x
image
lady.ge
ბედი და ასტროლოგია - ნაწილი მეხუთე (რისი ნიჭი გვაქვს და როგორ გამოვიყენოთ იგი?)

imageამჯერად ჩემი სტატია, ასტროლოგიისა და პროფესიული შესაძლებლობების კავშირს შეეხება. პირადი რუკის მიხედვით, კონკრეტულად კი პლანეტა მერკურის განლაგებით და ასპექტებით შესაძლებელია ვიმსჯელოთ, იმის შესახებ თუ რისი ნიჭი და კონკრეტულად როგორი გონებრივი მონაცემები დაჰყვა ამა თუ იმ ადამიანს დაბადებიდან. მერკური რამოდენიმე სხვა პლანეტასთან ასპექტაციით (იუპიტერი-წარმატება, მარსი - ქმედება, სატურნი-მოვალეობის გრძნობა, ურანი-მოულოდნელი მოვლენები) განაპირობებს იმას თუ როგორია ადამიანის აზროვნების ფორმა, (ჰუმანიტარია იგი თუ უფრო ტექნიკური, ზუსტი მეცნიერებისკენ აქვს მიდრეკილება) ასევე განსაზღვრავს იმას, თუ რა სახით, როგორი ფორმით და სად, რა სიტუაციაში შეძლებს კონკრეტული ინდივიდი საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების რეალიზებას. ასე მაგალითად, თუ თქვენს პირად კოსმოგრამაში რომლის შედგენაც შეგიძლიათ ამ საიტზე
http://astro-online.ru/ პლანეტა მერკური იკავებს ლომის ზოდიაქოს და მეთორმეტე სახლს, თქვენ აუცილებლად გექნებათ მოთხოვნილება საკუთარი აზროვნებით მიიქციოთ საზოგადოების ყურადღება. ლომის ზოდიაქო შოუბიზნესის, გასართობი ინდუსტრიის, თეატრის, კინოს, მუსიკის სფეროსკენ გიბიძგებთ. თუმცა გამორიცხული არაა იურისპუდენციას ან ჟურნალისტიკასაც მოჰკიდოთ ხელი, რადგან ესეც მასებზე "გასვლის" ერთერთი საშუალებაა. მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ თქვენი მერკური მეთორმეტე სახლს განაგებს, რაც იზოლაციას, შეზღუდვებს განაპირობებს, შესაძლოა თქვენი ნიჭი ვიწრო წრეში, რაიმე სახის დახურულ ორგანიზაციაში ან სულაც "იატაკქვეშა საქმიანობაში" გამოავლინოთ. imageთუმცა თუკი შებრუნებულ კომბინაციას განვიხილავთ, ანუ ადამიანის ბედს, რომელსაც პლანეტა მერკური თევზების ზოდიაქოში აქვს, ოღონდ სახლი ლომისაა -ანუ მეხუთე სახლია. ამ შემთხვევაში ეს მწერლის ნიჭს და სპეციალური სტატიებით პოპულარობის მოპოვებაზე მიანიშნებს. რადგან მეხუთე სახლში მოხვედრილი ნებისმიერი პლანეტა პოპულარობას განაპირობებს თუმცა სფერო სხვადასხვაა. ზოგადად სახლები რომელშიც პლანეტები არიან განლაგებული ჩვენი დაბადებისას, დიდწილად განაპირობებენ ჩვენს ბედ იღბალს. მათი ასპექტირება კი საკმაოდ მარტივია ზემოთ მოყვანილი მაგალითის მიხედვით. თუმცა დავუბრუნდეთ ისევ გონებრივი მონაცემების და ასტროლოგიის კავშირს. მერკურის განლაგება სხვადასხვა ზოდიაქოში, სხვადასხვა სახის ნიჭზე მიუთითებს. ასევე უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ ეს პლანეტა იმის მიხედვით რომელ ზოდიაქოს დაიკავებს, საკუთარ თავს ავლენს ცუდად, კარგად ან ძალიან კარგად. ცუდად ან ყველაზე ქაოსურად იგი თევზების ზოდიაქოში ვლინდება, ასტროლოგების ენაზე მერკურის ამ მდებარეობას "ნულოვანი" ეწოდება. თევზები მოგეხსენებათ ქალწულის მოპირისპირე ნიშანია, ქალწულს კი სწორედ მერკური მართავს, ამიტომ თევზების ზოდიაქო მერკურისთვის საკმაოდ "რთულად სამოქმედო" არეალია. ადამიანები რომლებსაც პლანეტა მერკური თევზების ზოდიაქოში ყავთ, გაფანტული აზროვნებით გამოირჩევიან, მათ აკლიათ ლოგიკა. ისინი უფრო გრძნობენ ვიდრე ფიქრობენ. ამიტომ ხშირად ენდობიან ინტუიციას და არა გონებას. თუმცა მომდევნო ნიშანში ანუ ვერძში განთავსებული მერკური, მის მფლობელს სწრაფ აზროვნებას ანიჭებს. ასეთ ხალხს იდეები ელვის უსწრაფესად მოსდის თავში და ყველაფრის უცებ დაწყება სჩვევიათ. კუროს ზოდიაქოში კი მერკური ფინანსურ მოგებაზე, მატერიალურ გათვლებზე ხდება ორიენტირებული. სწორედ მერკურით კუროში იბადებიან ე.წ "ფულის მკეთებლები" და ფინანსური ალღოს მქონე ადამიანები. რაც შეეხება მათ, ვისი მერკურიც ტყუპის ზოდიაში მოხვდა, მოსალოცი ამბავია, ტყუპების ზოდიაქო მერკურის "სახლია", რადგან ტყუპს მერკური მართავს, ამიტომ ასეთი ხალხი სხარტი აზროვნებით გამოირჩევა, ენებს კარგად ითვისებს და ა.შ თუკი თქვენ მერკურით კირჩხიბში დაიბადეთ, თქვენი აზროვნება ინტუიტიური იქნება, თუმცა ფინანსური ალღოს ნაკლებობას ნამდვილად არ უნდა უჩიოდეთ. მერკური ლომში დასაწყისშივე განვიხილეთ, ამიტომ დროს არ დავკარგავ და რამოდენიმე სიტყვას ქალწულის ზოდიაქოში მოხვედრილ მერკურზე ვიტყვი, მერკური ქალწულში ლოგიკური აზროვნების "პიკია" ასეთ ხალხს შეგიძლიათ ნებისმიერი სახის დოკუმენტაციის შედგენა, საბუღალტრო აღრიცხვა და მსგავსი ფინანსური ოპერაციები ანდოთ. მერკურით სასწორში კი ძირითადად ხელოვანები და შემოქმედები იბადებიან. სწორედ მერკურის ამგვარი განლაგება აქვს მსოფლიოში ცნობილი მსახიობების, დიაზინერების და ფოტო-ხელოვანების დიდ ნაწილს. მერკური მორიელში კი კრიმინალისტების, იურისტების და "შავი სამყაროს" წარმომადგენლების ბუდეა. რაც შეეხება მერკურის განლაგებას მშვილდოსნის ზოდიაქოში, ამ მხრივ ისევ "ნულოვან" მერკურისთან გვაქვს საქმე, ამიტომ ასეთ ხალხს უჭირს დეტალებზე კონცენტრირება და ხშირად გამოირჩევიან დაუკვირვებლობით.image მერკური თხის რქაში კი მოწოდებით კარიერისტია. მათთვის დამახასიათებელია ლოგიკური აზროვნება და მუდმივი მზადყოფნა წინსვლისკენ. მერკური თევზებიც, მსგავსად ლომისა უკვე "გავიარეთ" სტატიის დასაწყისში, ამიტომ დასასრულისთვის მოვიტოვებ ე.წ "ვუდნერკინდების" მერკურის -რომელიც მერწყულის ზოდიაქოში ვლინდება. თუკი თქვენი მერკური ამ ზოდიაქოშია განლაგებული, თქვენ ბუნებით ნოვატორი იქნებით. განსაკუთრებული "ყნოსვა" გექნებათ სიახლეების, ყველაფერი ორიგინალურის მიმართ და გამორიცხული არაა ტექნიკის სიახლეებსაც ინტუიციურად ითვისებდეთ, ყოველგვარი სპეციალური სწავლების გარეშე.




ამჯერად სულ ეს იყო.. მომდევნო სტატიაში, ვისაუბრებთ სახლების გავლენაზე და ავხსნით თუ კონკრეტულად რომელ სახლს რა გავლენა აქვს ადამიანის პირად რუკაში..



თვალი ადევნეთ ჩემს სტატიებს

0
3123
6-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
3123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0