x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მიჯაჭვულობა

image
მიჯაჭვულობა- ესაა ძლიერი ემოციური კავშირი რომელიც მყარდება ახალშობილსა და მასზე მზრუნველ ადამიანს შორის. ბავშვისთვის მიჯაჭვულობის განცდა აუცილებელია, რადგან ამის გარეშე იგი სრულფასოვნად ვერ მოახერხებს განვითარებას. შეიძლება მოგვეჩონოს, რომ ახალშობილები ვერაფერს იგებენ, თუმცა ეს ასე არ არის. ბავშვი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში მშვენივრად არჩევს დედის ემოციებს, რომლებიც დადებითად ან უარყოფითად მოქმედებს მასზე, მისი ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე. ტერმინი მიჯაჭვულობა მომდინარეობს ჯ. ბოულბისა და მ.ეინსვორტის ნაშრომებიდან. საკვანძო ტერმინებია: ემოციური კავშირი, მიჯაჭვულობა და მიჯაჭვულობის ქცევა. ემოციური კავშირი- ეს არის შედარებით ხანგრძლივი კავშირი, სადაც სხვა ადამიანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც უნიკალური და შეუცვლელი პიროვნება. ემოციური კავშირის დროს ადგილი აქვს მასთან სიახლოვის სურვილს. მიჯაჭვულობა ეს არის ემოციური კავშირის ქვესახეობა, სადაც ემოციურ ურთიერთობას თან ახლავს დაცულობის გრძნობა. ემოციური კავშირი და მიჯაჭვულობა არის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ ის გამოვლინდება მიჯაჭვულობის ქცევაში. მიჯაჭვულობის ქცევა საშუალებას აძლევს ბავშვს ან მოზრდილს მოიპოვოს ან შეინარჩუნოს სიახლოვე ადამიანთან, რომელთანაც ის მიჯაჭვულია. მიჯაჭვულობა ორმხრივი პროცესია და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ადამიანის ჩამოყალიბების, მისი სრულფასოვანი განვითარების პროცესში. ბოულბი გამოყოფს ბავშვების მშობლებთან განშორებაზე რეაქციის 3 სტადიას: პროტესტი, გულგატეხილობა და გარიყულობა. პროტესტის სტადიაზე- ბავშვები არ ღებულობენ მშობელთან განშორებას. ისინი ტირიან, ყვირიან, იქნევენ ფეხებს. არ შედიან სხვა ადამიანებთან კონტაქტში. გულგატეხილობა- ეს სტადია შეიძლება დადგეს რამდენიმე საათის ან დღის შემდეგაც კი, ბავშვები კარგავენ ყოველგვარ იმედს, რომ მათი მშობელი დაბრუნდება. ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და ჩუმად სლუკუნებენ. გარიყულობა- ბავშვები შედიან კონტაქტში სხვა ადამიანებთან, რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ დაძლიეს მწუხარება, მაგრამ მშობელთან შეხვედრისას არიან გულგრილები, შეიძლება გამოავლინონ აგრესია. მერი ეინსვორტმა შექმნა კვლევის პროცედურა" უცნობი ადამიანის სიტუაცია". ეს არის მინი-სპექტაკლი, რომლის მიზანიცაა შეაფასოს მშობელი-შვილის ემოციური მიჯაჭვულობის ტიპი. ექსპერიმენტის პროცესში მშობელი და შვილი შედიან უცნობ, სპეციალურად მოწყობილ ოთახში, სადაც უამრავი სათამაშოა, ცოტა ხნის შემდეგ დედა გადის ოთახიდან, ოთახში შემოდის უცნობი ადამიანი, შემდეგ დედა ბრუნდება ოთახში. ხდებოდა დაკვირვება იმაზე, თუ რა ტიპის რეაქციას ავლენს ბავშვი დედის ოთახიდან გასვლის შემდეგ. ამის მიხედვით ეინსვორტმა გამოყო მიჯაჭვულობის ორი ტიპი. სანდო და არასანდო მიჯაჭვულობა. სანდო მიჯაჭვულობა ჩნდება მაშინ, როდესაც მშობელი ბავშვზე ზრუნავს და გამოხატავს სათანადო ყურადღებას. ასეთი ბავშვები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და ენდობიან თავიანთ მშობელს. image
არასანდო მიჯაჭვულობაში გამოიყოფა სამი სახე: დეზორგანიზებული, ამბივალენტური და განრიდებული მიჯაჭვულობა. დეზორგანიზებული მიჯაჭვულობა ჩნდება მაშინ, როცა მშობელი არ ავლენს ბავშის მიმართ სათანადო ყურადღებას, არის მიმართ გულგრილი. ასეთ დროს ბავშვები თავიდან "აპროტესტებენ" მშობლის გულგრილობას, დროთა განმავლობაში კი საკუთარ თავში იკეტებიან. უყალიბდებათ იმის განცდა, რომ საკუთარი თავის გარდა სხვისი იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ამბივალენტური მიჯაჭვულობა - ჩნდება მაშინ, როცა ბავშვის მშობელი არათანმინმდევრულია. ის შეიძლება ზოგჯერ ყურადღებიანი იყოს ბავშის მიმართ, ზოგჯერ კი უყურადღებო ან მომაბეზრებლად ყურადღებიანი. ასეთი სტილით აღზრდილი ბავშვები გამოირჩევიან ემოციების არასტაბილურობით. ხშირად განიცდიან ბრაზს ან შფოთვას.

განრიდებული მიჯაჭვულობა- ჩნდება მაშინ, როცა მშობლის ზრუნვა ბავშვზე არის არასაკმარისი, ბავშვი იღებს მხოლოდ მისი აღზრდისთვის აუცილებელ ყურადღებას. ვერ იკმაყოფილებენ ემოციურ მოთხოვნილებებს. ასეთ ბავშვებს უყალიბდებათ უნდობლობის გრძნობა. მიჯაჭვულობის თემით დაინტერესებული იყო ჰარლი ჰარლოუ, ის კოლეგებთან ერთად ატარებდა ექსპერიმენტს მაიმუნებზე, ხელოვნური სუროგატი დედების გამოყენებით. თითოეული პატარა მაიმუნისთვის შექმნილი იყო მავთულის მანეკენი, რომელსაც ჰქონდა ბოთლი, საიდანაც იგი იღებდა საკვებს, ასევე იყო რბილი ქსოვილით დაფარული მანეკენი, რომლისგანაც პატარა მაიმუნები საკვებს არ იღებდნენ, მიუხედავად ამისა პატარა მაიმუნები უპირატესობას ანიჭებდნენ რბილი ქსოვილით დაფარულ მანეკენს, თუ რაიმესი შეეშინდებოდათ თავშესაფარს მასთან ეძებდნენ. ამის მიხედვით ჰარლოუმ დაასკვნა, რომ შეხების კონფორტულობა არის მიჯაჭვულობის ფორმირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. აუცილებელია ბავშვმა იგრძნოს, რომ ის უპირობოდ უყვართ და ყოველთვის მის გვერდით იქნებიან, რაც არუნდა დასჭირდეს. ეს აუცილებელია მისი სწორად განვითარებისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ მიჯაჭვულობის ტიპი არამარტო მის ბავშვობაზე, არამედ მთლიანად მის ცხოვრებაზე მოქმედებს, ზრდასრულ ასაკშიც კი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს მიერ გაცემული სითბო და ყურადღება მისი ბედნიერი და ჯანსაღი მომავლისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

0
143
შეფასება არ არის
ავტორი:თამუნა ჭანკვეტაძე
თამუნა ჭანკვეტაძე
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0