x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
სტივენ კინგის საღამო
image


7 მარტს, 19:00 საათზე Giuliano Caffè-ში (კინოთეატრამირანისმე-2 სართული, მ. კოსტავას 36/1) სტივენ კინგის ორი წიგნის: „შინაური ცხოველების სასაფლაოსა“ და „მსროლელის“ წარდგენა გაიმართება. პრეზენტაციაზე წიგნებს წარადგენენ მთარგმნელები: ირაკლი სულაძე და ნიკა სამუშია.


„მსროლელი“ სტივენ კინგის რომანების სერიიდან - „ბნელი კოშკი“ პირველი წიგნია. ამ წიგნებში ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა, საშინელებები და ვესტერნია გაერთიანებული. ამერიკელი მწერლის ამ სერიიდან გამომცემლობა „პალიტრა L-ს“ „ჯადოქარი და ბროლი“ და „კალას მგლები“ უკვე ნათარგმნი აქვს. ამჯერად კი, იგი მკითხველს კინგის „შინაური ცხოველების სასაფლაოსთან“ ერთად, „მსროლელის“ თარგმანსაც სთავაზობს.


„შინაური ცხოველების სასაფლაოს“ საუკეთესო ეკრანიზაციად 1989 წელს გამოსული ფილმი ითვლება. წელს კი paramount pictures ამ ფილმის რიმეიკს გვთავაზობს. 7 მარტს, სტივენ კინგის საღამოზე გათამაშდება 30 ბილეთი „შინაური ცხოველების სასაფლაოს“ ფილმის პრემიერაზე, რომელიც აპრილში გაიმართება.



ღონისძიებაზე მოსული სტუმრებისთვის სტივენ კინგის ახალი თარგმანები 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.



0
8
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0