x
image
თორ ნიკე
Mediator image
გიორგი მაზნიაშვილი - ზეკაცი, რომელიც სტალინმა დახვრიტა
გიორგი მაზნიაშვილი - ზეკაცი,  რომელიც სტალინმა დახვრიტა


მრავალი დიდებული სარდალი ახსოვს ქართველთა ისტორიას, მაგრამ მათ შორის სულ რამდენიმეა, რომელსაც არცერთი ბრძოლა არ წაუგია და ერთ-ერთი გიორგი მაზნიაშვილი (1870-1937) იყო - დაუმარცხებელი ქართველი გენერალი. ის 1904-1905 წლებში მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1914-18 წლებში რუსეთის არმიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შემტევი გენერალი გახლდათ პირველ მსოფლიო ომში. ის ბრწყინვალედ გეგმავდა სამხედრო ოპერაციებს და როგორც რიგითი ჯარისკაცი, უშუალოდ მონაწილეობდა ურთულეს ბრძოლებში. მიღებული ჭრილობების გამო ლაზარეთში მოხვედრილს, ამ ომში გამოჩენილი წარმოუდგენელი მამაცობის გამო თვით რუსეთის იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის ქალიშვილები უხვევდნენ ჭრილობებს საკუთარი ხელით. ის იყო კაცი, რომელსაც ლაზარეთში პირადად ეწვია თავად ნიკოლოზ მეორე და პირადად გადასცა წმინდა გიორგის ჯვარი ომში გამოჩენილი მამაცობისთვის. მოგვიანებით თავად იმპერატორმა მოუნათლა ქალიშვილი.


გიორგი მაზნიაშვილი


მაზნიაშვილი საქართველოში, რუსეთში მომხდარი კომუნისტური თებერვლის რევოლუციის შემდგომ დაბრუნდა და საკუთარი სახსრებითა და კავშირების გამოყენებით ახალი ქართული დივიზია ჩამოყალიბა.


1918 წელს რუსეთ-თურქეთის ფრონტი დაიშალა. რუსის ჯარი სამშობლოში დაბრუნებას თბილისზე გავლით აპირებდა. ბოლშევიკები შეეცადნენ ამ ჯარის საშუალებით საქართველოში გადატრიალება მოეწყოთ და ბოლშევიკური რეჟიმი დაემყარებინათ. გენერალმა მაზნიაშვილმა უწინამძღვრა ქართველ მუსლიმთა საკავალერიო პოლკს, მოიშველია ჯავშანმატარებელი, დაამარცხა და განდევნა ბოლშევიკები.

1918 წლის 3 მარტს ბრესტის ზავით, რუსებმა ბათუმი თურქებს დაუთმეს. თურქებმა ბათუმი დაიკავეს. გურიაში შეიჭრდნენ და ოზურგეთს მიადგნენ. გენერალი გიორგი სათავეში ჩაუდგა გურია-აჭარის სახალხო ლაშქარს, შეიერთა პროფესიული სამხედრო რაზმები და 6 აპრილს მდინარე ჩოლოქთან გაანადგურა თურქეთის საოკუპაციო არმია.


გიორგი მაზნიაშვილი - ზეკაცი,  რომელიც სტალინმა დახვრიტა


1918 წელს აფხაზეთში შემოიჭრა დენიკინის არმია, გენერალ მოისეევის მეთაურობით, 18 ივნისს აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა გენერალი მაზნიაშვილი. მან ქართული ჯარით, რომელშიც 300 აფხაზი მხედარიც ირიცხებოდა, სძლია მოისეევის რუსულ საოკუპაციო არმიას და ერთმანეთის მიყოლებით გაათავისუფლა გაგრა, სოჭი და ტუაფსე, ამიერიდან დაუმარცხებელი გენერლის წყალობით საქართველო კვლავ ნიკოფსიიდან იწყებოდა.


დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი


1918 წლის 7 დეკემბერს საქართველოს თავს დაესხა სომხეთი. 17 დეკემბერს ფრონტის სარდლად დაინიშნა გენერალი მაზნიაშვილი. 18 დეკემბერს ბოლნის-ხაჩინთან, ხოლო 28 დეკემბერს შულავერთან განადგურებულ იქნა სომხეთის არმია. გენერალ მაზნიაშვილის შენაერთები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ერევნამდე ჩავიდნენ. მათ შეეძლოთ ერევნის აღება, თუმცა 31 დეკემბერს ინგლისის თხოვნით, ნოე ჟორდანიას მთავრობამ ომი შეწყვიტა.


გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი მშობლიურ სასირეთში


1920 წელს მაზნიაშვილი თბილისის გარნიზონს ჩაუდგა სათავეში. 1921 წლის 16 თებერვალს, საქართველოში შემოიჭრა რუსეთის მე-11 არმია. გიორგი მაზნიაშვილი ტაბახმელას ფრონტის სარდლად დაინიშნა. ჟორდანიამ არ გამოაცხადა მობილიზაცია. ამიტომ მაზნიაშვილს მოუწია სახელდახელოდ შეეკრიბა ლაშქარი და ასეთი რაზმებითაც კი ბრწყინვალე გამარვებები მოიპოვა მტერზე. 1500 ტყვეც იგდო ხელთ. კონტრშეტევისთვისაც კი დაიწყო მზადება, მაგრამ 1921 წლის 24 თებერვალს, ღამის თერთმეტ საათზე მიიღო ნოე ჟორდანიას ბრძანება, უბრძოლველად მოეხსნა ფრონტი და თბილისი დაეტოვებინა. 1921 წლის მარტში მაზნიაშვილი ბათუმშია. 16 მარტს ინგლისი გაურიგდა რუსეთს და ხელი აიღო საქართველოს დახმარებაზე.


გენერალი გიორგი მაზნიაშვილი


ამავე დროს რუსეთმა აჭარა-მესხეთი თურქებს დაუთმო. ბათუმში თურქული არმია შემოვიდა. 18 მარტს საქართველოს მენშევიკური მთავრობა საზღვარგარეთ სამარცხვინოდ გაიქცა. ბათუმი განწირული გახლდათ. გენერალმა მაზინიაშვილმა ყველასგან მოულოდნელად გარს შემოიკრიბა ქართველი მებრძოლები - აჭარელთა ლეგიონი, რომელსაც ასლანბეგ აბაშიძე თაოსნობდა და 18 მარტს ყველასთვის გასაოცრად თურქეთის მთავრობას მოსთხოვა ერთ საათში ბათუმის სრულად დაცლა. თურქებმა უპასუხოდ დატოვეს უკვე რუსებთან დამარცხებული ქვეყნის გენერლის ულტიმატუმი და სასაცილოდ აიგდეს. დაუმარცხებელი ზეკაცი შეტევაზე გადავიდა სძლია თურქებს ბათუმში შემდეგ ფარცხანასთან, შემდეგ კახაბერის ველზე და ქალაქ ტრაპიზონამდე სდია გაქცეულ თურქებს.


გენერალი გიორგი მაზნიაშვილი


1923 წელს ბოლშევიკებმა შეიპყრეს და დახვრეტა მიუსაჯეს გენერალს, თუმცა ორწლიანი წამების შემდეგ დახვრეტა ირანში გადასახლებით შეუცვალეს. რამდენიმე წელი იგი საფრანგეთშიც ცხოვრობდა, მაგრამ უცხოეთსი ყოფნა და მენშევიკებთან კონტაქტი მისთვის გაუსაძლისი შეიქნა. ისევ საქართველოს მიწაზე სიკვდილი ამჯობინა სხვაგან სიცოცხლეს, თავის სოფელში დაბრუნდა და რიგითი გლეხივით დაიწყო შრომა. მშიშარა ბოლშევიკებს მოხუცი, უიარაღო მაზნიაშვილიც კი სასიკვდილო საფრთხედ ესახებოდათ, 1937 წელს სტალინისტებმა ჯერ მისი ვაჟი შეიპყრეს, ხოლო შემდეგ თავად 67 წლის წაღარა გიორგი მაზნიაშვილი 1937 წელს იგი დახვრიტეს. შემდეგ კი თავისი ერთადერთი ვაჟიც დაუხვრიტეს!


"მე არც ბოლშევიკი და არც მენშევიკი გენერალი არა ვარ! მე - ქართველი გენერალი ვარ!"





ასევე დაგაინტერესებთ:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. სუმელა - უნიკალური მონასტერი ლაზეთში (+40 სტატია)

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ

5. ქართული მითოლოგია - მამბერი (+14 სტატია)



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


7
2672
6-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
2672
  
2019, 31 მარტი, 10:31
თქვენ გგონიათ სტალინს სიას რომ დაუდებდნენ ყველას საქმე ზეპირად იცოდა? :) საქართველოში წელიწადში სიტყვაზე თუ აკავებენ 2000 კაცს, გგონიათ რომ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყველას საქმე ზეპირად იცის? :) ეგ მაგის ვალდებულება არც არის და არც სტალინს ევალებოდა მსგავსი საქმე.სასამართლოს გამოჰქონდა განაჩენი და სტალინი ხელს აწერდა
2019, 6 მარტი, 21:00
ლეგიტიმური კითხვაა, მაგრამ პასუხი არა მაქვს. მიზეზი ანალოგიურ სიტუაცი ხშირად ყოფნაა. :))
თან სამხედრო ჯგუფში, სადახ ხშირად ვდებ სტატიებს, მასალა უნახავად, რომ დაალაიქონ ან გააზიარონ გამორიცხულია...
2019, 6 მარტი, 20:49
კი გეთანხმები. ისე რაღაც კითხვა მაქვს შენთან, ამ თემას არ ეხება.. ამ სტატიას აქვს ეხლა 1636 ნახვა და ამ დროს გაზიარება აქვს სამიათას სამასი. და ეს რამდენადაა შესაძლებელი? ანუ ვინც ნახულობს 3 სხვადასხვა ჯგუფში აზიარებს დავიჯერო? :)))
2019, 6 მარტი, 20:41
ჩიტი ვერ აფრინდებოდა სტალინის და ჩეკაც გარეშე სსრკ-შიო თავადვე ამბობენ, თუ ასე იყო და ამაში ეჭვიც არ მაპარება, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო ამსრულებელი?
ავადმოფების სექტაა, ტირანისაგან წმინდანის შექმნას ცდილობენ და სამწუხარო ისაა ახალგაზრდებსაც, რომ უწამლავენ გონებას.
2019, 6 მარტი, 16:06
კი, ნამდვილად ასე იყო. სტალინისტებმა ფეისბუქზე ზუსტად ამ სტატიის ქვეშ დაწერეს სტალინს გაუმარჯოსო. ზოგმა კი დაწერა რომ სტალინს არ დაუხვრეტია. დაიდოს დოკუმენტი, სადაც ბრძანებულებაა ამაზე გაცემული და სტალინის ხელმოწერააო. რად უნდა სტალინის ხელმოწერა, როცა ყველა ვარიანტში სტალინის უკითხავად არაფერი კეთდებოდა საბჭოეთში. ტოტალიტარული ლიდრი იყო, სრული ძალაუფლების მქონე, ვინ გაბედავდა მის გარეშე ასეთ მასშტაბურ წმენდას, თავი კი არ ქონდა ვინმეს მოსაკლავი... ამას ხვდებიან რა თქმა უნდა, მაგრამ არ ვარდებიან ზურგზე.
2019, 6 მარტი, 15:08
რომ არა უნიათო ჟორდანია, წითელ არმიას "კუდით ქვას ასროლინებდა" ქართული არმია.
ბევრად კარგად იყო ქართული არმია შეიარაღებული ვიდრე საოკუპაციო არმია, გაძეძგილი იყო არსენალი, მაგრამ ჯარს არ ენდობოდა ჟორდანია და შედეგმაც არ დააყოვნა.
გამოხტებიან ახლა სტალინისტები და მას არ დაუხვრეტიაო იტყვიან!
თითოეული ქართველი, რომელიც სტალინის ზეობის პერიოდში დახვრიტეს ჩემთვის სტალინის მიერაა დახვრეტილი.
საკუთარი მეგობარიც კი, რომელმაც სიკვდილს გადაარჩინა არ დაინდო და დაახვრეტინა-ბარონ ბიბინეიშვილზე მაქვს საუბარი.
2019, 3 მარტი, 19:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 7