x
მითოლოგია - გილტინე(იკვდილის სიმბოლო)

Related image

გილტინე-ლიტვური ენიდან თარგმანი აღნიშნავს-"სიკვდილის სიმბოლოს".ლიტვური მითოლოგიის მიხედვიტ, იგი წარმოადგენდა სიკვდილის ღვთაებას, რომელსაც გამოსახავდნენ ცელით ხელში მოსიარულე ჩონჩხის სახით.ადგილობრივთა შეხედულების თანახმად, გილტინე სიკვდილს თესდა უამრავი სხვადასხვა დაავადებისა და ავადმყოფობების სახით.ის უმალვე ჩნდებოდა იმგანუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანთან, რომელიც უეჭველ სიკვდილს ელოდა.ცნობილი გერმანელი პროტესტანელი პასტორი, თეოლოგი, ეთნოგრაფი და ისტორიკოსი-მათეუს პრეტორიუსი(1635-1704 წლები), გილტინეს მრისხანებისა და უბედურების ღვთაებებთან ათანაბრებდა და ირწმუნებოდა, რომ ის არა მარტო ლიტველი ხალხის მითოლოგიასა და ფოლკლორში იყო ცნობილი, არამედ გერმანელი(პრუსიელი)ხალხის მითოლოგიაშიც ფართოდ იყო გავრცელებული.
XVII საუკუნის სხვადასხვა წყაროების ცნობების თანახმად-გილტინე განიხილებოდა ჭირის ღვთაებად და სიკვდილის ერთგვარ სულად, რაც ადამიანებს მისი სახელის მიმართ მეტად უარყოფითად განაწყობდა.აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ადრეულ ეპოქაში გარდაცვლილთა მრავალ საფლავსა და აკლდამაზე გამოსახული გახლდათ ცელით ხელში მყოფი ჩონჩხის გამოსახულება, რომელიც სწორედ ლიტვური მითოლოგიის სიკვდილის ღვთაება-გილტინე გახლდათ.

0
4
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0