x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მადონა კოიძე: „სახალხო კონტროლი“ იწყება - რომელ არხზე გავა გადაცემა?
image


პოპულარული სატელევიზიო გადაცემა „სახალხო კონტროლი“, რომელიც ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში ყოველ ხუთშაბათს გადიოდა და არხის იძულებითი დახურვის შემდეგ შეჩერდა, სატელევიზიო სივრცეში ბრუნდება. შემოქმედებითი ჯგუფი გადაცემის დახურვისთანავე ამბობდა, რომ გადაცემის აღდგენის თაობაზე სხვადასხვა არხებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.


ამჯერად გადაცემის ერთერთი წამყვანი და ქვეყნის მთავარი კონტროლიორი მადონა კოიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პოპულარული გადაცემა მალე აღდგება. ის ასევე აქვეყნებს ფოტოებსაც, საიდანაც ირკვევა, რომ გადაცემის გადაღებები უკვე დაწყებულია.


მადონა კოიძე ჯერ არ აკონკრეტებს კონკრეტულად რომელ სატელევიზიო არხზე გავა გადაცემა, არ რა დროს იქნება მისი ნახვა შესაძლებელი. თუმცა, გუნდი აკონკრეტებს, რომ ამ ეტაპზე შოუ ყოველკვირეული არ იქნება და ის ეთერში მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ გავა.



„სახალხო კონტროლი ეთერში ბრუნდება Liza Vadachkoria Marika Khidureli დამატებით ინფორმაციას რამოდენიმე დღეში მოგაწვდით... რაც შემიძლია გითხრათ გადაცემა კვირაში ორჯერ გავა, “ - წერს კოიძე.


გავრცელებული ხმების მიხედვით, „სახალხო კონტროლი“ „რუსთავი 2“-სა და „იმედთან“ აწარმოებდა მოლაპარაკებებს. თუმცა გასული წლის მიწურულს ონლაინ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გადაცემა „რუსთავი 2“-ზე გადაბარგდებოდა. იმხანად, ითქვა ისიც, რომ გადაცემის გუნდმა შემოთავაზება რუსთავი2-ის ხელმძღვანელობისგან მიიღო.


0
389
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0