x
image
ელენე გუმა
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამი პირი: 1973 წელს დაბადებული გ.ა., 1974 წელს დაბადებული ზ.კ. და 1984 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.



image



0
13
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0