x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა
ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადებით უამრავი ადამიანი იტანჯება, მათი უმრავლესობა კი ქალია. სამწუხაროდ, ზოგჯერ ეს ადამიანები არც კი ეჭვობენ, რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვთ.

ფარისებრი ჯირკვალი-ეს პეპლის ფორმის მცირე ჯირკვალია, რომელიც ყელის ძირში მდებარეობს. მის მიერ გამომუშავებული ჰორმონები კი მთელ ორგანიზმზე ახდენენ გავლენას. თირეოიდული ჰორმონების სიჭარბის დროს ადამიანი ჰიპერაქტიურია, დეფიციტისას კი ძალების ნაკლებობა აწუხებს.image

როგორ შევამოწმოთ ფარისებრი ჯირკვალი სახლში?

იმისთვის, რომ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობა განსაზღვროთ, დაგჭირდებათ სარკე და წყალი.

image


სარჯე წინ დაიდგით, ნიკაპი ცოტა მაღლა ასწიეთ და ერთი ყლუპი წყალი მოსვით. დააკვირდით ფარისებრ ჯირკვალს. ის თითქმის ლავიწის ძვლებთან მდებარეობს, “ადამის ვაშლის" ქვემოთ.imageყურადღება მიაქციეთ, ხომ არ არის ამ ადგილას რაიმე ამობურცული, პატარა ბორცვი, ასიმეტრია ან სხვა რამ უცნაური.შეგიძლიათ რამდენჯერმე მოსვათ წყალი.

გააკეთეთ ეს პროცედურა რეგულარულად, იმისთვის, რომ დარწმუნდეთ: ხომ არ მოიმატა ზომაში ჯირკვალმა. შეამოწმეთ მისი მდგომარეობა მაშინაც, როცა გამუდმებით დაღლილობას გრძნობთ უმიზეზოდ. თუ ზომაში გადიდებას ან რაიმე კვანძს შეამჩნევთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

0
150
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0