x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პირველად ისტორიაში,მარიხუანას კომპონენტები ლაბორატორიული წესით მიიღეს

image
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მიღებული ნივთიერება დაეხმარებათ დაამზადონ სამკურნალო პრეპარატები, რომელიც ნებადართულია ხელისუფლების მიერ.


კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ბერკლიდან შეძლეს მარიხუანას კომპონენტების სინთეზირება გენეტიკურად მოდიფიცირებული საფუარიდან, იუწყება გამოცემა Nature.


მიღებული ნივთიერებით შესაძლებელია დამზადდეს წამლები კანაბიდიოლის საფუძველზე-ეს არის ნაერთი, რომელსაც შეიცავს მარიხუანა და გააჩნია თერაპიული ეფექტი, მის გამოყენებას უკვე ოფიციალურად მხარი დაუჭირა ამერიკის ხელისუფლებამ.


კანაბიდიოლი გამოიყენება ეპილეფსიური გულყრების დროს და აგრეთვე პარკინსონის დაავადებულთათვის.


image

ამის შემდეგ უკვე საჭირო აღარ იქნება მარიხუანას პლანტაციების მოშენება, რომელიც დიდ ხარჯებს მოითხოვს, მით უმეტეს, რომ ამ მცენარეში კანაბიდიოლის შემცველობა ძალზე მიზერეულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წამალი უფრო იაფი იქნება.


შეგახსენებთ, გასული წლის დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცაციამ (WHO) გამოქვეყნა დასკვნა, რომ

კანაბიდიოლი, რომელსაც მარიხუანა შეიცავს, არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას და ნარკოტიკულ თრობას, რაც მარიხუანას ახასიათებს.


ნარკოტიკულ თრობასა და დამოკიდებულებას იწვევს მარიხუანაში შემავალი მეორე მთავარი კომპონენტი - ტრაჰიდროკანაბინოლი.


WHO-ს განცხადებით კვლევების შედეგად უკვე დადასტურებულია, რომ კანაბიდიოლი ეფექტურია შემდეგი

დაავადებების მკურნალობისთვის: ეპილეფსია, ალცჰაიმერის დაავადება, სიმსივნე, ფსიქიკური აშლილობა, პარკინსონის დაავადება და სხვა.






3
86
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
86
  
2019, 3 მარტი, 11:39
წავიკითხე და მერე დავწერე უბრალოდ მზარავს მარიხუანას გაგონება და სხვა ნარკოტიკული საშვალებები
2019, 3 მარტი, 10:06
ისე ჯობდა ჯერ წაგეკითხა,დასკვნა გამოგეტანა დ ამერე დაგეწერა ეგ კომენტარი
2019, 2 მარტი, 18:21
მეგობრობის ხათრით დაგიწერე ლაიქი
0 1 3