x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
აი რა ბედი ეწია საქართველოს ოკუპაციაში მონაწილე რუს სამხედროებს და მათ ქართველ "დამქაშებს"

image ამ სტატიაში მინდა მოგიყვეთ თუ როგორ დაამთავრეს სიცოცხლე საქართველოს 1921 წლის სისხლიან ოკუპაციაში მონაწილეებმა.
იოსებ სტალინი-ოკუპაციის სულისჩამდგმელი. მოწამლეს 1953 წელს.
სერგო ორჯონიკიძე-ოკუპაციის ერთერთი სულისჩამდგმელი და ტექნიკური შემსრულებელი. კავკასიის ფრონტის მმართველობის წევრი. თავი მოიკლა 1937 წელს.
ვლადიმერ გიტისი-კავკასიის ფრონტის სარდალი. დახვრიტეს 1938 წელს.
სემიონ პუგაჩევი-კავკასიის ფრონტის შტაბის უფროსი, დააკავეს 1938 წელს. გარდაიცვალა ციხეში 1943 წელს.
ანატოლი გეკერი-მეთერთმეტე არმიის სარდალი. გაიზარდა თბილისში. დახვრიტეს 1937 წელს.
ვალერი კუიბიშევი-თბილისის აღების ოპერაციის ერთერთი მეთაური. გარდაიცვალა გაურკვეველ ვითარებაში 1935 წელს საკუთარ სამუშაო კაბინეტში.
მიხეილ ველიკანოვი-მეოცე მსროლელი დივიზიის მეთაური. თბილისის აღების ოპერაციის ერთერთი მეთაური. დახვრიტეს 1938 წელს.
სერგეი კიროვი-რუსეთის ელჩი საქართველოში 1920 წელს. წითელი არმიის პოლიტმუშაკი კავკასიაში. წითელი არმიის შენაერთებთან ერთად შემოვიდა საქართველოში თერგის მხრიდან 1921 წელს. მოკლეს 1934 წელს.
მიხაილ ლევანდოვსკი-მეათე არმიის სარდალი. თბილისელი. ხელმძღვანელობდა საქართველოში შეჭრის ოპერაციას დარიალის და მამისონის უღელტეხილებიდან. დახვრიტეს 1938 წელს.
ალექსანდრე შირმახერი-მეთვრამეტე ქვეითი დივიზიის მეთაური. 1953 წელს გარდაიცვალა ციხეში, სადაც გაატარა 13 წელი.
პეტრე კურიშკო-მეთვრამეტე საკავალერიო დივიზიის მეთაური. ქართველმა ჯარისკაცებმა მოკლეს 1921 წლის 18 თებერვალ დედოფლისწყაროს რაიონში ყაზარმის ეზოში.
დიმიტრი ჟლობა-მეთვრამეტე საკავალერიო დივიზიის მეთაური. დახვრიტეს 1937 წელს.
ალექსანდრე კოზიცკი-მეცხრე ქვეითი დივიზიის მეთაური. დახვრიტეს 1937 წელს.
პაველ სიტინი-საქართველოში 1920-1921 წლებში რუსული დაზვერვის ხელმძღვანელი, თადარიგის გენერალი. დახვრიტეს 1938 წელს.
შალვა ელიავა-მეთერთმეტე არმიის საბჭოს წევრი. საბჭოთა საქართველოს სამხედრო-საზღვაო კომისარი 1921 წელს. დახვრიტეს 1937 წელს.
აბელ ენუქიძე-კომუნისტი იდეოლოგი. 1921 წლის მოქმედების მონაწილე. საქართველოს გასაბჭოების თავგამოდებული მომხრე. დახვრიტეს 1937 წელს.
ეფრემ ეშბა-აფხაზური ბანდფორმირებების მეთაური, გამოდიოდა წითელი არმიის მხარეს. დახვრიტეს 1939 წელს.
ქაზიმ ყარაბექირი-თურქული ჯარების სარდალი, რომელმაც მოახდინა ბათუმის, არდაგანის და მესხეთის ოკუპაცია 1921 წელს დაიღუპა გულის უკმარისობით 1948 წელს.
მეთერთმეტე არმიის ადგილობრივი მხარდამჭერი მოღალატე ქართველები.
ბუდუ მდივანი-დახვრიტეს 1937 წელს.
საშა გეგეჭკორი-1928 წელს თავი მოიკლა.
მამია ორახელაშვილი-დახვრიტეს 1937 წელს.
ბესარიონ კვირკველია-დახვრიტეს 1937 წელს.
გიორგი ელისაბედაშვილი-დახვრიტეს 1937 წელს.
პეტრე აღნიაშვილი-დახვრიტეს 1937 წელს.
ბარონ ბიბინეიშვილი (სტალინის უახლოესი მეგობარი) დახვრიტეს 1938 წელს.
პ.ს
გარდა აქ დასახელებული პირებისა 100-ზე მეტი პირი, რომელიც 1921 წელს მონაწილეობას იღებდა საქართველოს ოკუპაციაში დახვრიტეს ან გადაასახლეს.


6
1309
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1309
  
2019, 3 აპრილი, 6:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი კანონგარეშე-ის კომენტარზე
2019, 3 მარტი, 14:44
მერე როგორ!
იმ დროისათვის ქართული არმიის შეიარაღება და რესურსი ბევრად მაღალი იყო ვიდრე საოკუპაციო მეთერთმეტე არმიის, მაგრამ ჟორდანია ჯარს არ ენდობოდა, თავადაც უნიათო იყო და ჯარის რესურსის 2%-იც კი ვერ გამოიყენეს.
2019, 3 მარტი, 0:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 3 მარტი, 0:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 2 მარტი, 23:55
პავლოვიჩი არ მონაწილეობდა ოკუპაციაში თუ არ ვცდები.
2019, 2 მარტი, 23:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6