x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
თვითკონტროლის გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე



image

მე-განსვლის თეორია აღნიშნავს, რომ ადამიანებს ახასიათებთ ტენდენცია, შეადარონ საკუთარი თავი იმ სტანდარტებს, რომელთაც “თვით გიდები’’ ეწოდება. საკუთარი მეს ეს განსხვავებული რეპრეზენტაციები შეიძლება ურთიერთწინააღმდეგობრივი იყოს და იწვევდეს ემოციურ დისკომფორტს. მე განსვლა წარმოადგენს“ უფსკრულს’’ ამ განსხვავებული სახის სელფებს შორის, მე განსვლის თეორია კი ამტკიცებს, რომ ადამიანები მოტივირებულნი არიან ამოავსონ ეს სიცარიელე, რათა შეამცირონ მე-ს განსხვავებულ სახეებს შორის შეუსაბამობები.

1987 წელს ედვარდ თორი ჰიგინსის მიერ შემუშავებული თეორია ითვალისწინებს პლატფორმას იმის გასაგებად, თუ როგორ არის დაკავშირებული სელფის განსხვავებულ სახეებს შორის არსებული განსვლა სხვადასხვა სახის ემოციურ მოწყვლადობასთან. ჰიგინსი ცდილობდა იმის ილუსტრირებას, რომ შინაგანი უთანხმოება ემოციურ და ფსიქოლოგიურ არეულობას იწვევს. მართალია, ეს უკე არსებულმა სხვა თეორიებმა აჩვენა (შემეცნებითი დისონანსის თეორია, დისბალანსის თეორია და ა. შ ) თუმცა, ჰიგინსი ისწრაფვოდა გამოევლინა და განესაზღვრა ის, თუ რა განსხვავებული ემოციები შეიძლებოდა გამოეწვია კოგნიტურ დისბალანსს. მე განსვლის თეორია პირველი იყო, რომელმაც მოახდინა განზოგადება და სხვადასხვა ემოციებსა და აფექტებზე დაყრდნობით განიხილა შეუსაბამობები სელფის სახეებს შორის.


თეორია აყალიბებს სელფის 3 ძირითად სახეს:

აქტუალური- გულისხმობს იმ თვისებების გაცნობიერებას ადამიანის მიერ, რომლებიც სჯერა რომ მას ნამდვილად გააჩნია, ან ფიქრობს, სხვებს სჯერათ რომ ის მათ ფლობს. აქტუალური სელფი ადამიანის ძირითადი მე კონცეფციაა. ეს არის აღქმა საკუთარი თვისებების შესახებ ( ათლეტურობა, მიმზიდველობა, ინტელექტი და სხვა)

იდეალური- გულისხმობს იმ თვისებებს, რომლისკენაც ისწრაფვის ადამიანი და რომლებიც გახდიდა მას იდეალურს. იდეალური მე არის ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანებს აძლევს მოტივაციას რომ გაუმჯობესდნენ, შეიცვალონ და მიაღწიონ მიზანს. თვითრეგულირების სისტემა ფოკუსირებულია პოზიტიური შედეგების არსებობაზე ან არარსებობაზე.

სავალდებულო- გულისხმობს იმ თვისებების რეპრეზენტაციას, რომელსაც თავად პიროვნება ან სხვა ვინმე სავალდებულოდ მიიჩნევს, რომ მას ჰქონდეს. (მაგალითად, პასუხისმგებლობა, ვალდებულებები და სხვა) თვითრეგულირების სისტემა ითვალისწინებს უარყოფითი შედეგების არსებობას ან არარსებობას .

მე განსვლის თეორია ერთ-ერთი ძალიან პოპულარული და აქტუალური საკითხია, სელფის ეს სამი ძირითადი სახე არაერთ კონტექსტშია განხილული სხვადასხვა კვლევებით. მაგალითად, მე განსვლა განიხილება, როგორც მედიატორი, შუამავალი მოზარდების მიჯაჭვულობის ტიპსა და საკუთარი სხეულით კმაყოფილებას შორის. ამის შესახებ კვლევა ვარაუდობდა, რომ მოზარდების მიჯაჭვულობა დაკავშირებულია მათი სხეულის “სურათთან’’ . კერძოდ, დაცული მიჯაჭვულობა განიხილებოდა, როგორც „მაღალი“ ფიზიკური კმაყოფილება, ხოლო დაუცველი კი „დაბალი“ კმაყოფილება. ავტორი აყენებს ჰიპოთეზას, რომ მე განსვლა შესაძლოა იყოს მედიატორი მოზარდებში მიჯაჭვულობასა და სხეულით კმაყოფილებას შორის, თუმცა შედეგები არ გამართლდა კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მიჯაჭვულობა არ იგივდება ფიზიკურ(სხეულებრივ) დაუკმაყოფილებასთან. გარდა ამისა მკვლევართა აზრით, მე განსვლა და ზოგადად თვითშეფასება მნიშვნელოვანწილად არის დაკავშირებული სხვების დახასიათებებთან საკუთარი თავის შესახებ. რასაც კვლევებიც ადასტურებს. მაგალითად , ერთ-ერთი დაშვება არის თვითმიმღებლობასა და სხვების მიერ პიროვნების მიმღებლობას/აღიარებას შორის კავშირის არსებობა - პაციენტებს, რომლებიც სხვების მიერ ხშირად იყვნენ მეგობრულობის კრიტერიუმით დახასიათებულნი, ექნებოდათ მე-განსვლის უფრო დაბალი მაჩვენებელი, ვიდრე მათ, ვინც არჩეულნი იყვნენ მეტად იშვიათად. მიღებულმა შედდეგებმა კი ჰიპოთეზა გაამართლა.

ადამიანის რეალურ მესა და სასურველ მეს შორის აღქმული განსხვავება, ისევე როგორც აქტუალურ სელფსა და სხვების მოლოდინებს შორის განსხვავება, უარყოფით ემოციურ გავლენას მოახდენს, რაც შემდეგ დევიანტურ ქცევაში შეიძლება გამოვლინდეს. თუმცა, დადგინდა რომ ეს ასე არ არის, შედეგები არ გამართლდა. ამის მიუხედავად , მე განსვლა მნიშვნელოვანი კომპონენტი აღმოჩნდა ადამიანების ქცევებში რა თქმა უნდა, ასეც არის და შედეგები რომელიც ამ კვლევაში იქნა მიღებული ალბათ ვერ განზოგადდება თითოეულ ადამიანზე, ვინაიდან შესაძლოა ზოგიერთი დევიანტური ქცევა სწორედ მე-განსვლით და მისით გამოწვეული აშლილობებით იყოს გამოწვეული.

კვლევების სიმრავლე და აზრთა მრავალფეროვნება მე-განსვლის თეორიაში საკმაოდ ლოგიკურია, სხვადასხვა ასპექტებთან მისი კავშირებიდან გამომდინარე. ერთ-ერთია თვითმართვის სტილი. თვითმართვის სტილი ინტეგრაციული შემეცნებითი თერაპიის ფარგლებში მიუთითებს ადამიანების ქცევების სხვადასხვა ვარიაციებზე, რომლებიც

მიმართულია საკუთარი თავის დადანაშაულებასა და მეორეს მხრივ, თვითდაჯერებულობისკენ ამ მოსაზრებას ამყარებს კვლევაც, სადაც გამოვლინდა მთავარი ეფექტები და კავშირები მე განსვლასა და თვითმართვის თეორიებს შორის ფსიქოპათოლოგიის, დეპრესიული სიმპტომებისა და შფოთვასთან მიმართებაში. გარდა ამისა, მთავარი რაც კვლევაში გამოვლინდა იყო ის, რომ აქტუალური-იდეალური განსვლა დაკავშირებულია შფოთვასთან; აქტუალური-სავალდებულო განსვლა დაკავშირებულია შფოთვასა და დეპრესიასთან; აქტუალური-სავალდებულო განსვლა და თვითმართვის სტილი კავშირშია დეპრესიასთან.

განსვლა დაკავშირებულია ისეთ ტერმინებთანაც, როგორიცაა დეპრესია, სირცხვილის განცდა და სინდისის ქენჯნა. არსებობს მოსაზრებაც დაბალი თვითშეფასებისა და განსვლის კავშირის მნიშვნელობას შესახებ მოზარდებში. მართალია, დადასტურებულია, რომ თვითშეფასებაა მთავარი მოტივატორი უარყოფითი ეფექტებისა, თუმცა მთავარი და მნიშვნელოვანი რასაც ეს კვლევა გამოყოფს არის ის, თუ როგორ მოქმედებს მოზარდთა პიროვნული და სხვათა დამოკიდებულებები თვითშეფასებაზე. ასევე საკუთარი თავის დაბალი თვითშეფასება შესაძლოა გამოწვეული იყოს თანაგრძნობითა და საკუთარი თავის შეცოდებით, თუმცა ამასთან თანაგრძნობა შეიძლება ერთგვარი დამცავიც იყოს უარყოფითი ეფექტებისგან. თვითშეფასებასთან ერთად საკმაოდ საინტერესოა განსვლის მიმართება ნარცისიზმთან. იერარქიული მრავალჯერადი რეგრესიის ანალიზმა დაადგინა, რომ მე განსვლის თეორია ხსნის შეუსაბამობებს თვითშეფასებასა და ნარცისიზმს შორის. შედეგებმა ასევე მიუთითა, რომ აქტუალური-იდეალური და აქტუალური-არასასურველი მე განსვლები განამტკიცებს თვითშეფასებას , სადაც აქტუალური-არასასურველი მე განსვლა იყო ერთადერთი უტყუარი პრედიქტორი ნარცისიზმისა. ეს კვლევა ასევე წარმოადგენს მე განსვლის ვალიდობის დამატებით მტკიცებულებას თვითშეფასებისა და ნარცისიზმის გაზომვისას. ასევე აჩვენებს, რომ ნარცისიზმი ასოცირებულია არასასურველ, არაიდეალურ სელფ კონცეფციასთან.

განსვლა და განსვლასთან დაკავშირებული კვლევები კიდევ ერთ საკმაოდ აქტუალურ თემასაც ეხმიანება - სოციალური ქსელები. კერძოდ, დადასტურებულია ინსტაგრამის მომხმარებელთა მიერ საკუთარი სხეულით კმაყოფილების პირდაპირი ეფექტი, თუმცა ეს ეფექტი განპირობებული იყო როგორც თვითშეფასებითა და საკუთარი სხეულის სქემის მიხედვით, ასევე მე განსვლითაც. დემოგრაფიული მახასიათებლების, ინსტაგრამის გამოყენების, სელფ-სქემის, მე განსვლის, თვითშეფასებისა და საკუთარი სხეულით კმაყოფილების საზომი ინსტრუმენტების გამოყენების შედეგად როგორც ნავარაუდევი იყო, გამოვლინდა, რომ გარეგნული სელფ-სქემა და მე განსვლა არის მედიატორი ინსტაგრამის მომხმარებელთათვის საკუთარი სხეულით კმაყოფილებისთვის. მეტიც, ამ შუამავლობის ეფექტი იცვლებოდა ინსტაგრამის მომხმარებელთა თვითშეფასების დონის მიხედვით: მე განსვლის მაჩვენებელი უფრო ძლიერი იყო იმ მომხმარებელთათვის, ვისაც ჰქონდა თვითშეფასების უფრო დაბალი დონე და უფრო ნეგატიური დამოკიდებულება საკუთარი სხეულის სქემის მიმართ.

1
24
შეფასება არ არის
ავტორი:თამთა ბოკუჩავა
თამთა ბოკუჩავა
24
  
2019, 28 თებერვალი, 21:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1