x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508554
პროფესიული ორიენტაცია

image
პროფესიული ორიენტაცია საკუთარი თავის, შრომითი ბაზრისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ორგანიზება და სისტემაში მოყვანაა. მისი ძირითადი მიზანია დაეხმაროს ინდივიდს, აირჩიოს ან შეიცვალოს პროფესია მისი მიდრეკილებების, ინტერესების, შრომითი ბაზრის მოთხოვნების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. პროფესიული ორიენტაცია, როგორც შრომის ფსიქოლოგიის მიმართულება, უკვე 100 წელზე მეტს ითვლის. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ მისი ჩამოყალიბება ცნობილ ამერიკელ ფსიქოლოგს ჰიუგო მიუნსტერბერგს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, მეცნიერულ წრეებში პროფესიული ორიენტაციის ისტორიის ათვლას 1903 წლიდან იწყებენ, როდესაც ფრენკ პარსონსმა საფრანგეთში, სტრასბურგში პროფორიენტაციის პირველი კაბინეტი გახსნა. პროფესიის არჩევაზე არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას. 1) ინდივიდის ინტერესები, მიდრეკილებები. 2) პიროვნული მახასიათებლები 3) ინდივიდის ღირებულებები. 4) მშობლების, ოჯახის წევრების, მეგობრების შეხედულებები. 5) შრომითი ბაზრის მოთხოვნები. 6) სამუშაო გარემო, სამუშაოს ადგილმდებარეობა. პროფესიის არჩევისას მოზარდები ხშირად სირთულეებს აწყდებიან და შემდეგ შეცდომებს უშვებენ: 1) პროფესიის არჩევა ცხოვრებაში მუდმივად ერთი და იმავე საქმის კეთებას გულისხმობს. 2) პროფესიის ღირსეულ და ნაკლებად ღირსეულ კატეგორიებად დაყოფა. 3) მეგობრების და ოჯახის გავლენა. 4) პროფესიის მხოლოდ ერთი კონკრეტული კუთხით დაინტერესება. 5) საკუთარი პიროვნული თვისებების არცოდნა. პროფესიული და კარიერული კონსულტაციის დროს სხვადასხვა ტესტების გამოყენების მთავარი დანიშნულებაა დაეხმაროს პროფესიის მაძიებელს გაიღრმავოს ცოდნა საკუთარი თავის შესახებ და მიიღონ სწორი გადაწყვეტილება. არსებობს მრავალი ტიპის შესაფასებელი ტესტი, რომელსაც იყენებენ კარიერული კონსულტაციის დროს. ესენია: ღირებულებების, ინტერესების, მიღწევისა და უნარების, პიროვნების საზომი ტესტები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია ჰოლანდის პროფესიული ინტერესების ტესტი, ეს არის ინტროსპექციული, თვითდათვლადი და თვით-ინტერპრეტირებადი ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს რამდენიმე სკალას: 1) საქმიანობები 2) უნარები 3) პროფესიები 4) თვითშეფასება დონალდ სიუპერის კარიერული განვითარების თეორია. სიუპერის მიხედვით, ადამიანის კარიერული წარმატება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად კარგად შეუძლია მას თავისი მე-კონცეფციის იდენტიფიცირება და მისი აქტიურად გამოყენება პროფესიის არჩევის პროცესში. მე-კონცეფცია არის ინდივიდის რწმენები საკუთარი თავის შესახებ. კარიერული განვითარება სიუპერის მიხედვით, ხუთი ერთმანეთისგან განსხვავებული საფეხურისგან შედგება: 1) ზრდა- "შრომის სამყაროს" შესახებ ინფორმაციის მიღება. 2) გამოკვლევა- პროფესიული არჩევანის კრისტალიზება. 3) ფორმირება- სამუშაო გამოცდილების მიღება. 4) შენარჩუნება- სტაბილური კარიერის ჩამოყალიბება. 5) აქტივობის შემცირება- პენსიაზე გასვლა ან ახალი პროფესიის დაუფლება. საინტერესოა ასევე რუსი ფსიქოლოგის, ევგენი კლიმოვის ტესტი, რომელიც ეფუძნება შრომის საგნის მიხედვით კლასიფიცირებას. მისი აზრით, პროფესიები იყოფა 5 ძირითად ჯგუფად: 1) ადამიანი-ბუნება- ამ ჯგუფის ადამიანებს შეხება აქვთ ბუნებასთან, ცხოველთა სამყაროსთან. მაგ: აგრონომი, ვეტერინარი, მიკრობიოლოგი და ა. შ. მათი მიდრეკილება არის დაკვირვება და შესწავლა, ხილისა და ბოსტნეულის მოშენება, ცხოველებზე ზრუნვა. 2) ადამიანი- ტექნიკა- ამ ტიპის პროფესიაში ერთიანდება ისეთი საქმიანობა, რომელიც მოითხოვს მანქანებთან, მექანიზმებთან და მოწყობილობებთან ურთიერთქმედებას. მაგ: ინჟინერი, მძღოლი, ხარატი. 3) ადამიანი-ნიშანი- ნიშნის აღმნიშვნელ სისტემად შეიძლება გამოდგეს ციფრები, სიმბოლოები, ტექსტები. მაგ: პროგრამისტი, ბუღალტერი, მხაზველი, ოპერატორი. 4) ადამიანი-შემოქმედება- ამ ტიპის პროფესიებს და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას ხელოვნება ეწოდება. მაგ: მხატვრობა, ქანდაკება, ფოტოგრაფია, პროზა. 5) ადამიანი-ადამიანი- გულისხმობს მუდმივ მუშაობას ადამიანებთან და დაკავშირებულია შემდეგ პროფესიებთან: 1) სამედიცინო მომსახურება( ექიმი, მედდა...) 2) სწავლება და აღზრდა(ძიძა, მასწავლებელი) 3) საყოფაცხოვრებლო მომსახურება(გამყიდველი, გამცილებელი) 4) სამართლებრივი დაცვა(იურისტი, პოლიციის ინსპექტორი) ერთ-ერთი კითხვარია ოსიპოვის გადაწყვეტილების მიღების კითხვარი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეაფასოთ, რამდენად ხართ დარწმუნებული თქვენ მიერ შერჩეულ პროფესიის სისწორეში. ასევე შეძლებთ გამოყოთ ის ფაქტორები, რომელიც ხელს გიშლით პროფესიული გადაწყვეტილების მიღებაში. მაგ: მე ძალიან მოწადინებული ვარ დავამთავრო უნივერსიტეტი და დავიწყო მუშაობა. 4) სავსებით მგავს 3) ძალიან მგავს 2) მხოლოდ მცირედით მგავს 1) სავსებით არ მგავს. image

0
65
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0