x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
დეჟა ვუ- "უკვე მინახავს"

image

სამეცნიერო ლიტერატურაში "დეჟა ვუ"-ს ფენომენი პირველად 1800-იანი წლების პერიოდში აღწერეს.მისი უნივერსალური განმარტება 1879 წლით თარიღდება და ეკუთვნის პროფესორ ვერნონ ნეპს.ამ განმარტების მიხედვით, ეს არის"ნაცნობი აწმყოს გამოცდილების ბუნდოვან წარსულთან ობიექტურად შეუსაბამო გაიგივება“, ხოლო ფრანგულად ეს სიტყვა ნიშნავს "უკვე ვნახე".ტერმინი პირველად ფსიქოლოგმა ემილ ბურაკოვმა გამოიყენა თავის წიგნში "მომავლის ფსიქოლოგია".დღეს საკმაოდ ბევრს საუბრობენ ამ ფენომენზე და საშუალოდ იგი გამოცდილებაში ადამიანთა 97%-ს ერთხელ მაინც ჰქონია.დეჟა ვუ ხასიათდება იმით, რომ გარკვეული პერსონა ან მოვლენა ადამიანს ეჩვენება ისე, თითქოს უკვე ნანახი აქვს წარსულში, ეს ფენომენი მოგვაგონებს ღრმა წარსულში წაკითხულ წიგნს ან ნანახ ფილმს, როცა ვგრძნობთ, რომ ეს უკვე იყო და წარსულში მოხდა, თუმცა ვერ ვიხსენებთ სად და როდის.სამეცნიერო მიღწევები დეჟა ვუ-ს ხსნიან არა როგორც პრეკოგნიციას ან წინასწარმეტყველებას, არამედ, როგორც მეხსიერების ანომალიას, რომელიც ქმნის ეფექტს, თითქოს ამწამინდელი გამოცდილება ახსენდება. არსებობს დეჟა ვუ-ს ორი ძირითადი ფორმა:პათოლოგიური, რომელიც ძირითადად ასოცირებულია ეპილეფსიასთან და არაპათოლოგიური, რომელიც ფიზიოლოგიურია და შეიძლება ნებისმიერ ჯანსაღ ადამიანსაც ახასიათებდეს. 2004 წლის კვლევებმა აჩვენეს, რომ პოპულაციის 2/3-ს ჰქონია დეჟა ვუს გამოცდილება. სხვა კვლევებმა დაადასტურეს, რომ დეჟა ვუ არის საერთო გამოცდილება ჯანმრთელი ადამიანების 31-96% ში. დეჟა ვუ შეიძლება იყოს ასოცირებული ჰალუცინაციებთან, რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორია ნევროლოგიური ან ფსიქიატრიული დაავადებებისა.
არსებობს ვარაუდი, რომ დეჟა ვუ-ს ფენომენსა და ფსიქოლოგიურ აშლილობებს შორის არსებობს გარკვეული კავშირი.ადრეულ კვლევებში ცდილობდნენ ეპოვნათ კავშირი დეჟა ვუ-სა და გონებრივ დაავადებებს შორის, როგორიც არის შფოთი, დისოციაციური იდენტობის მოშლა და შიზოფრენია, თუმცა ღირებული დიაგნოსტიკური კორელაციის პოვნა ვერ შეძლეს.ყველაზე მჭიდრო პათოლოგიური კავშირი აღმოჩნდა დეჟ ვუ- სა და საფეთქლის ეპილეფსიას შორის. ამ კორელაციამ მეცნიერებს აფიქრებინა, რომ დეჟა ვუ შესაძლოა იყოს ნევროლოგიური ანომალია, რომელიც დაკავშირებულია ტვინში არასათანადო იმპულსების გადარებასთან, რომელიც გვიქმნის შეგრძნებას, რომ ის, რაც ახლა მიმდინარეობს, უკვე მომხდარა წარსულში და ამის გამოცდილება ადამიანს უკვე აქვს.ამჟამად, არცერთი გენი არ არის ცალსახად დაკავშირებული დეჟა ვუ-სთან, თუმცაღა ვარაუდობენ, რომ LGII გენი, მეათე ქრომოსომაზე შესაძლოა იყოს დაკავშირებული დეჟა ვუსთან. 2008 წლის კვლევებმა დაადასტურა, რომ დეჟა ვუ არ არის რაიმე სახის პათოლოგიური დისოციაციური გამოცდილება.image

აშკარაა, რომ დეჟა ვუ არაცნობიერში მიმდინარეობს. ზოგიერთი მეცნიერი მას უკავშირებს სიზმარში ნანახი სიტუაციისა და აწმყო მოვლენის შეჯახების მსგავს მომენტს, როცა ადამიანს ეს ადგილი უკვე ნანახი აქვს სიზმარში და არ ახსოვს ცნობიერად, თუმცა ეს სიზმარი ქვეცნობიერში შენახულია და გარკვეულ სიტუაციაში, როცა ეს სიტუაცია სიზმარში ნანახის მსგავსია, სიზმარი თავს იჩენს და ადამიანს ეჩვენება, რომ ეს უკვე მოხდა.
კვლევებმა დეჟა ვუ-ს გამოცდილება მეხსიერების კარგად ფუნქციონირებას დაუკავშირეს.დეჟა ვუსა და მოგონების მსგავსებამ შეიძლება დაბადოს შეგრძნება, თითქოს ეს გამოცდილება წარსულში უკვე არსებულა. ისეთი გამოცდილება, რომელიც ცხად ასოციაციებს იწვევს რაღაც შეგრძნებებზე, რომლის გახსენებაც შეუძლებელია, დეჟა ვუდ შეიძლება იქცეს.მეხსიერებაზე დაფუძნებულმა განმარტებებმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული რაოდენობის არაინვაზიური ექპერიმენტული მეთოდების განვითარება, რომელთა საშუალებითაც ექსპერიმენტულ პირობებში შემოწმებადი დეჟა ვუ-ს ანალოგი შეიძლება შეიქმნას.
ზოგიერთი პარაფსიქოლოგი კიდევ უფრო რადიკალურ აზრზე დგას, რომ დეჟა ვუ არის რეინკარნაციის შედეგი და სულის მოგზაურობისას ერთი სხეულიდან მეორეში პიროვნებას გარკვეული ადგილი ან მოვლენა იმიტომ ეჩვენება ნანახად, რომ მისი სული იქ ოდესღაც უკვე ყოფილა.
ერთ-ერთი ვერსია იმაზეც საუბრობს, რომ დღევანდელი კაცობრიობა და საერთოდ, არსებობა არ არის რეალური და ჩვენ უბრალოდ ჩვენი წინაპრების აჩრდილი ვართ, მათი განმეორება და შესაბამისად, ის რასაც დეჟა ვუ-ს ვუწოდებთ, რეალურად მომხდარი ფაქტის გახსენებაა წინაპართა ცხოვრებიდან.
ფსიქოანალიზის მამა – ფროიდი დეჟა ვუს უკავშირებდა ადამიანის დაფარულ და გაუხორციელებელ სექსუალურ ლტოლვებს და მიიჩნევდა, რომ როცა ადამიანს ეჩვენება, თითქოს ამ სიტუაციაში ოდესღაც უკვე იყო, ის არაცნობიერად ცდილობს, გაექცეს აწმყო მდგომარეობას და ამას ფროიდი “დერეალიზაციას” უწოდებდა. თუმცა ეს ვარაუდი ეჭვის ქვეშ შეიძლება დავაყენოთ, მას მერე რაც ნეიროფსიქოლოგებმა და ბიოლოგებმა დეჟავუ დაუკავშირეს ტვინის დისფუნქციას, როცა რაღაც მოვლენა მოხდება, ინფორმაცია როგორც წესი ტვინს დაუყონებლივ გადაეცემა ნეირონების საშუალებით თუმცა ზოგჯერ ანომალიურ მოვლენას აქვს ადგილი და გარკვეული ქმედება იმდენად ავტომატურ დონეზე მიმდინარეობს, მას ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ და იმპულსები ტვინს დიდი დროის შემდეგ მიეწოდება. სწორედ ამ დროს გვეუფლება განმეორების გაცდა, ის რაც მოხდა გვგონია, რომ არ მომხდარა და წარსული იკავებს აწმყოს ადგილს.image დეჟა ვუ-ს მსგავსი ცნებებიც არსებობს, მაგალითად ჟამე ვუ (ფრანგული სიტყვა, ნიშნავს „არასდროს ნანახს“) არის ფსიქოლოგიის ტერმინი, რომელიც გამოხატავს ნაცნობ სიტუაციას, რომელსაც დამკვირვებელი ნაცნობად არ აღიარებს.ჟამე ვუს ხშირად დეჟა ვუს საპირისპიროდ მოიხსენიებენ და აიგივებენ უცნაურ შეგრძნებასთან, რომ ადამიანი შთაბეჭდილების ქვეშაა, თითქოს პირველად ნახულობდეს ამ კადრს. ჟამე ვუს ყველაზე მარტივი მაგალითია, როცა ადამიანი მისთვის ნაცნობ სიტყვას, ადგილს ან ადამიანს ვერ ცნობს.პრესკ ვუ (ფრანგულ ენაში „თითქმის ნანახი“) არის ძლიერი შეგრძნება რაღაცის განჭვრეტის, შეცნობის. მაშინ, როცა რეალურად ასეთი განჭვრეტა არ მომხდარა. ამ შეგრძნებას ხშირად უკავშირებენ არასრულყოფილების დამთრგუნველ გრძნობას.დეჟა რევე(ფრანგულში ნიშნავს უკვე დასიზმრებულს) - ესაა შეგრძნება, რომ რა გამოცდილებასაც იღებ, სიზმრად უკვე გინახავს.დეჟა ანტანდუ - (სიტყვასიტყვით „უკვე გაგონილი“) არის გამოცდილება, როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ უკვე გაგონილი გაქვს რაღაც, მიუხედავად იმისა, რომ დეტალებში სათუოა ან უფრო მეტად, წარმოსახვის ნაყოფია.
ამრიგად, დეჟა ვუ-ს ფენომენის საშუალებით ვრწმუნდებით, რომ ჩვენი წარსული ასაკთან ერთად არა მხოლოდ იზრდება, არამედ რესურსებისა და შესაძლებლობების სახით ჩვენშივე ილექება, საჭიროების დროს კი გვეხმარება ფაქტების უკეთ გააზრებისა და წარმატების მიღწევაში.






1
69
შეფასება არ არის
ავტორი:აბრამიშვილი ანი
აბრამიშვილი ანი
69
  
2019, 28 თებერვალი, 21:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1