x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი იტალიაში იპოვეს
image


ვენაში დაკარგული ქართველი სტუდენტი, ანრი ლომიძე იტალიაში იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" ლომიძის ახლობლებმა განუცხადეს, ის ფლორენციის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება და მას სავარაუდოდ, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება.


არსებული ინფორმაციით, დაზარალებული საავადმყოფოში უცნობმა პირმა მიიყვანა. როგორ მოხვდა ქართველი სტუდენტი ავსტრიიდან იტალიაში, ჯერჯერობით უცნობია.

ქართველი სტუდენტის პოვნის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.



არსებული ინფორმაციით, ვენაში უკრაინელ სტუდენტებსა და ლომიძეს შორის მცირე კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ქართველმა სტუდენტმა უცხოელ მეგობრებთან ერთად ნაქირავები ბინა დატოვა. სტუდენტის გაუჩინარების შესახებ ინფორმირებული იყო ავსტრიის პოლიცია, ასევე საქართველოს საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2
2404
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
2404
  
2019, 1 მარტი, 16:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 1 მარტი, 15:41
მთავარია ცოცხალია და დანარჩენს მოევლება.
0 1 2