x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დაღუპული მეხანძრის ხელის ანაბეჭდის საიდუმლო

ჩიკაგო. 1924 წლის 18 აპრილი პარასკევი იყო. საღამოს 19:30 საათზე, ერთ-ერთმა გამვლელმა 1363 South Blue Island Avenue-ზე მდებარე აგურის 4 სართულიანი სახლის ფანჯრიდან გამომავალი კვამლი შენიშნა, მაშინვე გაიქცა უახლოეს სახანძრო ჯიხურისკენ და განგაშის ბერკეტი გადმოსწია.


image


როდესაც სახანძრო განყოფილებამ გამოძახების სიგნალი მიიღო, მეხანძრე ფრენსის ლევი უფროსის კაბინეტში ფანჯარას წმენდა. ის კაპიტანთან მივიდა და უთხრა, რომ დაწყებულ საქმეს შემდეგში დაასრულებდა და დანარჩენ მეხანძრეებთან ერთად, გამოძახებაზე წავიდა. როდესაც ბრიგადა ადგილზე მივიდა, იქ 4 სხვა განყოდილების მეხანძრეებიც დახვდათ და აღმოჩნდა, რომ ხანძარი არც ისე ძლიერი იყო. მეხანძრეებმა ხანძრის კერის ლოკალიზება მალევე შეძლეს, მაგრამ უეცრად გარე კედელი გადაიხარა და პირდაპირ იმ ადგილზე ჩაინგრა, სადაც მეხანძრეების ერთი ნაწილი იყო. გარეთ მყოფები, მაშინვე დასახმარებლად გაიქცნენ და ნანგრევების გაწმენდა დაიწყეს. მაგრამ, უკვე გვიან იყო, 8 ადამიანი ადგილზე დაიღუპა... მათ შორის, ფრენსის ლევიც იყო.

მეხანძრეების დაღუპვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დეტალურად გამოიძიეს ყველაფერი და აღმოჩნდა, რომ დაზღვევის თანხის მიღების იმედით, შენობაში ხანძარი განზრახ გააჩინეს. შენობის მფლობელები დაიჭირეს და გაასამართლეს.

ამ მოვლენიდან მეორე დღეს, ერთ-ერთმა მეხანძრემ, მინაზე რომელსაც ლევი წმენდდა, ხელის მკვეთრი ანაბეჭდი შენიშნა. მეხანძრეებმა მისი გაწმენდა ყველანაირად სცადეს (საპნით, მჟავით, ამიაკით...), მაგრამ მინას ვერაფრით მოაცილეს. კაპიტანმა პროფესიონალი მინის მწმენდავებიც კი გამიძახა და მათაც ყველა ღონეს მიმართეს. თუმცა, ანაბეჭდი მაინც ვერ გააქრეს.


image


მეხანძრეები ამბობდნენ, რომ ანაბეჭდი ლევის სულის მიერ დატოვილი «სუვენირი» იყო. და ისინი არ ცდებოდნენ... სახანძროს თანამშრომლებმა გარდაცვლილი მეხანძრის ხელის ანაბეჭდი კადრების განყოფილების საბუთებიდან ამოიღეს და მინაზე დატოვებულ ანაბეჭდს შეადარეს. არმოჩნდა, რომ ანაბეჭდები იდენტური იყო.

მისტიკური იყო ამ ისტორიის დასასრულიც: 1944 წლის 18 აპრილს ფოსტალიონმა ველოსიპედით ჩაუქროლა სახანძრო განყოფილებას და გაზეთების საკმაოდ დიდი შეკვრა გაისროლა მისი ჭიშკრისკენ. სიჩქარეში ვერ გათვალა და გაზეთები სწორედ იმ მინას მოხვდა, რომელზეც ანაბეჭდი იყო. ის დაიმსხვრა, ხოლო მორიგე მეხანძრეებმა მისი ყველა ნაწილი მოაგროვეს, შეაერთეს და ნახეს, რომ მინაზე ანაბეჭდი აღარ იყო. ის გაქრა...

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* წარსულიდან მოვიდა და ტრაგიკულად დაიღუპა. უჩვეულო ფაქტი პოლიციის ისტორიაში

*ქილერი მეოთხე განზომილებიდან (ნამდვილი ამბავი)

* სტუმრები პარალელური სამყაროებიდან (რეალური ისტორიები)

0
109
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
109
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0