x
ჰოლივუდის 8 არაჩვეულებრივი ვარსკვლავური წყვილი

სიყვარული - ეს ის გრძნობაა, რომლის მართვა გონებას არ ძალუძს. ის არ ექცევა ჩარჩოში და, შესაბამისად, მისთვის არ არსებობს სტერეოტიპები. ასაკი, სიმაღლე, კანის ფერი, სოციალური მდგომარეობა, კულტურის განსხვავება - არაფერი გახდება დაბრკოლება მათთვის, ვისაც გულით სურს ერთად ყოფნა.

ამ სტატიაში, მე, დღეს ვისაუბრებ იმ ვარსვლავურ წყვილებზე, რომლებიც ნამდვილი სიყვარულის პირდაპირი მტკიცებულებაა.

1 ვენსან კასელი და ტინა კუნაკი

imageვენსან კასელს დღემდე აყვედრიან მონიკა ბელუჩთან გაყრას, რადგან ისინი ითვლებოდნენ ჰოლივუდის ერთ-ერთ ულამაზესს და საუკეთესო წყვილად. ნაკლებად ცნობილ მოდელს, ტინა კუნაკს კი, "ბრალად ედება" ის, რომ, თითქოს, გოგონა ყველასთვის ცნობადი მსახიობის ხარჯზე ცდილობს სახელის მოხვეჭას. თუმცა, მიუხედავად საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებ-ულებისა და 31 წლიანი სხვაობისა, წყვილი მაინც დაქორწინდა. აგრეთვე, ახლახან გახდა ცნობილი, რომ ვენსანი და ტინა მალე მშობლები გახდებიან.

2 პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

imageყველა დარწმუნებული იყო, რომ მათი ქორწილი არ შედგებოდა. ქმარს გაშორებული, აფრო-ამერიკელი, 37 წლის მსახიობი უბრალო ოჯახიდან - განა ვინმე იფიქრებდა, რომ ოდესღაც ეს ქალბატონი გახდებოდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი? ალბათ, ბევრი გაიცინებდა და იტყოდა, რომ ასე მხოლოდ ზღაპრებში თუ ხდება. თუმცა ფაქტი სახეზეა - პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილმა კვლავ დაუმტკიცა ხალხს, რომ ჩვენს პროგნოზირებად, თანამედროვე მსოფლიოში სასწაულიც ხდება.

3 პიტერ დინკლეიჯი და ერიკა შმიდტი

image"games of thrones" ვარსკვლავი, პიტერ დინკლეიჯი, უკვე 12 წელია, რაც ბედნიერად ცხოვრობს თავის მეუღლესთან, ერიკა შმიდტთან - წარმატებულ თეატრალურ რეჟისორთან ერთად. მათ ერთმანეთი 1995 წელს გაიცნეს და უახლოესი მეგობრები გახდნენ.მალევე, ეს მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. დღესდღეობით, წყვილი 2 ლამაზ ბავშვს ზრდის.

4 სარა პოლსონი და ჰოლანდ ტეილორი

imageსარა უკვე დიდი ხანია, რაც არ მალავს თავის არატრადიციულ ორიენტაციას. შესაბამისად, მისი რომანი ჰოლანდ ტეილორთან ნამდვილად არ ყოფილა საზოგა-დოებისთვის მოულოდნელი. რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით ასაკში განსხვავებას. ჰოლანდი სარაზე 32 წლით არის დიდი. მას უფრო მოუხდებოდა მსახიობის დედის როლი. თვითონ სარა კი, ასე ხსნის თავის სიყვარულს ტეილო-რისადმი: " ასეთ პარტნიორებს შეუძლიათ წარმოუდგენელი, ცხოვრებისეული გამოცდილებას გაზიარება, რომელსაც მთელი გულისყურით ვისრუტავ. ისინი, მართლაც, აფასებენ დროსა და მცირე სიხარულს ურთიერთობაში და ზუსტად ეს მიზიდავს მე".

5 ჰაფტორ ბირნსონი და კელსი ჰენსონი

imageორმეტრიანი ჰაფტორ ბირნსონმა, რომელმაც სერიალში "games of thrones" გრეგორ კლიგანის (მთა) როლი შეასრულა, ცოლად 157 სმ გოგონა მოიყვანა. ცოლ-ქმარმა ერთმანეთი ბარში გაიცნო, სადაც კელსი ოფიციანტად მუშაობდა. მსახიობი ირწმუნება, რომ გაცნობის დღიდან ისინი განუყოფელნი გახდნენ.

6 ჰიუ ჯეკმანი და დებორა ლი-ფერნესი

imageჰიუ ჯეკმანი დაქორწინდა ავსტრიელ მსახიობზე, დებორა-ლი ფერნესზე, რომელიც მასზე 14 წლითაა დიდი, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მას მთელი მსოფლიო გაიცნობდა. მათ ერთმანეთი ადგილობრივი ტელესერიალის "Correlli"-ის გადაღებაზე გაიცნეს და დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ. პრესის და გულშემატკივრების მოყვარულთა უშედეგო თავდასხმების მიუხედავად, მსახიობი დარწმუნებულია, რომ ის არასოდეს ჰყვარებია ვინმეს ისე, როგორც დებრარას.

7 ვუდი ალენი და სუნ-ი პრევინი

imageასაკობრივი სხვაობა ვუდი ალენსა და სუნ-ი პრევინს შორის 35 წელია. ამასთანავე, სუნ-ი ვუდის - შვილობილია. მათ შორის ურთიერთობა მაშინ დაიწყო, როდესაც ვუდი ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო სუნ-ის დედობილზე, მია ფეროუზე. თვითონ ვუდი თავიანთი ურთიერთობის შესახებ ამბობს: "როდესაც მე დავიწყე მასთან შეხვედრა, ვფიქრობდი, რომ ეს დროებითი იქნებოდა. ეს ურთიერთობა არასდროს მიმიღია სერიოზულად, თუმცა ცხოვრებამ თვითონ განსაზღვრა ყველაფერი".

8 ლივ ტაილერი და დეივ გარდნერი

imageლივ ტაილერი მაღალია თავის ქმარზე, თუმცაღა ეს ფაქტი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებაში ხელს ნამდვილად არ უშლის. მსახიობი არასდროს არ ისწრაფვოდა იმისკენ, რომ ქმარზე დაბალი გამოჩენილიყო, დეივი კი, თავის მხრივ, ამაყობს საკუთარი ცოლის სიმაღლით. ეს წყვილი უკვე 5 წელია, რაც ერთადაა და ზრდის 4 ბავშვს: ორს ერთობლივს და ორს წინა ქორწინებებიდან.




0
301
შეფასება არ არის
ავტორი:ინ. ოპტიმისტი
ინ. ოპტიმისტი
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0