x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134392
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
გაზაფხული ისეთივე საოცარია, როგორც უფლის უმშვენიერესი ქმნილება - მანდილოსანი

image... ყველა სიკეთის დედაა ქალი, ქალი სიცოცხლის ჯადოქარია!!!

გაზაფხულის პირველი დღე, ჩემთვის ქალთან ასოცირდება, ის მართლაც ქალბატონივით მშვენიერია, მისი შეგრძნება ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს.

სწორედ მარტი აფასებს ყველაზე მეტად ქალბატონების როლს ჩვენს ცხოვრებაში. განა არ არიან დასაფასებელნი, ისინი ხომ ცხოვრებას გვილამაზებენ, ისინი არიან საწყისი და სასრული ჩვენი სამყაროსი, სწორედ ამიტომ მომინდა ეს ლექსი თქვენთვის მომეძღვნა მანდილოსნებო:

ქალს ნუ გაიმეტებთ დარდებისთვის, ქალმა ერი უნდა ამრავლოს,

ქალს ნუ გაიმეტებთ წყენისათვის, ქალი სულის არის მალამო,

ოღონდ გიყვარდეთ და მასზედ დაიფიცეთ, ქალი სანთელივით დადნება,

ქალს არ აგრძნობინოთ სიცივე და უხმლოდ, უშანთებოდ წამება.


ქალი სიყვარულად გაჩენილა, ქალი ოცნებების მაესტრო

გული ფიანდაზად დაუფინეთ, გული არ ვატკინოთ კაცებო.

თორემ სულ ცრემლებად დაიღვრება, თქვენც კი დაიხრჩობით ტირილში,

ქალი სიმღერაა სალამურის, ქალი-სიმღერასთან ჭიდილი.

ქალს ნუ გაიმეტებთ დარდებისთვის, დარდი-სილამაზეს აჩოქებს,

მუზად გაიხადეთ, ლექსი მიუძღვენით, თვითონ დაინახავთ სამოთხეს.

ქალი ბალახია ჩუმად ამოსული, სამყაროს სასრული და საწყისი,

ოღონდ სიყვარული შეიძელით, ქალი?!- მთელ სიცოცხლეს დაგიცდით…

1
51
3-ს მოსწონს
ავტორი:ნოანეო
ნოანეო
51
  
2019, 1 მარტი, 16:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1