x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134487
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
"ის გუშინ მოკვდა. გაზის გამათბობელმა დააგროვა მის ოთახში სასიკვდილო ჰაერი."
"რუსთავი 2"-ი ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი სოციალურ ქსელში 2 დღის წინ გარდაცვლილი გოგონას, ანა ჯაფარიძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"გამარჯობა. ჯორჯ კარელია გაქვთ?
-რა?
აი ის ყვითელი, არასტანდარტული კოლოფი.
-აა...
მაგრამ მაინც ვერ მიხვდა, რომელ სიგარეტს ვითხოვ.
ასეთი ასი ათასი შემთხვევა მაგონდება და თუ კონსულტანტის უფრო მეტად გაოცებას გადავწყვეტ, დიალოგს ვამატებ; ჯორჯ კარელია და მისი ვაჟები....
უჰუუუ სულ დაიკარგა.

ჯორჯისა და მისი ვაჟების მიერ შექმნილ სიკვდილს ვეწევი. ეს სიგარეტი მხოლოდ რამდენიმე მაღაზიაში აქვთ, ერთი დიღომშია რობაქიძის გამზირზე.
იქ ანა ჯაფარიძე მუშაობდა, ერთადერთი კონსულტანტი მზის სისტემაში, რომელმაც იცოდა ჯორჯისა და მისი ვაჟების შექმნილი სიკვდილის 20 ღერი, რომ არასტანდარტულ ყვითელ კოლოფში ინახებოდა.
თუ სალაროსთან ანა იდგა, მიხაროდა, საოცრად ლამაზი იყო, უსაოცრესად ლამაზი - მისი ღიმილი.
ის გუშინ მოკვდა. გაზის გამათბობელმა დააგროვა მის ოთახში სასიკვდილო ჰაერი."- წერს ჟურნალისტი.


ცნობისთვის, თბილისში, კნოლევის ქუჩაზე 20-21 წლის გოგო და ბიჭი, სავარაუდოდ ოთახში დაგროვილმა CO-მ იმსხვერპლა.



წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი „ნიკალა“ გახდა.

image

2
3130
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
3130
  
0 1 2