x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ყველაფერი ჩამომეტყლარჭა, პირველი ორი თვე მიქვავდებოდა, მიჩირქდებოდა, მტკიოდა, მაგრამ..."

ყოფილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ინსტაგრამის პირად გვერდზე ბავშვის ბუნებრივ კვებასთან დაკავშირებით პოსტს წერს.


"აუ არ შემიძლია ამ თემას არ შევეხო და არ გამოვიყენო ჩემი მკითხველების რაოდენობა პროპაგანდის გასაწევად.. არ ინერვიულოდ პოლიტიკაზე არ დავიწყებ ქადაგებას. ისევ ძველებურად ჩემს, ქალურზე მოგიყვებით. ახლა მოდაშია ბავშვის გაჩენის შემდეგ ეგრევე გადაკვრა, რომ შეინარჩუნო ფორმები (დამიჯერეთ ჩემზე მეტად ეს არავის აწუხებს) . ზოგი ფორმების შენარჩუნებას, ზოგი გაუსაძლის ტკივილს, ზოგი რას და ზოგი რას ასახელებს ბუნებრივ კვებაზე უარის თქმის მთავარ მიზეზად. ყველაფერი ჩამომეტყლარჭა, პირველი ორი თვე მიქვავდებოდა, მიჩირქდებოდა, მტკიოდა. მაგრამ ნამუსმა თავისი ქნა და არ შევწყვიტე ჭმევა. კი მესმის, რომ არც არაფერი მოუვა იმ ბავშვს თუ არ აჭამე, მაგრამ როგორი საოცრებაა როდესაც ჩვენი ორგანიზმი ქმნის “ექსკლუზიურად” ჩვენი ბავშვისთვის საარსებო საკვებს. დედის ორგანიზმმა იცის რა უნდა მის შვილს და სწორად იმ რაოდენობით აწვდის ვიტამინებს, თუ მინირალებს, თუ ცილებს, თუ რაც სჭირდება. ახლა იმიტომ ვწერ რომ გუშინ კბილი დამეშალა და დღეს ექიმმა მითხრა ეს იმიტომ რომ ბავშვს აჭმევ, მას სჭირდებოდა ეტყობა ამ ბოლო დროს ბევრი კალცი და შენ მოგაკლდაო(მართლაც ბოლო ერთ თვეში, ოლივერს 6! კბილი ამოუვიდა). აი ხომ დავზარალდი, მაგრამ მაინც არ ვნანობ არც ერთი წუთით რომ ჯერ კიდევ ვაჭმევ და ვაპირებ ასე 1 წლამდე გავაგრძელო. დაფიქრდით, ხალხი მილიონებს იხდის რომ დიზაინერმა მხოლოდ მათთვის განკუთვნილი კაბა შეკერონ და ბუნება აბსოლუტურად უფასოდ ასაჩუქრებს თქვენს პატარას მხოლოდ მისთვის შექმნილი ოქროს სითხით.(ეს მაგალითი ერთხელ მეგობარმა მომიყვანა და კარგად ჩამრჩა) მოკლედ, არ დაიზაროდ რა ქალბატონებო, ამაზე კარგს ვერაფერს იზამთ. ცოტა გავიჭირვოთ, სამაგიეროდ იმუნიტეტი, ჯანმრთელობა და ბოლოს და ბოლოს ეკონომიაც ;))) გამოგვივა. ახლა თან ხომ გასამხნევებელი გამომივიდა ეს პოსტი, მაგრამ ნეტავ იცოდეთ ამავდროულად რა დაქანცული ვარ ამ ჭმევის გამო(მგონი ცოტა თავსაც ვიწყნარებ, აქ რომ ვწერ) ერთი ის მამშვიდებს რომ ძალიან მომენატრება ეს მომენტები ცოტა რომ წამოიზრდება... "


image

0
630
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
630
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0