x
image
ვიზა კოხაძე
როგორ მოვამზადოთ ფორთოხლის და გრეიფრუტის ჟელე?
imageარა ერთი ვერსია არსებობს ფორთოხლისა და გრეიფრუტისაგან

უგემრიელესი ჟელეს მომზადებაზე. ჩვენ განვიხილათ ერთ–ერთ მათგანს, გაცილებით უფრო მარტივს და ჰაეროვანს.

საჭირო ინგრედიენტებია:

1 ) ფორთოხალი - ხუთი ცალი;


2 ) გრეიფრუტი - 1 ცალი;

3 ) ლიმონი - 1 ცალი;

4) შაქარი - 0, 5 კილოგრამი;

5 ) ჟელატინი - 3 სუფრის კოვზი.

ეს პორცია გათვლილია ოთხ ადამიანზე და მისი მომზადების წესი გრძელდება მხოლოდ 20 წუთი. პირველ რიგში ჟელატინი გახსენით ორ ჭიქა ცხელ წყალში.

ცალკე გამოწურეთ 5 ცალი ფორთოხალი და ერთი ცალი გრეიპფრუტი. დაამატეთ შაქარი ნახევარი კილოგრამი და ლიმონის როგორც ცედრა, ასევე მთლიანი ლიმონის წვენიც. ჩაასხით ასევე ჟელატინი და დატოვეთ 10 წუთი.ცალკე თასზე მოათავსეთ ფორთოხლის და გრეიპფრუტის კანი გასუფთავებული და დატკეპნილი, დაამატეთ ამასაც ჟელატინი და ურიეთ, სანამ პატარა კრისტალებად არ გადაიქცევა. დაამატეთ წყალი ცივი ერთი ჩაის ჭიქა და ადუღეთ ნელ ცეცხლზე მხოლოდ ერთი–ორი წუთი.imageროდესაც გაცივდება, სადღაც 40 წუთის შემდეგ ნახარში გაწურეთ საცერში ქერქის მოშორებიც მიზნითაც და სუფთა ნახარშს დაუმატეთ შაქარი, უკვე გახსნილი ჟელატინი და ცოტა ხნით ისევ ცეცხლზე დადგით. არ უნდა აადუღოთ. ნახარშს დაუმატეთ გამოწურული ხილის წვენი, რა პროცედურაც თავშივე ჩაატარეთ. გადმოდგით ცეცხლიდან და მიღებული ჟელე ჩაასხით ფორმებში. შეგიძლიათ 4 - 5 საათი შედგათ მაცივარში.

თუ ყველაფერი სწორად გააკეთეთ, თქვენ მიიღეთ უგემრიელესი სასუსნავი - ფორთოხლის და გრეიფრუტის ჟელე.



გემრიელად მიირთვით.

0
90
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0