x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
აქვეყნებდნენ ჩანახატებს, სადაც გერმანელი ჯარისკაცები ხიშტებით ხოცავდნენ ქალებსა და ბავშვებს
პირველი მსოფლიო ომი, რომ მკვლელობას სარაევოში მოყვა ეს განვიხილეთ.

image


ომი იწყება, რა გახდა მიზეზი პირველი მსოფლიო ომის დასაწყებად

image
1914 წელს 4 აგვისტოს შუადღისთვის გერმანიის ძირითადი არმია შევიდა ბელგიაში, იმავე დღეს ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა გერმანიას.


ბელგიელები, _ სულ 22 000 ჯარისკაცი, ქ. ლიეჟში გამაგრდნენ. მათ ექვსი ფორტი ეკავათ და გენერალ ლემანის მეთაურობით, მზად იყვნენ თავდაცვისათვის.

ლიეჟის ფორტებმა გერმანელების იერიშს 16 აგვისტომდე გაუძლო. შემდეგ გერმანელმა გენერალმა ფონ ემიხმა ბელგიელთა პოზიციებთან გამოიყენა მორტირები _ მძიმე საბრძოლო ტექნიკა. მძიმე მორტირები ისროდა დაახლოებით ტონიან ჭურვებს. მძიმე არტილერიამ სიმაგრეები მიწასთან გაასწორა.

გავიხსენოთ ომი რა გეგმით უნდა განხორციელებულიყო.“ შლიფენის გეგმა"

რა გეგმით ხელმძღვანელობდნენ პირველი მსოფლიო ომის მოვლენებს

image

რროცა გერმანიის ჯარისკაცები ლიეჟის ფორტში შევიდნენ გენერალი ლემანი, მძიმედ დაჭრილი დახვდათ. მძევლად აიყვანეს და ემიხს მიჰგვარეს. ლემანმა მას სთხოვა:“ გთხოვთ ჩაამატოთ თქვენს დეპეშაში, რომ უგონოდ ამიყვანეთ და არ დაგნებებივართ. " ემიხმა ბელგიელ გენერალს თხოვნა შეუსრულა.

გერმანელებმა იმდენად სწრაფად წაიწიეს წინ, რომ ბევრმა ბელგიელმა მოხალისემ და რეზერვისტმა ვერც მოასწრო უნიფორმის ჩაცმა. მათ სატელეფონო ხაზების გადაჭრა და გერმანელთა სატვირთო ვაგონებზე თავდასხმა სამოქალაქო ტანსაცმელში დაიწყეს.

გერმანელებმა განაცხადეს, რომ მოქალაქეების მხრიდან მეომრებზე თავდასხმა ომის კანონებს ეწინააღმდეგებოდა, მათ სიკვდილით დასაჯეს ათობით მძევალი და გადაწვეს ქალაქი. ლუვენი.

/საინტერესო ფაქტი/

ბრიტანული და ფრანგული გაზეთები გერმანიის მიერ ბელგიაში განხორციელებულ რეპრესიებს მწვავედ აშუქებდნენ . აქვეყნებენ ჩანახატებს, სადაც გერმანელი ჯარისკაცები ხიშტებით ხოცავდნენ ქალებსა და ბავშვებს .

ბელგიის არმია ბრძოლას განაგრძობდა. გერმანიის ძლევამოსილი ჯარისთვის არნახული წინააღმდეგობის გაწევის გამო ბელგიას “ მამაცი პატარა ბელგია " უწოდეს.

ამასობაში საფრანგეთი შეიჭრა გერმანიაში. ფრანგებმა მალე დაიკავეს იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელიც 1871 წელს გერმანიასთან ბრძოლაში დათმეს.

ბრიტანეთმა ჯარები საფრანგეთში გადაისროლა, რათა ბელგიას დახმარებოდა, 13 აგვისტოს სამეფო საჰაერო ძალების ლეიტენანტი თვითმფრინავით ბულონში დაეშვა, ის იყო პირველი ბრიტანელი სამხედრო, ვინც საფრანგეთში ჩავიდა, ფრანგებმა მფრინავი დაუყოვნებლივ დააპატიმრეს, რადგან ავსტრიის ჯაშუში ეგონათ.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0