x
image
გემი დალანდი
როგორია მოდური მაკიაჟი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში
image

მიუხედავად იმისა, რომ მოდის ტენდენციებს პოდიუმიდან გვკარნახობენ და ყველასთვის ერთი უნდა იყოს, ყველა ქვეყანაში მაინც ნახავთ გამორჩეულ ტრენდს და ეს განსაკუთრებით მაკიაჟს ეხება.

გინდათ იცოდეთ, როგორ გამოიყურებიან მოდის მიმდევრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და რას კარნახობს მოდას მეგან მარკლი?

იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად ამ 12 ქვეყანაში, შესაძლოა სწორედ ის მაკიაჟი იპოვოთ, რომელიც თქვენ მოგიხდებათ.



1.ავსტრალია

ავსტრალიელი ქალები ფრნაგებს ბაძავენ. მოდურია თვალის ყავისფერი, ბეჟი და ბრიჯნაოსფერი შეფერილობა. პატი დუბროფი, რომელიც ჰოლივუდის ავტორიტეტულ ვიზაჟისტად ითვლება, აღფრთოვანებული დარჩა ავსტრალიელი მსახიობისა და პროდიუსერის მარგო რობის მაკიაჟით.

image

2.ჰოლანდია

ჰოლანდიელი ლამაზმანები რიანას ბაძავენ: უბრალო ვარცხნილობა, მბზინავი კანი, ვარდისფერი რუჟი, გამჭვირვალე “ბლესკი" და თეთრი ჩრდილები თვალებზე.

image

3.ესპანეთი

ყველაზე პოპულარულია ტროპიკული საზაფხულო მაკიაჟი:თამამი შეფერილობის თვალის ჩრდილები და ტუჩსაცხები, ფერადი ფრჩხილის ლაქი და ჰოლოგრაფული ეფექტი. მთავარი დევიზია: რაც უფრო პროვოკაციულია, მით უკეთესი.

image

4.არგენტინა

პოპულარულია “უმაკიაჟო" მაკიაჟი, რომელიც რთულ ტექნიკას მოითხოვს, რადგან მაკიაჟის დახმარებით ყველაფერი ბუნებრივ სილამაზედ უნდა წარმოაჩინო, ისე, რომ მაკიაჟი არ შეგეტყოს.

image

5.პოლონეთი

პოპულარულია სველი თვალების ეფექტი, რომელიც ტუჩის “ბლესკის" დახმარებითაც შეგიძლიათ მიიღოთ. მაკიაჟმა ხასიათი უნდა გამოკვეთოს, ამიტომ უპირატესობას ღია ფერებს ანიჭებენ.

image

6.ტაილანდი

აუცილებელია თვალის ჩრდილი, რუჟი და ტუჩსაცხი. მთავარი მიზანია-უფრო ახალგაზრდად გამოჩნდე. სწორედ ასეთი ეფექტის მიღწევა შეიძლება მარჯნისფერი ტუჩსაცხით და რუჟით.

image

7.თურქეთი

არ აქვს მნიშვნელობა გამოკვეთილი მაკიაჟი გიყვართ თუ ბუნებრივი. სეზონის ჰიტია ბრინჯაოსფერი ჰაილაითერი და ჭორფლი, როგორიც მეგან მარკლს აქვს. ჭორფლის დახატვა ფანქრით ან ტატუ-სალონში შეგიძლიათ. ასევე, პოპულარულია ღია შეფერილობის ტუჩები, თვალის ჩრდილები და ბზინვა.

image

8.კანადა

მეგან მარკლის ჭორფლი და წარბები არა მარტო თურქეთში, კანადაშიც პოპულარულია. ყვითელი ფერის თვალის ჩრდილი კი მოდურია. თუ ამ ფერის ჩრდილებს ვერ ეგუებით, შეგიძლიათ ყვითელი პიგმენტი ღაწვებზე წაისვათ.

image

9.გერმანია

გერმანიაში უჩვეულო მაკიაჟი ყოველთვის პოპულარულია, მაგალითად, თეთრი ტუში. შესაძლოა უჩვეულოდ გეჩვენებათ, მაგრამ თეთრი ფერის ტუჩი თვალს ვიზუალურად ზრდის და გარეგნობას დაღლილ გამომეტყველებას აცილებს. სხვათაშორის, მეგან მარკლის წარბები გერმანიაშიც პოპულარული გახდა.

image

10.იტალია

გამოკვეთილი, მაგრამ აკურატული მაკიაჟი. შავი ან მუქი ლურჯი თვალის ჩრდილი. იმისთვის, რომ მზერა უფრო რბილი გახდეს, შეგიძლიათ ტუშიც გამოიყენოთ.

image

11.მექსიკა

ყველაფერი, რაც მაკიაჟისთვის გჭირდებათ-მბზინავი რუჯი, ბუნებრიფი შეფერილობის ტუჩსაცხი და ტუშია. უბრალოდ, მაგრამ ლამაზად.

image

12.რუსეთი

კვლავინდებურდა პოპულარობის პიკზაე ხელოვნური წამწამები და მონაცრისფრო-მოლილისფრო შეფერილობის ტუჩსაცხები. ასევე ნეოშეფერილობები:კობალტი, აკვამარინი, ყვითელი და ვარდისფერი.

image

1
215
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
215
  
2019, 3 მარტი, 19:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1