x
image
დავითი ჩუთლაშვილი
მსოფლიოს უძლიერესი ვალუტა
ფრანკი

მსოფლიოს უძლიერესი ვალუტა არის შვეიცარიული ფრანკი. ამას მოწმობს Credit Suisse-ს ახალი კვლევა. როგორც ირკვევა, უკანასკნელი 119 წლის მანძილზე დედამიწის არცერთ ქვეყანას არ ჰქონია უფრო მყარი, სტაბილური და ძლიერი ფული, ვიდრე შვეიცარიას.


როგორც შვეიცარიული ფინანსური ბაზრის კვლევამ დაადასტურა, 100 წლის წინ 10 000 ფრანკის ინვესტირება რომ მოგეხდინათ ამავე ქვეყნის აქციებსა და ფასიან ქაღალდებში, დღეს 1, 59 მილიონი ფრანკი გექნებოდათ, ხოლო იმავე 10 000 ფრანკს დეპოზიტზე განთავსებით 150 000 ფრანკი დაგიგროვდებოდათ, აბსოლუტურად ყოველგვარი დანაკარგების და ინფლაციის გარეშე.


1900 წლიდან მოყოლებული ფრანკი საშუალოდ მხოლოდ სულ რაღაც 2, 2 %-იან ინფლაციას განიცდიდა. მსგავსი დაბალი მაჩვენებელი სხვა არცერთ ვალუტას არ გააჩნია მთელ პლანეტაზე. თვით ისეთი მყარი ვალუტის ინფლაციის დონეც კი, როგორიც ამერიკული დოლარია, კვლევის თანახმად წელიწადში 2, 9 % აღმოჩნდა.



ბოლო 119 წლის მანძილზე მსოფლიოს ყველა ვალუტა გაუფასურდა შვეიცარიულ ფრანკთან მიმართებით. ამავე პერიოდში შვეიცარიული ფრანკი დოლართან მიმართებით საშუალოდ 0, 7 %-ით მყარდებოდა ყოველწლიურად.


შვეიცარიული ფრანკის ასეთ გასაოცარ სიმყარეს განაპირობებს ალპებში არსებული ამ პატარა სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემა, რომელიც პირდაპირი დემოკრატიით ხასიათდება და გამორიცხავს საზოგადოებრივ რყევებს და ქვეყნის შიგნით არასტაბილურობის აღმოცენებას. მართლაც, ბოლო 119 წლის მანძილზე შვეიცარიაში არ ყოფილა რაიმე სერიოზული ხასიათის სახალხო მღელვარება, რადგან ხელისუფლება შვეიცარიაში არის... პირდაპირ ხალხი.


სწორედ ამიტომ შვეიცარიის მოქალაქეები სულ უფრო მდიდრდებიან, სულ უფრო უკეთეს განათლებას იღებენ, სულ უფრო დიდხანს ცოცხლობენ და მსოფლიოშიც სულ უფრო მეტი ადამიანი მუშაობს შვეიცარიელების კეთილდღეობაზე.

1
969
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
969
  
2019, 3 მარტი, 15:06
და ქართული ლარი????? ამ კვლევის ავტორები მიკერძოებულები არიან
0 1 1