x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
კრიმინალური არქივიდან:ოქრო ქალიშვილის საფლავში დამალა

გავიხსენოთ ყველაზე გახმაურებული, მასშტაბური სისხლის სამართლის საქმეები ვაჭრობის სფეროდან, რა სქემებს და მაქინაციებს იყენებდენ ამ საქმეების ფიგურანტები და რა რაოდენობის ზარალი მიაყენეს სახელმწიფოს პირებმა, რის გამოც ზოგიერთმა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა დაიმსახურა.


სამი გრამი კონიაკი - მინვოდტორგის საქმე(1962-1963)

ეს ამბავი ლენინგრადის სავაჭრო-სამრეწველო ორგანიზაციაში დაიწყო 60-იანი წლების დასაწყისში, რომელიც მინერალური წყლების, წვენების და ალკოჰოლური სასმელების გაყიდვით იყო დაკავებული.


დააკავეს ერთი პატარა ღვინის მაღაზიის დირექტორი, რომელიც მომხმარებლებს ატყუებდა. გამოძიება ვერც წარმოიდგენდა, რომ ეს საქმე მათ ერთი მცირე, რიგითი თაღლითი დირექტორიდან მსხვილ მაფიოზურ ქსელამდე მიიყვანდა.

image


საბოლოოდ, მაღაზიის დირექტორებთან ერთად დაკავებული იყვნენ Минводторг-ხელმძღვანელები, სოციალისტური საკუთრების წინააღმდეგ მებრძოლი სამსახურის მაღალჩინოსნები(ОБХСС) და რიგი სახელემწიფო ჩინოვნიკები. მთლიანად განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა 52 ადამიანი.

სქემა საკმაოდ მარტივი იყო: ბოლომდე არ შეავსო, წონა დააკელი, ჩანაცვლება, გაზავება და ფალსიფიკაცია. შემოსული თანხა იყო ასტრონომიული, მაგალითად სულ რაღაც 3 გრამი კონიაკი რომ დაეკლო რიგით ნოქარს, ერთ დღეში შეეძლო თვიური ხელფასის მესამედის შოვნა.

image

საქმის ფიგურანტებს ათასობით მანეთი ჰქონდათ შემნახველ სალაროებში და ყოველ წელს ახალთახალ მანქანებს იცვლიდნენ.


მიუხედავად ამისა, რომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სოციალისტური საკუთრების მიტაცებას ჰქონდა ადგილი, (თითოეულ პირზე 10 000 მანეთზე მეტი)სასამართლომ დახვრეტის განაჩენი არ გამოიტანა, მაქინაციის ყველა მონაწილეს 1-იდან 10 წლამდე ვადით პატიმრობა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

image


საფლავში დამალული ოქრო-ზუიკოვის საქმე(1962-1963)


ზუსტად იმავე წლებში დააკავეს ლენინგრადის სავაჭრო ბაზის დირექტორი გიორგი ზუიკოვი.

ზუიკოვის ბიოგრაფია საკმაოდ საეჭვო გახლდათ, ჯერ კიდევ 1934 წელს გაასამართლეს და 10 წელი ციხე მიუსაჯეს სამშენებლო მასალების დატაცების გამო, თუმცა საპატიმროში სანიმუშოდ იქცეოდა და მალევე, ორ წელიწადში გაანთავისუფლეს. ეს ის პერიოდია, როდესაც მასობრივი რეპრესიები დაიწყო. ამასობასი ზუიკოვმა შეძლო საკუთარ თავზე ფიქტიური ცნობების შეგროვება, იმისთვის, რომ ნასამართლეობას მისი კარიერისთვის ხელი არ შეეშალა და სრული რეაბილიტაცია მოეხდინა .

image

ამჯერად ვაჭრობას მიჰყო ხელი, ჯერ ომის წლებში მოითბო ხელი, ომის დამთავრების შემდეგ კი, 1949 წელს კინაღამ მეორედ გაება, ნახევარი ტონა სპირტი "ლევად" გაყიდა, თუმცა ამჯერად ზეპირი საყვედურით შემოიფარგლა.


50-იან წლებში კიდევ რამდენეჯერმე აღმოაჩინეს მის ბაზაზე დარღვევები(მაგალითად ხილ-ბოსტანის უსაფუძვლო ჩამოწერა), მაგრამ იგი ყოველთვის ახერხებდა საქმიდან მშრალად გამოძრომას.

image

შეიძლება კიდევ დიდხანს ვერ გაბმულიყო ზუიკოვი მახეში, მაგრამ სიხარბემ თავისი ქნა - 60-იანი წლების დასაწყისში პროდუქტებზე მაქინაციები აღარ ეყო და ვალუტით და ოქროთი სპეკულაცია დაიწყო, რამაც სუკ-ის(КГБ) ყურადღება მიიქცია.


მას თვალთვალი დაუწყეს და აღმოაჩინეს უცნაური რიტუალი. გიორგი ზუიკოვი ნიჩბით ხელში ორ კვირაში ერთხელ დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ქალიშვილის საფლავს სტუმრობდა, იქ რაღაცას მარხავდა და შემდეგ მიწას ასწორებდა, არა და საფლავზე ყვავილები არ ხარობდა.

image

დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ ზუიკოვმა ქალიშვილის საფლავში სამი ქილა ოქრო ჩამარხა, ამის გარდა, რამდენიმე კილოგრამი ოქრო, ბრილიანტები და უცხოური ვალუტა საკუთარ სამოთახიანი ბინაში მოწყობილ სამალავებში აღმოაჩინეს.

გიორგი ზუიკოვი 1966 წელს დახვრიტეს.


"ელისეევსკის" საქმე(1982-1984)


უმსხვლესი გასტრონომის №1 "ელისეევსკის" საქმე ბრეჟნევის დროს დაიწყო, გაგრძელდა ანდროპოვის მმართველობის პერიოდში და დასრულდა ჩერნენკოს დროს.თუმცა ინიციატორი იყო ანდროპოვი, რომელიც იმ დროს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს(КГБ) ედგა სათავეში.

image

ანდროპოვმა იმ პერიოდში დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა მექრთამეობას და ნეპოტიზმს.1982 წელს დემონსტრაციულად, ხალხის საჩვენებლად დააკავეს საბჭოთა კავშირის უმსხვილესი გასტრონომის დირექტორი იური სოკოლოვი, უზარმაზარ სავაჭრო ცენტრის დარბაზში თანამშრომლების და კლიენტების თვალწინ დაადეს მას ბორკილები.

image

დაკავებიდან სულ მალე სოკოლოვი ალაპარაკდა, რამაც გამოძიება შოკისმომგვრელ ფაქტების და ციფრების წინაშე დააყენა, აღიძრა კიდევ 1000-მდე ახალი საქმე, კორუფციაში ჩაბმული იყო 750-ზე მეტი პირი - მაღაზიის დირექტორებით დაწყებული ქალაქ მოსკოვის ჩინოვნიკებით დამთავრებული. დირექტორებს და განყოფილების გამგეებს "ზემოთ" ფული ყოველთვიურდ კონვერტებით მიჰქონდათ.მთლიანად ჩრდილოვანმა ბრუნვამ 3 მილიონი მანეთი შეადგინა.


თავად სოკოლოვი პირადი გამდიდრებისთვის არ იყენებდა ფულს, მართალია ის საკმაოდ შეძლებულად ცხოვრობდა, თუმცა რაიმე საიდუმლო სამალავი ან ძვირფასეულობა ვერ უპოვეს, მხოლოდ აგარაკზე აღმოაჩინეს 50 000 მანეთი(სამ "ვოლგას" იყიდიდით ამ ფულით)თუმცა თავად სოკოლოვი ამტკიცებდა, ეს ფული სხვა ადამიანებისთვის იყო გათვალისწინებულიო.

image

სოკოლოვი სისტემის მსხვერპლი შეიქმნა, იგი მუშაობდა ისეთ სისტემაში, სადაც რაც არ უნდა პატიოსნად შეგესრულებინა შენი საქმე, მაინც გაიძულებდნენ სხვაგავრად მოქცეულიყავი. გამოძიების დროს დადგინდა, რომ სოკოლოვი სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, არ ატყუებდა კლიენტებს, თვიურ თუ კვარტულ გეგმას პატიოსანად ასრულებდა და სახელმწიფოსაც არ აზარალებდა.

image

სოკოლოვი ბევრ მოსკოველს ახსოვს, მას ახასიათებენ, როგორ უაღრესად პატიოსან ადამიანს და ბრწყინვალე ხელმძღვანელს, თუმცა საბჭოთა სისტემამ მაშინ სხვაგვარად გადაწყვიტა - 1984 წელს იური სოკოლოვი დახვრიტეს.






კურორტის მილიონერი-რკინის ბელას საქმე(1982-1983)



დააკავეს 1982 წელს სპეკულაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მიტაცების ბრალდებით.

image

ბერტას სახლის ჩხრეკისას, რომელიც უფრო მუზეუმს წააგავდა, ამოიღეს აუარებელი ძვირფასეულობა, ბეწვეული, ბროლი.... სახლის ყველა კუთხეში გადამალულ ფულს პოულობდნენ, ყველაზე მოულოდნელ ადგილებში, მათ შორის რადიატორში, ხალიჩის ქვეშ, შუშის ქილებში, სარდაფში აგურში ჩატანებულს.მთლიანად ამოღებულმა თანხამ 500 000 მანეთი შეადგინა.

image

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში ქალებს ფაქტობრივად სიკვდილით არ სჯიდნენ, ბერტა ბოროტკინა იშვიათი გამონაკლისი იყო,

1983 წლის აგვისტოში იგი დახვრიტეს.

ბელა დაკავების შემდეგ მედიდურად იქცეოდა, დარწმუნებული იყო, რომ მფარველები ციხიდან დაიხსნიდნენ. როდესაც მიხვდა, რომ არაფერი შველოდა, დაიწყო იმ მაღალჩინოსნების "ჩაშვება", ვისაც ზემოთ წილს აძლევდა, სულ დასახელდა 25 ადამიანი, მათ შორის იყო ქალაქკომის პირველი მდივანი ნიკოლაი პოგოდინი, გამოძიების დროს პოგოდინი უკვალოდ გაქრა, მის კვალს ვეღარ მიაგნეს, ამბობდნენ თურქეთში გაიპარაო.image

ასევე იხილეთ

გასული საუკუნის 70-იან წლების ბოლოს საქართველო იყო ყველაზე მდიდარი და წარმატებული საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, უბრალო საბჭოთა მოქალაქეები როდესაც თბილისში ხვდებოდნენ გაოცებულები იყვნენ აქაური ცხოვრების დონით, აქ უფრო ბევრად მეტი ავტომობილები დადიოდა ვიდრე საშუალო საკავშირო მაჩვენებელი იყო, ხოლო

45 წლის წინ, 1973 წლის 23 აპრილს ტუ- 104 რეისს ასრულებდა ლენინგრადიდან მოსკოვის მიმართულებით, ბორტზე იმყოფებოდა 51 მგზავრი, გაფრენიდან 9 წუთის შემდეგ სტიუარტ ქალთან მივიდა 47 წლის მგზავრი ივან ბიდიუკი და სთხოვა მე-13 რიგიდან წინა რიგში გადაჯდომა, ქალი დათანხმდა, რამდენიმე წუთის შემდეგ იგივე მგზავრმა სტიუარტს გადასცა წ...

ვასილი კომაროვი ვასილი კომაროვი(ნამდვილი გვარი პეტროვი)-პირველი უტყუარი სერიული მანიაკი საბჭოთა კავშირში. მისი "მოღვაწეობა" ნეპის პერიოდში დაიწყო. მთლიანობაში 33 ადამიანი მოკლა "შაბოლოვკელმა მგუდავმა" დაიბადა ვიტებსკის გუბერნიაში 1877 წელს, გარშემო სულ ალკოჰოლიკიები ჰყავდა, მშობლებით დაწყებული და დედმამიშვ...

ნიკოლაი ჯუმაგალიევი-(დაიბადა 1952 წელს ყაზახეთში)სერიული მკვლელი და კანიბალი.მან მოკლა 1979-80 წლებში მინიმუმ 10 ადამიანი. ჯუმაგალიევის პირველი მსხვერპლი სოფლელი გოგონა იყო.მან გოგოს ყელი გამოჭრა, გაჭრა სიგრძეზე და შემდგომ ერთი თვის განმავლობაში ჭამდა. დაკავების შემდეგ ჯუმაგალიევმა პირველსავე დაკითხვაზე აღიარა, რომ მას ...

1982 წლის 7 დეკემბერს ამერიკაში, ტეხასის შტატში სიკვდილით დასაჯეს ჩარლზ ბრუკსი, ეს შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებო იმითაა, რომ პირველად ისტორიაში გამოყენებული იქნა სასიკვდილო ინექცია.არარულწლოვნების სიკვდილით დასჯა ძალზე იშვიათი მოვლენაა, მიუხედავად ამისა, უახლეს ისტორიაში 1000-ზე მეტი შემთხვევა მაინც არის დაფიქსირებული, როდესაც ...



0
926
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
926
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0