x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
თვითკონტროლის გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე
image



თვით კონტროლი ანუ ჩვენი უნარი, რომ დავეყრდნოთ ჩვენს იმპულსებს, ემოციებსა და ქცევას, რათა მივაღწიოთ გრძელვადიან მიზნებს, არის ის, რაც ჩვენ ცხოველთა სამყაროს წევრებისგან გამოგვარჩევს. თვითკონტროლი, პირველ რიგში, ფრონტალური ქერქის ფესვებშია დაფუძნებული, რომელიც ადამიანის ტვინში გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრებისაში. სწორედ მისი წყალობით, ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებელი რეაგირება ყოველ იმპულსზე, ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ, შევაფასოთ ალტერნატიული ქმედებები და ასევე თავიდან ავირიდოთ ქმედება, რომელიც შეიძლება, საბოლოო ჯამში, ვინანოთ. როგორც აღმასრულებელი ფუნქცია, თვითკონტროლი არის შემეცნებითი პროცესი, რომელიც აუცილებელია კონკრეტული ქცევის რეგულირებისთვის, რათა მიღწეულ იქნას საბოლოო, სასურველი შედეგი. უნარი საკუთარი თავის მართვისა, როგორც წესი ცნობილია, როგორც ნებისყოფა. ის გვეხმარება ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენს ყურადღებაზე და ხაზს უსვამს ჩვენს ყველა მიღწევას დაწყებული სკოლის ასაკიდან, დასრულებული სამუშაო მიღწევებით. მეცნიერებსა თუ მკვლევარებში მუდმივად მიმდინარეობს დავა, თუ რამდენად არის ჩვენი ნებისყოფა უსაზღვრო რესურსის მქონე. ზოგიერთი საკმაოდ ცნობილი კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ნებისყოფა პირველ რიგში მოითხოვს მენტალურ ენერგიას. შედეგად იქმნება მდგომარეობა, რომელიც ეგო გამოფიტვის კონცეფციის სახელწოდებით არის ცნობილი. ის კარგად ხსნის თუ რატომ მივისწრაფვით ხოლმე შოკოლადის ფილისკენ, როდესაც ზედმეტად გადატვირთულები ვართ მუშაობით.

ეგო-გამოფტვის კონცეფციას არაერთი კვლევა მიეძღვნა და ის საკმაოდ აქტუალური საკითხია. კვლევაში, სადაც განხილულია ორი კვლევის შედეგები - სისტემატური მიმოხილა და ემპირიული კვლევა ინდივიდუალურ განსხვავებეზე, გამოყენებულია ლიტერატურა და ცნობები ეგოს, მისი მოთხოვნილებების და ამასთან, უმთავრესად ეგო-გამოფიტვის შესახებ. სელფ-კონტროლის თემაც კონცეპტუალურად არის დაკავშირებული იმ პრობლემებთან რაც ეგო გამოფიტვას ახლავს თან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასევე იყო ის, რომ განიხილა თემები, რომლებიც დამოუკიდებლობის ნაკლებობას და შესაბამისად თვითკონტროლის დაბალ დონეს აჩვენებდა. ყველა ეს განხილული ლიტერატურა მნიშვნელოვანი წყარო აღმოჩნდა თვითკონტროლის პრობლემის ასახსნელად ეგო-გამოფიტვასთან მიმართებაში. საბოლოო ჯამში, სისტემური მიმოხილვისა და ინდივიდუალური განსხვავებების შესწავლის შედეგების საფუძველზე განხილულ იქნა კონკრეტული გზები, რომლებიც, ძირითადად, მომავალი ეგო-დეფექტის კვლევებზეა ფოკუსირებული, და თავის მხრივ ხელს უწყობს ახალი გზების გააქტიურებას თვითკონტროლის ბუნების უკეთესად გააზრებაში და განსაზღვრავს თუ როგორ მუშაობს იგი.

თვითკონტროლის ერთ-ერთი საკმაოდ გავრცელებული და ნაცნობი კვლევა ცნობილია როგორც "მარშამლოუს ტესტი", რომლითაც აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებსაც შეეძლოთ ეჭამათ ერთი მარშმალოუ, რათა მომავალში ორჯერ დაჯილდოვებულიყვნენ, უფრო მაღალ აკადემიურ მიღწევას აჩვენებდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ამას თავი აარიდა. კვლევის შედეგები, როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ თვითკონტროლი ჩვენი ცხოვრების მანძილზე ფართო შედეგების მქონე თანდაყოლილი უნარია, თუმცა მოგვიანებით ჩატარებულ კვლევებში გამოითქვა ვარაუდი, რომ ის რეალურად იცვლება მთელი ცხოვრების განმავლობაში და შეიძლება გაუმჯობესდეს კიდეც ჩვენი პრაქტიკის მიხედვით. იმის უკეთ ასახსნელად, თუ რატომ ვნებდებით ზოგიერთ საქმეში უფრო მალე, ვიდრე სხვაში, საკმაოდ კარგ მაგალითს წარმოადგენს ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, იმპულსურობა და კვებითი დარღვევები.


აკრძალული, ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების შესახებ არსებული თეორიები ისტორიულად ფოკუსირებული იყო მის უარყოფით ეფექტსა და თვითკონტროლს შორის კავშირზე, თუმცა ბოლო კვლევებმა განსაკუთრებით მკაფიოდ გამოაჩინა თვითკონტროლის, როგორც ამ ნივთერებების გამოყენებასა და უარყოფით ეფექტებს შორის შემაკავშირებელი მოდერატორის როლი. ამ კვლევის ძირითადი მიზანი იყო რომ გაერკვია სელფ-კონტროლის ზოგიერთი ასპექტები( მონიტორინგი, პერსისტენტობა/მდგრადობა, მარეგულირებელი) რომლებიც გაზომილი იყო სხვადასხვა მეთოდებით, იყო თუ არა აკრძალული ნივთიერებების გამოყენებისა და უარყოფითი მომენტალურ ეფექტების შემაკავშირებელი. კვლევა ვარაუდობდა, რომ შეუპოვრობა და მარეგულირებელი ასპექტი სელფ კონტროლისა, შუამდგომლობს კავშირს მომენტალურ ნეგატიურ ეფექტსა და აკრძალული ნივთიერების მიღებას შორის. ასევე უარყოფითი ეფექტი პოზიტიურ კავშირში იქნებოდა ამ ნივთიერებების გამოყენებასთან მონიტორინგის და პერსისტენტულობის დაბალ საფეხურზე, თუმცა უარყოფითად იქნებოდა დაკავშირებული მარეგულირებელი ასპექტის მაღალი დონის დროს. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კვლევაში სწორედ სელფ კონტროლის მარეგულირებელი ასპექტი აღმოჩნდა და ნაკლებად მნიშვნელოვანი მონიტორინგისა და მდგრადობის, პერსისტენტობის ასქპექტი .

Gottfredson და Hirschiს “დანაშაულის ზოგადი თეორია’’ წარმოადგენს ნაშრომს, სადაც ახსნილი და გაგებული იყო თვითკონტროლის ფენომენი . ავტორებმა თვით-კონტროლი განსაზღვრეს, როგორც ინდივიდების განსხვავებული ტენდენციები, შესაძლებლობები თავიდან აერიდებინათ დანაშაულებრივი ქმედებები მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა. ადამიანები, თვითკონტროლის დაბალი მაჩვენებლით აღმოჩნდნენ მეტად იმპულსურები, რისკიანები და მოკლევადიან შედეგებზე ორიენტირებულნი. (არ იყვნენ შორს მჭვრეტელები) . “დანაშაულის ზოგადი თეორიის’’ მიხედვით, თვით კონტროლი მომდინარეობს ჯერ კიდე ადრეული ბავშვობიდან და ის 3 ფაქტორზეა დამოკიდებული: ემოიცური კავშირი მშობელსა და შვილს შორის, ადეკვატური მეთვალყურეობა, დაკვირვება მშობლების მხრიდან და მშობლის შესაძლებლობა ჯერ ამოიცნოს დასჯადი ქმედება, შემდეგ კი განახორციელოს შესაბამისი დასჯა. გარდა იმისა, რომ უფრო მეტად თვით-კონტროლის განხილვისას საუბარია თვითკონტროლზე, როგორც პირველწყაროზე ნეგატიური მოვლენებისა, როგორიც არის: დანაშაულის ჩადენა, ფინანსური და ურთიერთობრივი არასტაბილურობა, ოჯახის თემაც ერთ-ერთი ძალიან საყურადღებო საკითთხია, რომელიც არამარტო აღზრდის სტილს, არამედ სხვადასხა ფაქტორებსაც გულისხმობს. თვით-კონტროლის თეორიათა თანახმად, ცუდი მშობლები და შესაბამისად არასწორი აღზრდა განაპირობებს დაბალი თვით-კონტროლის ქონას. რის მაგალითადაც თუნდაც ისიც გამოდგება, რომ ბავშვები უფრო ბედნიერნი არიან ქორწინებაში მყოფ მშობლებთან. ყველაზე მეტად მსგავსი გამოცდილება აქვთ ამერიკაში მცხოვრებ ბავშვებს. არსებობს ჰიპოთეზები იმასთან დაკავშირებით, განსხვავებულია თუ არა თვით-კონტროლი სხვადასხვა ოჯახური მდგომარეობის დროს, მაგალითად, რა განსხვავებებია დაქორწინებულ და მარტოხელა მშობლებს შორის ამ მხრივ. შედეგების მიხედვით, ქორწინებაში მყოფი მშობლების შვილებს უფრო მაღალი თვით-კონტროლის უნარი აქვთ, თუმცა თვით-კონტროლის ფენომენი არ შეიძლება მხოლოდ მშობლებს მიეწეროთ, აქ გადამწყვეტი როლი შესაძლოა სქესმაც ითამაშოს.

ბავშვებსა და მოზარდებში სელფ-კონტროლის მნიშვნელობა და მისი გავლენა არაერთ კვვლევას დაედო საფუძვლად, ვინაიდან სელფ-კონტროლის დაბალი შესაძლებლობა შემდეგ გახდა სოციალური ინტეგრაციაში შეფერხებების, ბულინგისა და აგრესიის საკითხებში მნიშვნელოვანი ფაქტორი. ლატენტური ზრდის მოდელებმა აჩვენა, რომ თვით-კონტროლის პრობლემები მცირდებოდა, ხოლო მაბულინგებელი ქცევები იზრდებოდა 3დან 6კლასამდე ბავშვებში. პარალელური ზრდის მოდელმა კი აჩვენა ლონგიტუდური/გრძელვადიანი კავშირი სელფ-კონტროლის მოდელსა და ბულინგის ქცევებს შორის დროთა განმავლობაში. გარდა ამისა, თავდაპირველი სტატუსი და თვითკონტროლის პრობლემების შემცირება უკავშირდებოდა სოციალურ ინტეგრაციას, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენდა მოსწავლეების პროქსიმალურ (მაგალითად, მე -6 დაშინების ქცევა) და დისტალურ შედეგებზე. (მაგ, აგრესია 15 წლის ასაკში). კვლევამ დაადასტურა, რომ სკოლის კონტექსტში მოსწავლეების გრძნობების მხარდაჭერას სოციალური ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ეფექტი შეიძლებოდა ჰქონოდა ბულინგისა და აგრესიულ ქცევების შემცირებასთან მიმართებაში.

როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებშიც ძალიან საგულისხმო საკითხია სწავლის დროს საკუთარი გარემოს თავად შექმნის მნიშვნელობა. კერძოდ, ნების დართვა იმისა, რომ ადამიანმა თავად იმოქმედოს და მოაწყოს სასწავლო გარემო, მეტი მოტივაციაა სწავლისთვის, ვიდრე სხვა პირის მიერ გაკონტროლებული პირობები მოქმედებისას. ასევე მნიშვნელოანი ფაქტორია ამა თუ იმ აქტივობისას წინასწარ გათვლილი ცხრილი და აქტივობის შემდეგ მიღებული რჩევები. მიუხედავად უფრო მაღალი მოტივაციისა, ადამიანები, რომლებიც თავიანთ შედეგებს თავად აკონტროლებდნენ უშვებდნენ ერთსა და იმავე შეცდომას, რადგან მიუხედავად შედეგის კონტროლისა ისინი ძალაუფლებას გარემოზე არ ფლობდნენ. რაც ნიშნავს, რომ მეტია შიშის როლი, როცა ადამიანი შეზღუდულ გარემოშია და რომ სხვათა შეფასება გარკვეულწილად მთავარ როლს ასრულებს სწავლასა და შემდგომ, უკეთესი შედეგის მიღწევაში.

რა თქმა უნდა, “დანაშაულის ზოგადი თეორია’’ არ იყო ერთადერთი ნაშრომი რომელიც ეხებოდა თვით-კონტროლის შემასუსტებელ თუ გამაძლიერებელ სიტუაციებს. გარდა სიტუაციებისა, საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა “ვინ, როდის და რატომ’’ კონცეფტები. რა პირობებში მარცხდებიან ან აღწევენ ადამიანები წარმატებას საკუთარი თავის კონტროლის საკითხში, ასევე რა ტიპის ადამიანები ახერხებენ უკეთ საკუთარი თავის მართვას. ამ ყოველივეს გასაზომად თუ საკვლევად გამოყენებულ იქნა 5 სხვადასხვა სახის საზომები, რომლებიც შეესაბამებოდა ვინ, როდის, რატომ კითხვებს და მათთან დაკავშირებულ თვითკონტროლის მარცხს თუ წარმატებას. ხუთივე კითხავრმა ერთად გამოავლინა მექანიზმი, რომელიც მეტნაკლებად სელფ-კონტროლის მარცხისა თუ წარმატების მიზეზებს ხსნის.



1
84
შეფასება არ არის
ავტორი:თამთა ბოკუჩავა
თამთა ბოკუჩავა
84
  
2019, 28 თებერვალი, 21:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1