x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134387
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
შეუძლებელი მოხდა - მზეზე ზამთარი დაიწყო
image

მზეზე მეცნიერული საზოგადოებისთვის მოულოდნელად ზამთარი დაიწყო. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ლებედევის ფიზიკური ინსტიტიტუტის მეცნიერები ამბობენ, რომ მზის აქტივობა იმდენად დაბალია, რომ კომპიუტერულმა აპარატებმა ვერ დააფიქსირა იგი.

"შეუძლებელი მოხდა, მზის მოკლე ტალღის რადიაციის დონე, რომელიც ბოლო თვეებში უკვე რეკორდულად დაბალი იყო, შემცირდა დაახლოებით 100-ჯერ და დაეცა ინსტრუმენტების მგრძნობელობის ბარიერის ქვემოთ." - ამბობენ მეცნიერები და განმარტავენ, რომ ბარიერი 10-9 Вт/м2-ია, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალური რადიაციული ნაკადის დონე არ აღემატება 10-10 Вт/м2-ს.

ასტროფიზიკოსების აზრით, მზეზე მცირე მასშტაბის აქტივობაც არ შეიმჩნევა. "მიკრო და ნანო-ამოფრქვევა, როგორც ჩანს, ათჯერ შემცირდა. ეს საკმაოდ მოულოდნელია, რადგან რამდენიმე თვის წინ დაიწყო მზეზე ახალ ციკლი. ზოგიერთი პროგნოზით კი, 2019 წლის პირველი თვეების განმავლობაში, მზის აქტივობა უნდა გაზრდილიყო სწრაფად . ამის ნაცვლად, ჩვენი ვარსკვლავი კიდევ უფრო გაცივდა."- აღნიშნეს მკვლევარებმა.


მეცნიერები მიიჩნევენ, რომ უახლოეს დღეებში მზის რენტგენული სხივების რადიაციის დონე ნაწილობრივ აღდგება, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი გაგრძელდება მზეზე ზამთარი.

1
1739
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
1739
  
2019, 17 მარტი, 18:56
სიცივე ვერ ვიგრძენით, და ჩვეულებრივად თბილოდა, მართალია მზეზე ზამთარი ძაან იშვიათობა და წელს 2019 წელს მოხდა მზეზე გაზამთრება
0 1 1