნელად გაიქცნენ ძმები კლარენს და ჯონ ანგლინი და მათთან ერთად, ფრენკ მორისი. ამ გაქცევის ისტორიაზე წიგნია დაწერილი, ასევე ფილმიც გადაიღეს. სამივემ მოახერხა გვირაბის გათხრა, თუმცა გაქცევა მოახერხეს თუ არა, დადასტურებული არ არის. ანალიტიკოსების აზრით, გვირაბში გაიჭედნენ და დაიღუპნენ, საუკეთესო შემთხვევაში, ზღვაში დაიხრჩობოდნენ. მხოლოდ ერთეულები ფიქრობენ, რომ მათ ციხიდან გაქცევა მოახერხეს.

image




12 - 1980 წლიდან დღემდე, ალკატრასში იმართება ტრიათლონი, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ციხიდან გაქცევა ცურვით შეუძლებელია.

image





13 - ალკატრასის მსგავსი ციხე დედამიწაზე მხოლოდ ერთია, კოლორადოში - The ADX Florence prison. ამ საპყრობილეში მოხვედრილ პატიმრებს დღეში მხოლოდ 1 საათით შეუძლიათ გარეთ გამოსვლა.

image





14 - ყველა მსჯავრდებულს საკუთარი ნომერი ჰქონდა. ნუმერაციის საშუალებით ხდებოდა ახალი პატიმრის ძველიგან გარჩევა. 4 ციფრიანი ნომრები ძირითადად ახლებს ჰქონდათ მინიჭებული, ხოლო ალკაპონეს მსგავს პატიმრებს დაბალი ციფრებით ნიშნავდნენ.

image





15 - A ბლოკის ქვეშ მდებარე საკნებს ესპანურ გუმბათებს უწოდებდნენ. ამ საკნებში ძირითადად სასტიკი დამნაშავეები ჰყავდათ.

image





















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


<<<<<თქვენთვის საინტერესო>>>>>


როგორ გამოიყურება კიმ კარდაშიანის 50 მილიონი დოლარის ღირებულების სახლი?

image



ნამდვილი მეგობარი!!! ემილიანო სალას ძაღლი მის დაბრუნებას დღემდე ელოდება

image



გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდით, თორემ შესაძლოა ამ გადაწყვეტილებამ ვიღაცის ცხოვრება დაამსხვრიოს - აუცილებლად სანახავი ისტორია!

image



ლეგენდარული ბრიუს ლის ორეული ავღანეთში ცხოვრობს

image



ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ...

image



"საიდან სად...!" ვარსკვლავები, რომლებიც დღეს ქვედა ლიგებში ასპარეზობენ

image



რამდენი დოლარით ფასდება 1 საათიანი მუშაობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?

image



ექიმების დიაგნოზით, ის ვერასოდეს შეძლებდა სრულყოფილად ლაპარაკს, თუმცა... - აუტიზმიანი ჰეილი მოსის ისტორია

image



ბერენ საათი - თურქი მსახიობი, წარმატებული კარიერით!

image



ესენი იცოდით? თუ არა დაიმახსოვრეთ!

image




1
866
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
866
  
2019, 15 მარტი, 13:02
Magari zaan
0 1 1