x
image
გემი დალანდი
რას ვერ ნახავთ ვერასოდეს ფრანგი ქალების გარდერობში?
image

ფრანგი ქალები სტილისა და მოდის კანონმდებლებად ითვლებიან. მათ მიბაძვას მთელი მსოფლიოს ქალები ცდილობენ, რადგან ფრანგ ქალებს დაბადებიდანვე აქვთ დახვეწილი გემოვნება.

არის ნივთები და სამოსი, რომელსაც ფრანგი ქალების გარდერობში ვერ ნახავთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებში მათ ქალები ატარებენ და მოდურადაც თვლიან. ესენია:

1.ბრჭყვიალა თვლები


თუ გგონიათ, რომ რაც უფრო ბრჭყვიალებთ, უფრო მოდური ხართ-ცდებით.ბრჭყვიალები და თვლები კაბებზე, ფეხსაცმელზე, ფრჩხილებზე-შეცდომაა. ფრანგი ქალების წესია: ჩარჩო ბრილიანტზე ძვირფასი არ უნდა იყოს.image
image

2.ცხოველური პრინტი

სხვა ქალებს მოსწონთ ლეოპარდის თუ სხვა ცხოველური პრინტები ლასინებზე, კაბებზე და ა.შ.

ფრანგი ქალი, ყველაზე დაბალი სოციალური ფენიდანაც კი, ქუჩაში არასოდეს გამოვა ასე ჩაცმული, უბრალოდ, თავში აზრადაც კი არ მოუვა ასეთი რამის ყიდვა.imageimage

3.იდეალური ლუქი

ფრანგებს დასაშვებად მიაჩნიათ, რომ არაიდეალურად გამოიყურებოდნენ, ანუ ბუნებრივად. ისინი არასოდეს წავლენ სასეირნოდ მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და მომდგარ კაბაში გამოწყობილები. გასეირნება-ფოტოსესია როდია.

მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ისინი ღონისძიებებსა და წვეულებებზე თუ იცვამენ, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთი ფეხსაცნლით სიარული ძალიან მოუხერხებელია. ფრანგები ამინდსა და გარემოს ერგებიან. ჩვენთან კი ქალები ზამთარშიც კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადიან და ჰგონიათ, რომ მათი წყალობით ლამაზად გამოიყურებიან.

image

4.ულტრამოდური ტენდენციები და ტრენდები

რათქმაუნდა, საფრანგეთში მაღალი მოდის კვირეულებს ესწრებიან, მაგრამ ფრანგ ქალებს კარგად ესმით, რომ ის, რასაც პოდიუმზე ხედავენ ზოგჯერ ჰიპერბოლაა და იდეას გვაწვდის, რომ ჩვენი ლუქი შევქმნათ.

სხვები კი პოდიუმზე წარმოდგენილს პირდაპირი მნიშვნელობით იღებენ და ეს ყოველდღიურობაში სასაცილოდ გამოიყურება.

image

5.სტილი “ძვირია-მდიდრულია"

მხედველობაში გვაქვს ბრენდები. ზოგჯერ ქალები მზად არიან მთელი ხელფასი ბრენდულ ნივთში გადაიხადონ, რაც უკვე არანორმალურია.

ფრანგი ქალები ბრენდებზე არ გიჟდებიან, ისინი მათ მშვიდად უყურებენ. მათთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ხარისხი და სტილი, და არა დიზაინერის სახელი. ფრანგი ქალები სიამოვნებით ყიდულობენ სამოსს ჩვეულებრივ მაღაზიებში.

image

პარიზი მოდის დედაქალაქია, სადაც ესმით, რომ ნამდვილი სილამაზე უბრალოებაშია. საუკეთესო კი კარგის მტერია. ამიტომ ფრანგი ქალები არა გამოსაჩენად, არამედ უბრალოდ კარგად იმოსებიან.

0
2329
1-ს არ მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2329
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0