x
image
ღიმილიანი
10 რამ, რაც არასოდეს არ უნდა დაგუგლოთ

image




ბევრ შემთხვევაში, გუგლი ძალიან კარგი საშუალება შეიძლება იყოს საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგჯერ დახმარების მაგივრად მან შეიძლება პირიქით, დაგაბნიოთ ან თქვენზე ცუდად იმოქმედოს. გთავაზობთ 10 რაღაცას, რაც რეკომენდებულია, რომ არ დაგუგლოთ.





10. თქვენი სიმპტომები

image


ინტერნეტში ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით სხვადასხვა რამეები იწერება, მით უმეტეს, ისინი დაწერილია ხშირად არაპროფესიონალების მიერ. როდესაც სიმპტომებზეა საუბარი, ასეთმა სტატიებმა შესაძლოა შეცდომაში შეგიყვანოთ, მით უმეტეს, არ უნდა სცადოთ დაავადების თქვენით გამოცნობა და მკურნალობა.



9. რაიმე კრიმინალური

image

ეს ძალიან სერიოზილია, თქვენ შეიძლება დაგუგლოთ, მაგალითად, " როგორ გავაკეთოთ ბომბი ", თუმცა ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ უსაფრთხოების სასმსახურები ყოველთვის ამოწმებენ ასეთ ინფორმაციას და თქვენი აიპიც ადვილად მოსაძებნია თუ ასეთ ინფორმაციებს ხშირად ნახულობთ, ასე რომ შესაძლოა რაიმე შარში გაეხვიოთ.



8.სიმსივნე

ეს ის შემთხვევაა, როცა რაც უფრო ცოტა იცი ამ დაავადების შესახებ, მით უფრო კარგად გძინავს. ბევრი სხვადასხვა დაავადების სიმპტომი ერთმანეთს ემთხვევა, ამიტომ შესაძლოა პანიკაში ჩავარდეთ, თუ სერიოზული ეჭვი გაქვთ, სჯობს პირდაპირ ექიმს მიმართოთ.

7. ბაღლინჯოს ინფექცია

image

ალბათ, გსმიენიათ ანდა წაგიკითხავთ მიმოხილვები ჰოსტელების შესახებ, როცა მოგზაურები წერენ ამ ინფექციასთან დაკავშირებით, თუ ასეა, ისიც გეცოდინებათ, როგორი საზიანიოა იგი კანისთვის, თუმცა თუ არაფერი იცით, სჯობს არც დაგუგლოთ, რადგან ნამდვილად გაგიჭირდებათ დაძინება.


6. კანის მდგომარეობა

image


ძალიან ბევრი სახის კანის დაავადება არსებობს, თუ თქვენ გაწუხებთ გამონაყარი ან რაიმე სახის ინფექცია გაქვთ, სჯობს დერმატოლოგს მიაკითხოთ. ინტერნეტში ძალიან ბევრ ინფორმაციას წააწყდებით და საშინელ ფოტოებს ნახავთ, ამიტომ ჯობს წინასწარ გულის გახეთქას, მიმართოთ ექიმს.

5. მწეველების ფილტვები

თუ თქვენ ძალიან დიდი მოტივაცია გჭირდებათ, რომ მოწევა შეწყვიტოთ, დაგუგლეთ, მაგრამ საშინელი სანახავია და თუ მოწევისათვის თავის დანებებას არ აპირებთ, ნამდვილად არ გირჩევთ.


4. საშიში ცხოველები

image

თუ არ გინდათ, ახალი ფობია შეიძინოთ, მოერიდეთ ასეთი ინფორმაციის დაგუგვლას.


3. შენი სახელი და გვარი

image


დღევანდელობაში უცხო არაა, რომ პერსონალური ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომია, ამიტომ, თუ არ გინდათ უსიამოვნო სიურპრიზები, ნუ დაგუგლავთ საკუთარ სახელსა და გვარს, შესაძლოა, ცუდ ინფორმაციას წააწყდეთ, ანდა ცუდ ფოტოს და ამან ხასიათი გაგიფუჭოთ.



2. აკნეს მოცილება


ეს ინფორმაცია ცოტა განსხვავებულია, არ გვნებთ თქვენ, თუმცა თუ ინსტრუქციებს მიჰყვებით, ძალიან ბევრ დროს დაკარგავთ და ყოველთვის დაგჭირდებათ იმავე პროცედურის კეთება და თან შესაძლოა, კანი დაიზიანოთ. ამიტომ დაგუგვლას სჯობს, მიხვიდეთ კოსმეტოლოგთან.


1. მშობიარობა

image

ფილმებშიც კი ეს პროცესი ძალიან დამთრგუნველია, მაგრამ რეალურად უფრო მეტად, რა თქმა უნდა, სჯობს, არ ნახოთ ეს პროცესი, რადგან საშინლად მოქმედებს ფსიქოლოგიაზე და მით უმეტეს ქალისთვის, რომელიც ბავშვს ელოდება, საერთოდ არაა რეკომენდებული ამის ნახვა, რადგან შიშის ფაქტორი უფრო გაუმძაფრდება, ასევე არ ნახოთ საკეისრო როგორ კეთება.



რა უნდა დავგუგლოთ?

image უსიამოვნო რაღაცების ნაცვლად შეგიძლიათ, დაგუგლოთ ისეთი რამეები, რაც გაგახალისებთ, გამოიყენეთ კითხვები: რატომ? როგორ? და სიტყვა: გაკეთება, აუცილებლად იხალისებთ!


2
1285
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
1285
  
2019, 6 მარტი, 22:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 5 მარტი, 14:35
მართალია. დაავადებები, თუნდაც სწორო ინფორმაცია იწერებოდეს არ უნდა დაგუგლო. ისეა მოწყობილი რასაც ეძებ და რისიც გეშინია იმას ამოაგდებს.
0 1 2