x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბუნებამ ალენ დელონის შვილებზე დაისვენა, მას მხოლოდ არაკანონიერი შვილი დაემსგავსა, რომელსაც ის არ აღიარებს

image

თუ მამა გასაოცრად ლამაზი, იღბლიანი და მდიდარია, არის თუ არა რაიმე გარანტია, რომ შვილებს მემკვიდრეობით გადაეცეთ? ვაშლისაგან ვაშლი წარმოიქმნება თუ ბუნება დაისვენებს ბავშვებზე?

სამწუხაროდ, ამისი არავითარი გარანტიები არ არის. ალენ დელონი ათწლეულების მანძილზე საფრანგეთის ყველაზე ლამაზი მამაკაცი იყო, ხოლო, მისი კარიერა სწრაფი და ბრწყინვალე. მისი ქონბება შეფასებულია ასიათასობით ევროდ. რაც შეეხება მის შვილებს, აქ საქმე სხვანაირადაა.


image


როდესაც ენტონი დაიბადა, მისი ცნობილი მამა ჯერ კიდევ არ ყოფილა პოპულარობის ზენიტში, მაგრამ ის უკვე საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველაზე ლამაზი მსახიობი იყო.

ალენი იყო 28 წლის ასაკში, როდესაც მისი პირმშო დაიბადა, საკმაოდ სწრაფი ქორწინების შემდგომ ნატალისთან. (ისინი ერთმანეთს მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იცნობდნენ)


image


ბედნიერი ბავშვობა დიდხანს არ გაგრძელებულა - ენტონი ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც მისი მშობლები გაიყარნენ და მისი დედა იყო ძირითადად მისი აღზრდის საქმეში ჩართული (ნატალი ძირითადად, პირად ცხოვრებით იყო დაკავებული).

თავდაპირველად ისინი ცხოვრობდნენ ამერიკაში, შემდეგ დაბრუნდნენ საფრანგეთში. მოზარდი და შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი, ენტონი იყო ტიპიური ფრანგი, რომელიც ღამის კლუბებში დადიოდა და წვრილმანი ხულიგნობისთის ხვდებოდა პოლიციის განყოფილებაში.



image


მან ერთი თვეც კი გაატარა ციხეში, საიდანაც მამამ გაიყვანა. შემდეგ ენტონი ცდილობდა ჩართულიყო ბიზნესში, მიეღო მონაწილეობა ფილმებში.

ენტონი გამოჩნდა ეპიზოდურ როლებშიც, მაგრამ სამწუხაროდ, მას არ ქონდა მამის ქარიზმა და ხიბლი.

შემდგომში, როცა ის ოცდაათი წლის იყო, გამოსწორდა. ახლა ენტონი არის საკმაოდ პოპულარული მსახიობი, მას ყავს ორი შვილი.

მის ურთიერთობას ალენთან არ ეთქმის ახლო, პირიქით არის რთული. სამწუხაროდ, ენტონი ყოველთვის დარჩება მხოლოდ მამის ჩრდილში, რაც უდავოა, მძიმეა მისთვის.


image

როცა ენტონი გაჩნდა, მაშინ ალენი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, ალან-ფაბიანი და ანუშკა კი დაიბადნენ, როცა მსახიობი თითქმის 60 წლის იყო.

ამ ვაჟისა და ქალიშვილის აღზრდას დელონი უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქორწინება მოდელთან როზალი ვან ბრემენთან საკმაოდ სტაბილური იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, არა მარადიული.



image

15 წლის შემდეგ მან მიატოვა ალენი. სწორედ იმ დროს, როდესაც ალან-ფაბიანი შევიდა გარდამავალ ასაკში. დაიწყო სკანდალები, დალევა - ყველაფერი ის, რაც არის ხოლმე მდიდარი ოჯახის ბავშვებში, როცა არ არსებობს სათანადო ზედამხედველობა.

დელონის უმცროსი შვილი ციხეში არ იმყოფებოდა, მაგრამ ნარკოტიკების მოხმარების გამო კლინიკაში მოხვდა. შემთხვევით გასროლის დროს კი, როცა, იარაღით ერთობოდა, მას შემოაკვდა გოგონა.



image


ანუშკა, ალბათ, დელონის ყველაზე წარმატებული შვილია, მისი შვილებისგან განსხვავებით, მას თავისი საყვარელი მამისგან მეტი ზრუნვა არ დასჭირვებია, მათ ძალიან სათუთი ურთიერთობა აქვთ, ალენ დელონი აღმერთებს ქალიშვილს.


image


ალენ დელონის არაკანონიერი შვილის სახელია არი ბორგონი, რომელიც გერმანელი როკ-მომღერალი ნიკოდან შეეძინა მსახიობს.

მსახიობი არასდროს აღიარებდა ამ ბავშვს და ამტკიცებდა, რომ მის დედასთან რომანი არ ქონია და ქონდა მხოლოდ შემთხვევითი კავშირი.

არისთან შედარებით, დელონის სხვა შვილები იღბლიანი არიან. არი ბავშვობიდან დედასთან იზრდებოდა, რომელიც იყო ალკოჰოლ და სხვა ნივთიერებებზე დამოკიდებულება, რთული იყო მისი ბავშვობა.



image

დედის ასეთმა ცხოვრების წესმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ არი გაიზარდა თითქმის უსახლკაროდ. ბოლოს ალენის დედამ წაიყვანა თავისთან, მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი მას არ აღიარებდა.

გარკვეული დროის განმავლობაში, ბიჭი ცხოვრობდა ამ ოჯახში, ხანდახან ხვდებოდა დედას, რომელმაც საბოლოოდ გახადა წამალზე დამოკიდებული. უფრო მეტიც, როცა მისი ცნობილი მამა, დედასთან სანახავად მიდიოდა, მოითხოვდა, რომ არი თვალით არ დანახვოდა მას.

ზოგადად, ცხადია, რომ ადამიანს, რომელიც გაიზარდა ასეთ გარემოში, ძნელია ჰქონდეს მყარი ცხოვრება.

ასეც მოხდა, არი ფოტოგრაფიაშია ჩართული და მუდმივად მკურნალობს კლინიკებში.

"შენ კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ჩემი შვილი არა ხარ, შეხედე ჩვენ არ ვგავართ ერთმანეთს." - ეს ყველაფერი არიმ მოისმინა ალენიდან მხოლოდ მათი ერთადერთი შეხვედრის დროს, როცა ალენ დელონი დედის დაკრძალვაზე მივიდა.





0
3582
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
3582
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0