x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
არც ხაზარაძეს და არც ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებები!
image

„საბანკო ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ცუცქირიძე თავის facebook-გვერდზე პროკურატურის მიერ „TBC“-ზე გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.


ახალი რეალობა, ინტერესთან თანხვედრა თუ ოსტაპ ბენდერის სინდრომი ქართულ საბანკო ინდუსტრიაში?


დღეს პროკურატურის მიერ გაჟღერებული ბრალდებების ქრონომეტრაჟი არის ძალზე მძიმე. აქ საქმე არ ეხება არა მხოლოდ ბრალდებების იმ ნაწილს რომელიც შეიძლება წმინდა ერონული ბანკის ბრალდების ნაწილს წარმოადგენდეს, მაგალითად თუნდაც ამ სესხის ჩამოწერის პროცედურული ნაწილი, რომელიც ისედაც სვამს ბევრ კითხვის ნიშანს, იქნება ეს აღნიშნულ სესხებზე უიმედო კლასიფიაკაციის მინიჭება, თუ საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე მათი ჩამოწერა ანუ გარე საბალანსო ანგარიშზე გადატანა, რაც ასევე არის სერიოზული კანონდარღვევა;



მეორე, არანაკლებ სერიოზული ბრალდება დგას იმ კუთხით, რომ ბანკი მიუხედავად ამ კომპანიებზე გაცემული სესხების უიმედო კლასიფიკაციისა, აგრძელებდა ამ კომპანიებზე-კერძოდ, „სამგორი თრეიდზე“ და სამგორი M-ზე დაკრედიტების გაგრძელებას, რაც ასევე არის კანონდარღვევა, არის რა ნონსესნსი საერთაშორისო საბანკო პრაქტიკისა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გათავისუფლება ბანკის წინაშე არსებული სასესხებო ვალდებულებებისაგან, ასევე არის სერიოზული კითხვის ნიშანის მატარებელი, მით უმეტეს ეს კომპანოები ყოველგვარი უზრუნველყოფის ქვეშ, ჩაანაცვლა ერთი თვით ადრე ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიით, რომელსაც საქართველოში არანაირი აქტივი მანამდე არ ჰქონდა!!!.


მაგრამ აქაც არის არანაკლები კითხვის ნიშანი, რადგან ამ ოფშორული კომპანიის მინდობილ პირს წარმოადგებდა პირი, რომელიც ამავდროულად იყო ამ სკანდალურ სესხების გაცემისას ბანკის საკრედიტო კომიტეტის წევრი და ბანკის დირექტორატის წევრი ამავდროულად. აქედან კიდევ ერთი დასკვნა - ბანკის მენეჯმენტის მხრიდან მისი განთავისუფლება შემთხვევით მოხდა თუ იგი ატარებდა ზემოთ აღნიშნული სცენარის ნიშნებს?!


და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროკურატურის ამ მოხსენების თანახმად, პირადად არც ხაზარაძეს და არც ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებები!. ასევე საინტერესოა ამ ოფშორულ კომპანიას ეს სესხი ჩამოწერილი აქვს თუ არა? არ მსურს ეს თემა განვავრცო, რადგან პროკურატურა აგრძელებს ამ საკითხზე მოკვლებას, მაგრამ რაღაცნაირად გავს ოსტაბ ბენდერის ისტორიულ პასაჟსაც!


კერძოდ, სახეზეა ბანკის დირექტორატსა და მის მესაკუთრეებს შორის, არა თუ ინტერესთა კონფლიქტი, არამედ საერთო ინტერესების გადაკვეთა სხვა აქციონერთა ინტერესების წინააღმდეგ, რადგან საერთო ჯამში 2007-2008 წლებში ბანკის ზარალმა შეადგინა 26 მლნ ლარი, რაც თუ გავითვალიწინებთ იმ თუნდაც ერთი 17 მლნ აშშ დოლარის ოპერციისაგან მიღებულ ზარალს, იგი იმ დროს არსებული კურსის გათვალისწინებით, უფრო მეტიც არის ვიდრე საერთო წლიური ზარალის თანხის ოდენობა, ანუ ბანკს რომ ეს ოპერაცია არ შესრულებინა არა თუ ზარალზე. არამედ მოგებაზეც კი გავიდოდა!


ეს ფაქტიც ხომ არ იყო ბანკის გადაწყვეტილების ერთგვარი მოტივი - უარი ეთქვა სამართლებრივი დავის გაგრძელებაზე და დათანხმებულიყო ეროვნული ბანკის მოთხოვნას 1 მლნ ლარის საჯარიმო თანხის გადახდაზე?


არის სხვა არანაკლებ აქტუალური კითხვებიც, რადგან ჩნდება ლოგიკური დაშვება -იყო ეს ერთეული შემთხვევა თუ იყო სხვა ანალოგიური ტრანსაქციებიც გასულ წლებში?image

1
53
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
53
  
2019, 1 მარტი, 16:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1