x
image
გემი დალანდი
3 ძირითადი თვისება, რომელიც ბავშვის წარმატებას განაპირობებს მომავალში
ყველა მშობელის ოცნებაა, რომ მისი შვილი წარმატებული იყოს. ამისთვის ძალისხმევას არ იშურებენ:ყიდულობენ საუკეთესო სათამაშოებს, ატარებენ სხვადასხვა წრეებზე, ითხოვენ მათგან გაკვეთილების კარგად მომზადებას, აწყობენ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში (სხვანაირად აბა როგორ?)... თუმცა, ამის მიუხედავად, შესაძლოა გულის სიღრმეში გრძნობდეთ, რომ მხოლოდ სწავლაში როდია საქმე. მაშ, რა არის კიდევ მთავარი?გენები?იღბალი? გამართლება?

გეგულებათ ისეთი მშობელი, რომელსაც უნდა, რომ მისი შვილი უიღბლო და უმიზნო ადამიანად გაიზარდოს?-ასეთი მშობელი არ არსებობს. ყველას უნდა, რომ მისი შვილი წარმატებული და მიზანსწრაფული ადამიანი იყოს, უფრო მდიდარი და ბედნიერი, ვიდრე თავად. და მაინც, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბავშვი თავდაჯერებულ, ჭკვიან და თავისუფალ ადამიანად გავზარდოთ?

არსებობს უამრავი კვლევა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თანდაყოლილი უნარები, ინტელექტი და მემკვიდრეობა არც ისე დიდ როლს ასრულებენ ცხოვრებაში. ეკონომისტი ჯეიმს ჰეკმანი ამის ნათელი დადასტურებაა:მან დაამტკიცა, რომ IQ-ს მაჩვენებელი პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას ფინანსურ კეთილდღეობაზე.აი, გულმოდგინებას, მიზანსწრაფულობას და თანამშრომლობის უნარს კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ. თუმცა, რატომღაც აღზრდის საკითხში ამ თვისებებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ამის შეცვლა კი ნამდვილად შეგიძლიათ.

აი, ის სამი მთავარი თვისება, რომელთა განვითარება ბავშვში დღეიდან უნდა დაიწყოთ, რათა ხვალ მათ წარმატებას მიაღწიონ.


1.გარშემომყოფებთან ურთიერთობის უნარი

imageპენსილვანიის და დიუკის უნივერსიტეტების მეცნიერებმა საინტერესო კვლევა ჩაატარეს:ისინი დაახლოებით 700 ამერიკელი ბავშვის და მოზარდის ცხოვრებას აკვირდებოდნენ, რომელთა ასაკი 25 წლამდე მერყეობდა. მეცნიერების მიზანი იყო დაედგინათ კავშირი ბავშვობაში მათ სოციალურ უნარებსა და მოზარდობაში მიღწეულ წარმატებას შორის.

აღმოჩნდა, რომ კონტაქტური ბავშვები მათ მორიდებულ და ჩაკეტილ თანატოლებზე უფრო მეტ წარმატებას აღწევდნენ:მათმა უმრავლესობამ კოლეჯი დაამთავრა, 25 წლის ასაკში კარგ სამსახურებში დასაქმდნენ და არც ნასამართლეობა ჰქონდათ.

ამის მიზეზი კი სავარაუდოდ ისაა, რომ სოციალურად განვითარებული ბავშვები საერთო ენას ადვილად პოულობენ გარშემომყოფებთან, თავს არიდებენ კონფლიქტურ სიტუაციებს და პატივს სცემენ სხვა ადამიანებს.

ამასთან, ურთიერთობა მხოლოდ საუბრის და ლაპარაკის უნარს როდი გულისხმობს. ავტორი ბესტსელერისა “მაღალეფექტური ადამიანების 7 თვისება" სტივენ კოვი-ურთიერთობის უნარს უწოდებს არა იმდენად ლაპარაკის უნარს, არამედ უნარს გაუგო მოსაუბრეს:

“როცა არ გვძინავს, თითქმის მთელი დრო ვურთიერთობთ. მაგრამ, აი რაზე იფიქრეთ:ჩვენ წლებს ვხარჯავთ იმაში, რომ წერა და კითხვა ვისწავლოთ. წლებს ვხარჯავთ -რომ ლაპარაკი ვისწავლოთ. და მოსმენაზე რას იტყვით?რომელი სასწავლო კურსი გაიარეთ, რომ მოსმენა გესწავლათ?"

მნიშვნელოვანია ბავშვს ასწავლოთ, რომ პატივი სცეს სხვას, თავიდან აიცილოს კონფლიქტური სიტუაცია და ეგოისტი არ იყოს.ეს თვისებები ბავშვს ჯერ კიდევ პატარა ასაკში გამოადგება. ასეთი ბავშვი ჩხუბს არ დაიწყებს სხვისი სათამაშოსთვის და იმაზე იფიქრებს, თუ როგორ შეიძლება ერთად თამაში. ასეთი ბავშვები სკოლაშიც კარგი ყოფაქცევით გამოირჩევიან და მასწავლებლებთან და თანატოლებთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

სწორედ ამ თვისებების გამოა, რომ ბავშვი, თუნდაც ძალიან ჭკვიანი, იმის გამო, რომ ურთიერთობა უჭირს და ჩაკეტილია, წარმატებას იშვიათად აღწევს და არც კარგი შემოსავალი აქვს, მაშინ, როცა აქტიური, თუმცა IQ-თი არც ისე გამორჩეული ადამიანები სერიოზულ თანამდებობებს იკავებენ და ხელმძღვანელებიც ხდებიან.

თუმცა, გახსოვდეთ, წარმატება მხოლოდ სამსახურით როდი იზომება. ის ბევრ ფაქტორს მოიცავს, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვნად ხშირად ასახელებენ ახლობელი ადამიანების მხარდაჭერას. ადამიანი მაშინ თვლის თავს წარმატებულად, როცა თავისი საქმის პროფესიონალია, კარგი ოჯახი აქვს და მყარი ურთიერთობა აქვს მეგობრებთან, რომლებიც მასთან ერთად იზიარებენ ყველაფერს, რაც ისევ და ისევ კარგი საკომუნიკაციო უნარების დამსახურებაა.


2.მიზანსწრაფულობა

imageცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი და მწერალი ანჯელა დაკვორტი წარმატების მიღწევისთვის აუცილებელ თვისებად სწორედ ადამიანის შეუპოვრობას და მიზანსწრაფულობას მიიჩნევს. თავის ჯგუფთან ერთად ის წლების განმავლობაში აკვირდებოდა ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის კადეტებს, ორთოგრაფიის კონკურსის მონაწილეებს, მასწავლებლებს და გაყიდვების მენეჯერებს. კვლევის მიზანი იყო გამოერკვიათ თუ ვინ მიაღწევდა თავის სფეროში წარმატებას და რომელი თვისებების ხარჯზე. ერთი შეხედვით განსხვავებულ ადამიანებს რაღაც საერთო ნამდვილად ჰქონდათ და ეს არ იყო კარგი გარეგნობა, ძალა ან მაღალი IQ. ეს ის იყო, რასაც ფსიქოლოგი ხასიათის სიმტკიცეს უწოდებს.

თანდაყოლილი მონაცემები და ტალანტი თითქმის არანაირად არაა დაკავშირებული ზრდასრულ ასაკში ადამიანის მიღწევებთან-დარწმუნებულია ფსიქოლოგი. ნამდვილი წარმატება შეუპოვრობასა და მიზანსწრაფულობას მოაქვს. უამრავი ცხოვრებისეული მაგალითი არსებობს, როცა მიზანსწრაფული “სამოსნები" უფრო მეტ წარმატებას აღწევენ, ვიდრე ზარმაცი და გენიოსი ადამიანები.


3.შემოქმედებითი აზროვნება

imageალბერტ აინშტაინმა თქვა:“წარმატებული ადამიანი-თავისი წარმოსახვის შესანიშნავი მხატვარია. წარმოსახვა ცოდნაზე გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი უსაზღვროა."

სწორედ წარმოსახვითი აზროვნება გვეხმარება ზოგჯერ რთული სიტუაციებიდან გამოსავლის მოძებნასა და პრობლემების გადაჭრაში. ეს კი უკვე წარმატების ნახევარს ნიშნავს.

არავინ იცის, რისი გაკეთება მოუწევს მომავალში, მაგრამ ერთი რამ ცხადია:კრეატიული აზროვნება ბავშვს დაეხმარება სწრაფად მოახდინოს ორიენტირება შრომის ბაზარზე, დროს ფეხი აუწყოს და შესაძლოა თავადაც კი შექმნას სამუშაო ადგილები.

0
242
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0