x
შეზღუდული შესაძლებლობების „მიუღწევადი“ მიღწევები
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები (როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური შესაძლებლობების შეზღუდვით) სტატისტიკის მიხედვით დედამიწის მოსახლეობის თითქმის მეათედ ნაწილს შეადგენენ.ეს ადამიანები უმეტეს ქვეყნებში უმცირესობაში იმყოფებიან-მათი უფლებები უმრავლესობების მხრიდან, როგორც წესი, იგნორირებულია, რადგან საზოგადოების უმეტესი ნაწილი თვლის, რომ ასეთი ადამიანები უუნარონი არიან და არ შესწევთ ძალა იცხოვრონ ისე, როგორც სრულფასოვანმა ადამიანებმა.ყოველივე აქედან გამომდინარე საზოგადოების უმეტესი ნაწილი თავს არიდებს მათზე საუბარს, გაურბის მათთან ურთიერთობას, უმეტესობა ამჟღავნებს მათდამი სიბრალულს, რის გამოც მათ უყალიბდებათ არასწორი თვითშეფასება, არასრულფასოვნების კომპლექსი, რაც თავის მხრივ იწვევს თანდათანობით მათ გარიყვას საზოგადოებისაგან.

ეს არაჯანსაღი და სტიგმის შემცველი დამოკიდებულება შშმ პირთა მიმართ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და დღემდე აქტუალურია.შშმ პირთა საზოგადოებისგან გარიყვა დაუშვებელია. საჭიროა ასეთი ადამიანების სოციალიზაცია, ისინი სრულფასოვნად და ღირსეულად უნდა ცხოვრობდნენ იმგვარ პირობებში, რაც გაუძლიერებს მათ ღირსების გრძნობას, დაეხმარება თვითრწმენის ჩამოყალიბებაში და შეამსუბუქებს მათ აქტიურ მონაწილეობას საზოგადოების ცხოვრებაში.

ჩვენთვის ცნობილია მსგავსი პრობლემების მქონე არაერთი წარმატებული პიროვნება, რომლებიც მიუხედავად მათი ფიზიკური თუ ინტელექტუალური დარღვევებისა აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გააკეთეს იმდენი, რამდენიც მრავალმა ტიპირური განვითარების ადამიანმა ვერ შეძლო. ყველაზე ცნობილ მაგალითად შეგვიზლაი განვიხილოთ ალბერტ აინშტაინი-ცნობილი ფიზიკოსი, რომელსაც დისლექსია ჰქონდა, რაც დასწავლის უუნარობით აიხსნებოდა, აგრეთვე ლეგენდარული კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი სმენადაქვეითებული იყო, ბოლოს კი სრულიად დაკარგა სმენა, თუმცა ამ პერიოდში შექმნა ისეთი შედევრი როგორიცაა მეცხრე სიმფონია.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს განვითარების მრავალი გზა ეხსნება. პროცენტულად ყველაზე დიდი ინტერესი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზეა მიმართული, სადაც მათ აქვთ საშუალება დაეუფლონ განსხვავებულ პროფესიებს სრულიად უფასოდ. რაც ყველაზე მთავარია პროფეისული საგანამანათლებლო დაწესებულებების პროგრამები მორგებულია საქართველოში არსებულ შრომითი ბაზრის მოთხვნებს შესაბამისად პროფესული საგანამანათლებლო დაწესებულებბის დამთავრების შემდგომ შ.შ.მ. პირი შეძლებს დასაქმდეს პრესტიჟულ კომპანიებში.


image

საქართველოში შ.შ.მ პირები არა მარტო დასაქმების კუთხით არამედ ჩემპიონატებში მოგებითაც ეხმარებიან ქვეყანას სახელის განთქმაში. 2017 წლის მარტში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სწორედ ქართველმა მოფარიკავემ ირმა ხეცურიანმა მოიპოვა. ირმა არაერთხელ გახდა მედლის მფლობელი. მისი სპორტული ისტორია ხუთ ოქროს მედალს ითვლის.

მსოფლიო გამოცდილებიდან კი ჩანს, რომ შ.შ.მ პირები არა მხოლოდ პროფესიული განათლებას ეუფლებიან ასევე აქტიურად არიან ჩართულნი ბიზნეს სამყაროში და წლის განმავლობაში მილიონობით დოლარს იღებენ. ამის ყველაზე კარგი მაგალითია 21 წლის ჯონ კლონინი ნიუორკიდან, რომელსაც აქვს დაუნის სინდორმი თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ბიზნესი დაეწყო მამასთან ერთად. ჯონმა სკოლა რამდენიმე წლის წინ დაასრულა და სამსახურის ძებნა დაიწყო, თუმცა სტიგმატიზაციის ასეთი მაღალი დონის გამო ჯონმა სამსხური ვერ იპოვა და დაიწყო წინდების ბიზნესი. იგი წინდეს სახალისო ილუსტარაციებით ამზადებდა. თავდაპირველად ადგილობრივ დონეზე მიწოდების სერვისით ხოლო შემდგომ ა.შ.შ.-ის სხვადასხვა შტატშში მიეწოდებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ადგილობრივ დონეზე ჯონი თვითონ აწოდებდა მომხმარებელს შეკვეთილ წინდებს.

ამ მაგალითიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლბებლობები არსებობს შეზღუდული გარემო, რომელიც ხელს უშლის თითოეული ინდივიდის შესაძლებლობების რეალიზებას.

image

0
10
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ სიბაშვილი
თინათინ სიბაშვილი
10
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0