x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცხოვრების სიბრძნე

image


მდიდარმა კაცმა, საქმეებს შორის, რამდენიმე წუთი თავისუფალი დრო გამონახა და ზღვის სანაპიროზე გასეირნება გადაწყვიტა. სეირნობისას ისეთი რამ დაინახა, რამაც შოკში ჩააგდო: ერთი მეთევზე ნავის გვერდით იწვა და ჩიბუხს ეწეოდა.
— თევზს რატომ არ იჭერ? — ჰკითხა მას მდიდარმა.
— დღეს უკვე საკმარისი დავიჭირე. — უპასუხა მან.
— და უფრო მეტი რომ დაიჭირო, არ გინდა?
— და ზედმეტ თევზს რა უნდა ვუყო?
— უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებ. ნავს ძრავას უყიდი, ზღვაში უფრო ღრმად შეხვალ და უფრო მეტ თევზს დაიჭერ. შემდეგ, ნეილობის ბადის ყიდვას შეძლებ, მეტ თევზს დაიჭერ, მეტ ფულს იშოვი და უკვე 2 ნავის ყიდვის შესაძლებლობა გექნება... შემდეგ, კიდევ უფრო მეტი... და ისეთივე მდიდარი იქნები, როგორიც მე ვარ.
— და მერე რა იქნება?
— მერე? შეგეძლება ზღვის სანაპიროზე უდარდელად წამოწოლა და ცხოვრებით ტკბობა.
— და როგორ ფიქრობთ, ახლა რას ვაკეთებ? — უპასუხა გაკვირვებულმა მეთევზემ.imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image

ამბავი ნებაყოფლობითი მონობისა


image



ყველაფერს ნუ დაიჯერებთ, რასაც ამბობენ


image



«ასეთი ლამაზი და მარტოხელა?» — პასუხი კითხვაზე, რომელმაც ბევრს მიუჩინა საკუთარი ადგილი


image



0
303
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0